https://sputnik-georgia.com/20230418/nacmozraobis-politikosebs-eleqtoraluri-momavali-ar-aqvt-276803169.html
დეპუტატი: „ნაცმოძრაობის" პოლიტიკოსებს საქართველოში ელექტორალური მომავალი არ აქვთ
დეპუტატი: „ნაცმოძრაობის" პოლიტიკოსებს საქართველოში ელექტორალური მომავალი არ აქვთ
Sputnik საქართველო
ცაგარეიშვილის განცხადებით, არ ინანებს, თუ ყოფილი მმართველი პარტია დაიშლება, რადგან იქ კეთროვანი და ტოქსიკური ხალხია შეკრებილი. 18.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-18T10:29+0400
2023-04-18T10:29+0400
2023-04-19T11:59+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საზოგადოება
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249840738_0:14:1944:1108_1920x0_80_0_0_6621d6f2079dfbb5eebf702a5f68ce63.jpg
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. პოლიტიკოსებს, რომლებმაც დატოვეს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არ აქვთ ელექტორალური მომავალი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა.პოლიტიკოსმა ასე შეაფასა მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა, სადაც პარტიის წევრების ნაწილთან შეხვედრებს მართავს. მელიას მხარდამჭერები უარყოფენ ახალი პარტიის შექმნის განზრახვას, თუმცა აკრიტიკებენ ახალ თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის გამო. მელიამ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო მიიღო.ცაგარეიშვილს მიაჩნია, რომ არც მელიას და არც იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც მანამდე „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრები იყვნენ, არ აქვთ ელექტრორალური მომავალი, იქნება ეს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამჟამინდელი ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თუ პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არ ინანებს, თუ „ნაცმოძრაობა“ დაიშლება, რადგან იქ კეთროვანი და ტოქსიკური ხალხია შეკრებილი.„ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება. ძალიან კარგი, არ მეწყინება. მაგრამ პარტიიდან წასულებს ქართულ პოლიტიკაში პერსპექტივა არ აქვთ. ქართული პოლიტიკისთვის ისინი ტოქსიკური და კეთროვანი ხალხია", – განაცხადა ცაგარეიშვილმა.შიდაპარტიული არჩევნების შედეგებით, რომელიც 2023 წლის იანვრის ბოლოს გაიმართა, პარტიის ახალ თავმჯდომარედ პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს, რომელსაც მხარს უჭერენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი ვანო მერაბიშვილი.პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ პირველივე ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი გამარჯვება შიდაპარტიულ არჩევნებში ეკუთვნის მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის დროზე დააარსა „ნაციონალური მოძრაობა“. ხაბეიშვილმა ასევე პირობა დადო, რომ იმ დრომდე არ გაჩერდება, ვიდრე სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი.არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა დაარღვიოს კანონი და არ გამორიცხა სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249840738_216:0:1944:1296_1920x0_80_0_0_e871b0bdaab229b64a4b0920a1963e38.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საზოგადოება, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საზოგადოება, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება
დეპუტატი: „ნაცმოძრაობის" პოლიტიკოსებს საქართველოში ელექტორალური მომავალი არ აქვთ
10:29 18.04.2023 (განახლებულია: 11:59 19.04.2023) ცაგარეიშვილის განცხადებით, არ ინანებს, თუ ყოფილი მმართველი პარტია დაიშლება, რადგან იქ კეთროვანი და ტოქსიკური ხალხია შეკრებილი.
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. პოლიტიკოსებს, რომლებმაც დატოვეს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არ აქვთ ელექტორალური მომავალი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა.
პოლიტიკოსმა ასე შეაფასა მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა, სადაც პარტიის წევრების ნაწილთან შეხვედრებს მართავს. მელიას მხარდამჭერები უარყოფენ ახალი პარტიის შექმნის განზრახვას, თუმცა აკრიტიკებენ ახალ თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის გამო. მელიამ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო მიიღო.
ცაგარეიშვილს მიაჩნია, რომ არც მელიას და არც იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც მანამდე „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრები იყვნენ, არ აქვთ ელექტრორალური მომავალი, იქნება ეს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამჟამინდელი ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თუ პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.
„ყველა ესენი ერთი დიდი ბუდიდან გადმოვარდნილი კვერცხებია და ეს ადამიანები არიან თავიანთი დედა-პარტიის ჩრდილში“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არ ინანებს, თუ „ნაცმოძრაობა“ დაიშლება, რადგან იქ კეთროვანი და ტოქსიკური ხალხია შეკრებილი.
„ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება. ძალიან კარგი, არ მეწყინება. მაგრამ პარტიიდან წასულებს ქართულ პოლიტიკაში პერსპექტივა არ აქვთ. ქართული პოლიტიკისთვის ისინი ტოქსიკური და კეთროვანი ხალხია", – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
შიდაპარტიული არჩევნების შედეგებით, რომელიც 2023 წლის იანვრის ბოლოს გაიმართა, პარტიის ახალ თავმჯდომარედ პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს, რომელსაც მხარს უჭერენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ პირველივე ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი გამარჯვება შიდაპარტიულ არჩევნებში ეკუთვნის მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის დროზე დააარსა „ნაციონალური მოძრაობა“. ხაბეიშვილმა ასევე პირობა დადო, რომ იმ დრომდე არ გაჩერდება, ვიდრე სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა დაარღვიოს კანონი და არ გამორიცხა სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება.