ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის ავტორიზაცია 2024 წლიდან აუცილებელი გახდება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პასპორტი
საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2023
გამოწერა
ETIAS-ის ამოქმედების მიზანი ევროპაში უსაფრთხო მოგზაურობაა.
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს, ისევე, როგორც შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, 2024 წლიდან წინასწარი ავტორიზაციის გავლა მოუწევთ, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორიზაციის გავლა და მგზავრობის წინასწარი დასტურის მიღება შესაძლებელი იქნება „ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემაში“ (ETIAS).
ETIAS ვიზისგან ბევრით განსხვავდება — ის ივსება უფრო სწრაფად, ფორმდება ონლაინ და არ მოითხოვს ბიომეტრიულ ინფორმაციას, თუმცა მის მისაღებად გარკვეული თანხის გადახდა იქნება საჭირო.
ავტორიზაციის გასავლელად საჭირო იქნება პასპორტი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ონლაინ-ფორმის შევსება და 7 ევროს ოდენობით მოსაკრებლის გადახდა.
2023 წლის ბოლოდან ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის წესები იცვლება>>>
ავტორიზაცია ძალაში იქნება სამი წლის განმავლობაში, ან მითითებული უცხოური პასპორტის ვადის გასვლამდე. ამასთან, ავტორიზაცია გავრცელდება მითითებულ ვადაში განხორციელებულ ყველა მოგზაურობაზე.
ავტორიზაციის გავლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები, როგორც ადრე, თავისუფლად შეძლებენ შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლას და ჯამში 90 დღით დარჩენას 180 დღის განმავლობაში.
ევროკავშირის წარმომადგენლობა მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ელექტრონული ფორმის შევსება მხოლოდ ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.
საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზო რეჟიმით 2017 წლიდან სარგებლობენ.
ყველა ახალი ამბავი
0