https://sputnik-georgia.com/20230412/-itb-berlin--------276675633.html
ITB Berlin-ის ხელმძღვანელობა საქართველოს პრემიერს: მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის
ITB Berlin-ის ხელმძღვანელობა საქართველოს პრემიერს: მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის
Sputnik საქართველო
ვამაყობთ პარტნიორობით, რომელიც საქართველოსთან და მისი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან დავამყარეთ, ნათქვამია წერილში. 12.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-12T18:49+0400
2023-04-12T18:49+0400
2023-04-12T21:59+0400
საქართველო
გერმანია
ტურიზმი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275530439_0:119:1600:1020_1920x0_80_0_0_cc582ae786304906504bf1c74600e723.jpg
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ბერლინის საგამოფენო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა დირკ ჰოფმანმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ რუცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილი გამოუგზავნეს და მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ურყევი მხარდაჭერისთვის, რამაც 2023 წელს საერთაშორისო ტურისტული გამოფენა წარმატებული გახადა.საქართველომ საერთაშორისო გამოფენა ITB Berlin-ზე, რომელზეც მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი, სრული ფურორი მოახდინა. ღონისძიება გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნა, რომლის პროგრამაც მდიდარი და მრავალფეროვანი იყო. სამადლობელო წერილში, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ ბერლინისთვის საამაყო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ოთხწლიანი პაუზის შემდეგ 2023 წელს პირველად გაიმართა.საქართველოზე უკეთეს პარტნიორს ვერც შევარჩევდით - ITB ბერლინის დირექტორი>>>გამოფენა კვლავ იქცა დარგის მოთამაშეებისა და ღონისძიების სტუმრების თავშეყრის უმსხვილეს საერთაშორისო პლატფორმად, ხოლო საქართველომ განუყოფელი როლი ითამაშა ამ ღონისძიების მოწყობაში.გამოფენის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე საქართველოს თვალწარმტაცი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა მთელი თავისი მშვენიერებით იყო წარმოდგენილი.წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ბერლინის საერთაშორისო გამოფენის ხელმძღვანელობა ამაყობს საქართველოსთან თანამშრომლობით. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ეს თანამშრომლობა გრძელვადიანი ურთიერთობის საფუძველი იქნება.„ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობას, რათა ერთად მივაღწიოთ დიდ საქმეებს“, – ნათქვამია წერილში.ITB Berlin-ზე საქართველომ წარმოადგინა ქართული კულტურის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, გაიმართა ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილებისა" და საქართველოს სიმფონიური ორკესტრის, ასევე ანსამბლ „რუსთავის" კონცერტი.ITB Berlin 2023-ზე საქართველო წარდგა სლოგანით „უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა".საზეიმო გალა-კონცერტს 180 ქვეყნიდან 2,5 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრო. გამოფენის საზეიმო გახსნის დღეს სტუმრები ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს გაეცნენ. ღონისძიების სტუმრების წინაშე სიტყვით წარდგა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს ტურისტული სექტორის 80-მდე წარმომადგენელმა 950 კვადრატული მეტრი ფართობის საქართველოს სტენდზე პრეზენტაცია გამართა.გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერ-კლასები ჩატარდა, წარმოდგენილი იყო აგრეთვე ხელნაკეთი ნამუშევრები.საქართველოს დელეგაციამ გახსნა პანელური დისკუსია „საქართველოს თავგადასავლები, შესაძლებლობები, შეთავაზებები და გამოწვევები“. გამოფენის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სესიებში: „მინისტრების მრგვალი მაგიდა - ტრანსფორმაციის ფორმირება გლობალური მასშტაბით“ და „გენდერული თანასწორობა ტურიზმში“.ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275530439_492:189:1600:1020_1920x0_80_0_0_e625537b71b48267e85a7f2638b7fa67.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , ტურიზმი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , ტურიზმი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
ITB Berlin-ის ხელმძღვანელობა საქართველოს პრემიერს: მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის
18:49 12.04.2023 (განახლებულია: 21:59 12.04.2023) ვამაყობთ პარტნიორობით, რომელიც საქართველოსთან და მისი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან დავამყარეთ, ნათქვამია წერილში.
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ბერლინის საგამოფენო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა დირკ ჰოფმანმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ რუცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილი გამოუგზავნეს და მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ურყევი მხარდაჭერისთვის, რამაც 2023 წელს საერთაშორისო ტურისტული გამოფენა წარმატებული გახადა.
საქართველომ საერთაშორისო გამოფენა ITB Berlin-ზე, რომელზეც მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი, სრული ფურორი მოახდინა. ღონისძიება გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნა, რომლის პროგრამაც მდიდარი და მრავალფეროვანი იყო.
სამადლობელო წერილში, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ ბერლინისთვის საამაყო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ოთხწლიანი პაუზის შემდეგ 2023 წელს პირველად გაიმართა.
გამოფენა კვლავ იქცა დარგის მოთამაშეებისა და ღონისძიების სტუმრების თავშეყრის უმსხვილეს საერთაშორისო პლატფორმად, ხოლო საქართველომ განუყოფელი როლი ითამაშა ამ ღონისძიების მოწყობაში.
გამოფენის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე საქართველოს თვალწარმტაცი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა მთელი თავისი მშვენიერებით იყო წარმოდგენილი.
„ეს სანახაობა წარუშლელ შთაბეჭდილებად ექცა უკლებლივ ყველა მნახველს და ბევრს გაუჩინა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი. უნიკალური და საოცარი ტურისტული მიზიდულობის ცენტრად ქვეყნის წარმოჩინებაში თქვენი წვლილი ნამდვილად იმსახურებს საქვეყნო ქებას", – ნათქვამია წერილში.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ბერლინის საერთაშორისო გამოფენის ხელმძღვანელობა ამაყობს საქართველოსთან თანამშრომლობით. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ეს თანამშრომლობა გრძელვადიანი ურთიერთობის საფუძველი იქნება.
„ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობას, რათა ერთად მივაღწიოთ დიდ საქმეებს“, – ნათქვამია წერილში.
ITB Berlin-ზე საქართველომ წარმოადგინა ქართული კულტურის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, გაიმართა ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილებისა" და საქართველოს სიმფონიური ორკესტრის, ასევე ანსამბლ „რუსთავის" კონცერტი.
ITB Berlin 2023-ზე საქართველო წარდგა სლოგანით „უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა".
საზეიმო გალა-კონცერტს 180 ქვეყნიდან 2,5 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრო. გამოფენის საზეიმო გახსნის დღეს სტუმრები ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს გაეცნენ. ღონისძიების სტუმრების წინაშე სიტყვით წარდგა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოს ტურისტული სექტორის 80-მდე წარმომადგენელმა 950 კვადრატული მეტრი ფართობის საქართველოს სტენდზე პრეზენტაცია გამართა.
გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერ-კლასები ჩატარდა, წარმოდგენილი იყო აგრეთვე ხელნაკეთი ნამუშევრები.
საქართველოს დელეგაციამ გახსნა პანელური დისკუსია „საქართველოს თავგადასავლები, შესაძლებლობები, შეთავაზებები და გამოწვევები“. გამოფენის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სესიებში: „მინისტრების მრგვალი მაგიდა - ტრანსფორმაციის ფორმირება გლობალური მასშტაბით“ და „გენდერული თანასწორობა ტურიზმში“.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.