https://sputnik-georgia.com/20230419/nacmozraoba-axal-liders-ezebs-276867663.html
„ნაციონალური მოძრაობა" ახალ ლიდერს ეძებს?
„ნაციონალური მოძრაობა" ახალ ლიდერს ეძებს?
Sputnik საქართველო
დაპირისპირება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მას შემდეგ გაძლიერდა, რაც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა. 19.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-19T16:34+0400
2023-04-19T16:34+0400
2023-04-19T20:33+0400
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ირაკლი კობახიძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249369854_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_c644e7db3f3cd0c031a019997eb8b3d5.jpg
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მოქმედი თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის შემცვლელს ეძებენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში" მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა და მიზეზად პარტიაში შექმნილი მძიმე ვითარება დაასახელა. მელიას მომხრეებმა ხაბეიშვილი წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. მათ არ გამორიცხეს, რომ დღის წესრიგში ხაბეიშვილის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის ლეგიტიმურობის საკითხი დადგეს. შესაბამისად, ჯობს ეს პროცესი ასე გაგრძელდეს, აღნიშნა პოლიტიკოსმა. ხაბეიშვილმა საუბარს პარტიის თავმჯდომარის შესაძლო შეცვლის შესახებ არასერიოზული უწოდა და განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტზე აირჩიეს მაღალი ლეგიტიმაციით და მან პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და თუ ვინმეს უნდა ამ თანამდებობის დაკავება, მოემზადოს და მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, დაამატა მან. ამავე დროს, დეპუტატი ოპოზიციური პარტია „გირჩიდან" ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობაში" სერიოზული პრობლემებია და ეს უკვე ცხადია. როგორ ტრანსფორმირდება პარტია, ვინ დარჩება, ვინ წავა და ვინ მოვა, ამას დრო გვიჩვენებს, აღნიშნა რაქვიაშვილმა. დეპუტატი: „ნაცმოძრაობის" პოლიტიკოსებს საქართველოში ელექტორალური მომავალი არ აქვთ>>„როცა ასეთი პროცესები ვითარდება, არ მგონია, პარტიამ დიდი ხანი იფუნქციონიროს. ჩემგან არც მელიას და არც ხაბეიშვილის დამცველი არ გამოვა, მაგრამ სიტუაცია უნდა გაარკვიონ. მათ ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მართლა არჩევნებს ჩავატარებდი... თუ ასე გაგრძელდება, პარტიას ერთი ლიდერი უნდა დაშორდეს", – აღნიშნა მან. მმართველ პარტიაში უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის“ დაშლას აანონსებენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, „ნაცმოძრაობა" პოპულარობით საქართველოში მეორეა, თუმცა მმართველ პარტიას დიდად ჩამორჩება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249369854_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_5c7db4729b66e9b6249d19732f45845d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია
„ნაციონალური მოძრაობა" ახალ ლიდერს ეძებს?
16:34 19.04.2023 (განახლებულია: 20:33 19.04.2023) დაპირისპირება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მას შემდეგ გაძლიერდა, რაც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა.
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მოქმედი თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის შემცვლელს ეძებენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში" მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა და მიზეზად პარტიაში შექმნილი მძიმე ვითარება დაასახელა. მელიას მომხრეებმა ხაბეიშვილი წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. მათ არ გამორიცხეს, რომ დღის წესრიგში ხაბეიშვილის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის ლეგიტიმურობის საკითხი დადგეს.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ იძებნება ხაბეიშვილის შემცვლელი. ეს სხვადასხვა წყარომ დაადასტურა. ეს მათი შიდა საქმეა, ბუნებრივია, ჩვენთვის საინტერესო არ არის. „ნაციონალური მოძრაობა" რაც უფრო მეტად დასუსტდება და დაიშლება, მით უკეთესი იქნება ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის", – განაცხადა კობახიძემ.
შესაბამისად, ჯობს ეს პროცესი ასე გაგრძელდეს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ხაბეიშვილმა საუბარს პარტიის თავმჯდომარის შესაძლო შეცვლის შესახებ არასერიოზული უწოდა და განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტზე აირჩიეს მაღალი ლეგიტიმაციით და მან პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა.
„ანეკდოტია, როცა ვსაუბრობთ მაღალი ლეგიტიმაციით არჩეულ თავმჯდომარეზე… არ ვიცი, ეს ბოღმა ვის როდემდე შეიძლება გაჰყვეს, ან რამდენი ხნით შეიძლება ინერვიულონ ამაზე", – განუცხადა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და თუ ვინმეს უნდა ამ თანამდებობის დაკავება, მოემზადოს და მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, დაამატა მან.
ამავე დროს, დეპუტატი ოპოზიციური პარტია „გირჩიდან" ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობაში" სერიოზული პრობლემებია და ეს უკვე ცხადია.
როგორ ტრანსფორმირდება პარტია, ვინ დარჩება, ვინ წავა და ვინ მოვა, ამას დრო გვიჩვენებს, აღნიშნა რაქვიაშვილმა.
„როცა ასეთი პროცესები ვითარდება, არ მგონია, პარტიამ დიდი ხანი იფუნქციონიროს. ჩემგან არც მელიას და არც ხაბეიშვილის დამცველი არ გამოვა, მაგრამ სიტუაცია უნდა გაარკვიონ. მათ ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მართლა არჩევნებს ჩავატარებდი... თუ ასე გაგრძელდება, პარტიას ერთი ლიდერი უნდა დაშორდეს", – აღნიშნა მან.
მმართველ პარტიაში უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის“ დაშლას აანონსებენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, „ნაცმოძრაობა" პოპულარობით საქართველოში მეორეა, თუმცა მმართველ პარტიას დიდად ჩამორჩება.