https://sputnik-georgia.com/20230421/germaniashi-gaficul-qartvel-mzgolebs-xelfasis-nawili-chauricxes-276949310.html
თითქმის გაიმარჯვეს - გერმანიაში გაფიცულ ქართველ მძღოლებს ხელფასის ნაწილი ჩაურიცხეს
თითქმის გაიმარჯვეს - გერმანიაში გაფიცულ ქართველ მძღოლებს ხელფასის ნაწილი ჩაურიცხეს
Sputnik საქართველო
დამსაქმებელი ვალდებულია მძღოლებს ჯამში კიდევ 97.585 ევრო გადაუხადოს. 21.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-21T16:21+0400
2023-04-21T16:21+0400
2023-04-21T21:10+0400
საქართველო
გერმანია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0c/249191101_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_72b05afd258b87e4d2dc1cb34c222adf.jpg
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. გერმანიაში გაფიცულ ქართველ მძღოლებს, რომლებიც პოლონელი დამსაქმებლისგან კუთვნილი ხელფასების გადახდას ითხოვენ, ხელფასის ნაწილი გადაეცათ, იუწყება საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება.ქართველი მძღოლები, რომლებიც პოლონური კომპანიის მეშვეობით დასაქმდნენ, გერმანიაში მარტის შუა რიცხვებიდან გაიფიცნენ, ისინი კუთვნილი ხელფასების გადახდას ითხოვენ. ზოგიერთი მათგანი მთელი თვის განმავლობაში დასვენების გარეშე მუშაობდა. როგორც მძღოლებმა ქართულ მედიას ადრე განუცხადეს, ორი თვეა ხელფასი არ აუღიათ, ხოლო პროტესტის გამო მათ ემუქრებიან კიდეც.„გერმანიაში გაფიცულმა ტრაილერის მძღოლებმა თითქმის გაიმარჯვეს. მიუხედავად იმისა, რომ თანხის ნაწილი უკვე გადახდილია, დამსაქმებელი ვალდებულია კიდევ 97.585 ევრო გადაიხადოს. ამიტომაც ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება“, – ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.გერმანიაში გაფიცული ქართველი მძღოლების მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართა>>>12 აპრილს მძღოლებს სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, რომელთა წარმომადგენლებმაც თბილისში პოლონეთის საელჩოსთან მძღოლების მხარდამჭერი აქცია ჩაატარეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ფრანკფურტში გაფიცულ 200-მდე მძღოლს და მათი დახმარების თხოვნით წერილით მიმართავენ პოლონეთის საელჩოს.გარდა ამისა, მათ საქმეში ჩართეს ყველა პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის გერმანიისა და ნიდერლანდის პროფკავშირები.ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო გეგმავს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რათა დაარეგულიროს ამ პროცესში ჩართული კომპანიების საქმიანობა. ამჟამად პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. კანონში ცვლილებები შუამავალ კომპანიებს სავალდებულო სერტიფიკაციის გავლას დაავალდებულებს.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0c/249191101_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_d8b7e5cf5076426e1305a8a4b85d3e33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , საზოგადოება, ახალი ამბები
თითქმის გაიმარჯვეს - გერმანიაში გაფიცულ ქართველ მძღოლებს ხელფასის ნაწილი ჩაურიცხეს
16:21 21.04.2023 (განახლებულია: 21:10 21.04.2023) დამსაქმებელი ვალდებულია მძღოლებს ჯამში კიდევ 97.585 ევრო გადაუხადოს.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. გერმანიაში გაფიცულ ქართველ მძღოლებს, რომლებიც პოლონელი დამსაქმებლისგან კუთვნილი ხელფასების გადახდას ითხოვენ, ხელფასის ნაწილი გადაეცათ, იუწყება საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება.
ქართველი მძღოლები, რომლებიც პოლონური კომპანიის მეშვეობით დასაქმდნენ, გერმანიაში მარტის შუა რიცხვებიდან გაიფიცნენ, ისინი კუთვნილი ხელფასების გადახდას ითხოვენ. ზოგიერთი მათგანი მთელი თვის განმავლობაში დასვენების გარეშე მუშაობდა. როგორც მძღოლებმა ქართულ მედიას ადრე განუცხადეს, ორი თვეა ხელფასი არ აუღიათ, ხოლო პროტესტის გამო მათ ემუქრებიან კიდეც.
„გერმანიაში გაფიცულმა ტრაილერის მძღოლებმა თითქმის გაიმარჯვეს. მიუხედავად იმისა, რომ თანხის ნაწილი უკვე გადახდილია, დამსაქმებელი ვალდებულია კიდევ 97.585 ევრო გადაიხადოს. ამიტომაც ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება“, – ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.
12 აპრილს მძღოლებს სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, რომელთა წარმომადგენლებმაც თბილისში პოლონეთის საელჩოსთან მძღოლების მხარდამჭერი აქცია ჩაატარეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ფრანკფურტში გაფიცულ 200-მდე მძღოლს და მათი დახმარების თხოვნით წერილით მიმართავენ პოლონეთის საელჩოს.
გარდა ამისა, მათ საქმეში ჩართეს ყველა პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის გერმანიისა და ნიდერლანდის პროფკავშირები.
ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო გეგმავს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რათა დაარეგულიროს ამ პროცესში ჩართული კომპანიების საქმიანობა. ამჟამად პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. კანონში ცვლილებები შუამავალ კომპანიებს სავალდებულო სერტიფიკაციის გავლას დაავალდებულებს.