https://sputnik-georgia.com/20230417/concxad-gadaiqca-giuli-alasania-eqs-prezidentze-276789308.html
„ჩონჩხად გადაიქცა“ - გიული ალასანია ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე
„ჩონჩხად გადაიქცა“ - გიული ალასანია ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი განზრახ აზიანებს თავის ჯანმრთელობას მისი გათავისუფლების მიზნით. 17.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-17T13:21+0400
2023-04-17T13:21+0400
2023-04-17T16:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264636553_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_467e61df1af023f2c5d26a3c427d682a.jpg
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკვებს იღებს, მაგრამ ორგანიზმი ვერ ითვისებს - ის 100 წლის ადამიანს ჰგავს, განაცხადა სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ.სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში" იმყოფება, სადაც მას არასწორი კვებით გამოწვეულ კახექსიაზე მკურნალობენ.სააკაშვილის დედა ასევე შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარს, რომელიც ეხება საქართველოს სასამართლოს მიერ ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე ან სასჯელის შეჩერებაზე უარის თქმის საკითხს. რომლითაც ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარემ სტრასბურგის სასამართლოს მისი სახელით მიმართა.კლინიკა „ვივამედი": სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში ცვლილებები არ შეინიშნება >>2023 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლო სხდომებზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. კომპლექსური სამედიცინო დასკვნა შედგენილია დიაგნოზების საფუძველზე, რომლებიც მათ შორის უცხოელმა ექიმებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი მძიმე ლითონებით არის მოწამლული.პაპუაშვილი: სააკაშვილის ადვოკატებმა ერთ თვეზე მეტი დახარჯეს სარჩელის შედგენაზე >>3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე კლინიკის გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილი მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს და უარს ამბობს ექიმების დანიშნულების შესრულებაზე, რათა ხელოვნურად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მათი განცხადებით, სააკაშვილს ასეთი საქციელისკენ მისი გარემოცვა უბიძგებს.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.იუსტიციის მინისტრი: მილიონიანი კამპანია ჩაიშალა - სააკაშვილი არ არის მოწამლული >>თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264636553_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_37a747f18ea8f4e5402472c227879f4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
„ჩონჩხად გადაიქცა“ - გიული ალასანია ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე
13:21 17.04.2023 (განახლებულია: 16:59 17.04.2023) საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი განზრახ აზიანებს თავის ჯანმრთელობას მისი გათავისუფლების მიზნით.
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკვებს იღებს, მაგრამ ორგანიზმი ვერ ითვისებს - ის 100 წლის ადამიანს ჰგავს, განაცხადა სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ.
სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში" იმყოფება, სადაც მას არასწორი კვებით გამოწვეულ კახექსიაზე მკურნალობენ.
„ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა და რომ დგება, ეს ხერხემალი სრულიად გადაღუნულია, 100 წლის ადამიანივით ძლივს მიჩოჩავს დაყრდნობილი. საკვებს იღებს, ისე არ არის, რომ სულ არაფერს იღებდეს. პრობლემა ისაა, რომ საკვებს იღებს, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ იწოვს ორგანიზმი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ალასანიამ.
სააკაშვილის დედა ასევე შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარს, რომელიც ეხება საქართველოს სასამართლოს მიერ ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე ან სასჯელის შეჩერებაზე უარის თქმის საკითხს. რომლითაც ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარემ სტრასბურგის სასამართლოს მისი სახელით მიმართა.
„იქ ასე არის მითითებული, რომ გონივრულ ვადაში მოხდეს, მაგრამ რომელია ეს გონივრული ვადა, არ ვიცი... არ ვიცი, ჩვენს შემთხვევაში როგორ იქნება. საუბარია იმაზე, რომ შუალედში მიეცეს თავისუფლება და შესაძლებლობა, ჯანმრთელობა აღიდგინოს“, - განაცხადა ალასანიამ.
2023 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლო სხდომებზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. კომპლექსური სამედიცინო დასკვნა შედგენილია დიაგნოზების საფუძველზე, რომლებიც მათ შორის უცხოელმა ექიმებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი მძიმე ლითონებით არის მოწამლული.
3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე კლინიკის გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილი მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს და უარს ამბობს ექიმების დანიშნულების შესრულებაზე, რათა ხელოვნურად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მათი განცხადებით, სააკაშვილს ასეთი საქციელისკენ მისი გარემოცვა უბიძგებს.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".