https://sputnik-georgia.com/20230310/itb-berlinis-direqtori-saqartveloze-uketes-partniors-ver-sevarcevdit-275677048.html
საქართველოზე უკეთეს პარტნიორს ვერც შევარჩევდით - ITB ბერლინის დირექტორი
საქართველოზე უკეთეს პარტნიორს ვერც შევარჩევდით - ITB ბერლინის დირექტორი
Sputnik საქართველო
პრესტიჟული ტურისტული გამოფენა გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნა. 10.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-10T16:16+0400
2023-03-10T16:16+0400
2023-03-10T21:05+0400
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ახალი ამბები
საქართველო
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275672352_0:208:2001:1333_1920x0_80_0_0_62fef12c31be75ca88f62f0a3b3d8ce9.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin-ის დირექტორმა დებორა რუთმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოსთან თანამშრომლობას, მისი თქმით, ღონისძიება უკეთეს პარტნიორს ვერ იპოვიდა, იტყობინება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახური. საერთაშორისო გამოფენა ITB Berlin 2023, რომლის მასპინძელი ქვეყნის სტატუსიც წელს საქართველოს ერგო, 6-დან 9 მარტამდე გაიმართა. გამოფენა გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნა, რომლის პროგრამაც მდიდარი და მრავალფეროვანი იყო. ITB Berlin 2023-ზე საქართველო წარდგა სლოგანით „უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა". ITB ბერლინის ტურისტული გამოფენის ბოლო დღეს საქართველოს სტენდთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ITB ბერლინის გამოფენის დირექტორს შეხვდნენ. დებორა რუთმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა იმ აქტივობებისთვის, რომელიც გამოფენის ფარგლებში მოეწყო. მან დაამატა, რომ გამოფენის შემდეგ მთელმა მსოფლიომ გაიცნო საქართველო და ძალიან ბევრი ეწვევა მას. ITB 2023-ზე გამოფენის მთავარი საქართველოს სტენდი 1.000 კვ.მ-მდე ტერიტორიაზე იყო განთავსებული, სადაც 80-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა.საზეიმო გალა-გახსნას მსოფლიოს 181 ქვეყნის დაახლოებით 2,5 ათასი მაღალი რანგის სტუმარი ესწრებოდა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს.გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი: საქართველოს დიდი ქომაგი ვარ>>გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერ-კლასები, წარმოდგენილი იყო აგრეთვე ხელნაკეთი ნამუშევრები.საქართველოს დელეგაციამ გახსნა პანელური დისკუსია „საქართველოს თავგადასავლები, შესაძლებლობები, შეთავაზებები და გამოწვევები". გამოფენის ფარგლებში ქართული დელეგაცია მონაწილეობდა სესიებში: „მინისტრების მრგვალი მაგიდა - ტრანსფორმაციის ფორმირება გლობალური მასშტაბით" და „გენდერული თანასწორობა ტურიზმში".ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების მართვის ორგანიზაციები, 44 ტუროპერატორი და 23 სასტუმრო.ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275672352_80:0:1857:1333_1920x0_80_0_0_db3cb0309db6bf67a0f88b3f94a06e56.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ახალი ამბები, საქართველო, გერმანია
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ახალი ამბები, საქართველო, გერმანია
საქართველოზე უკეთეს პარტნიორს ვერც შევარჩევდით - ITB ბერლინის დირექტორი
16:16 10.03.2023 (განახლებულია: 21:05 10.03.2023) პრესტიჟული ტურისტული გამოფენა გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნა.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin-ის დირექტორმა დებორა რუთმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოსთან თანამშრომლობას, მისი თქმით, ღონისძიება უკეთეს პარტნიორს ვერ იპოვიდა, იტყობინება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
საერთაშორისო გამოფენა ITB Berlin 2023, რომლის მასპინძელი ქვეყნის სტატუსიც წელს საქართველოს ერგო, 6-დან 9 მარტამდე გაიმართა. გამოფენა გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნა, რომლის პროგრამაც მდიდარი და მრავალფეროვანი იყო. ITB Berlin 2023-ზე საქართველო წარდგა სლოგანით „უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა".
ITB ბერლინის ტურისტული გამოფენის ბოლო დღეს საქართველოს სტენდთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ITB ბერლინის გამოფენის დირექტორს შეხვდნენ. დებორა რუთმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა იმ აქტივობებისთვის, რომელიც გამოფენის ფარგლებში მოეწყო.
„ეს იყო სანახაობრივი გამოფენა. სამი დღის განმავლობაში მოეწყო საქმიანი შეხვედრები. ეს განსაკუთრებული გამოფენაა, რადგან პანდემიის შემდეგ ბერლინში ტურიზმის ინდუსტრიის ხელახლა შეკრებით დიდი განახლება მოხდა. ამ განახლებისთვის ITB-ზე საქართველოზე უკეთეს პარტნიორს ვერც შევარჩევდით", – განაცხადა რუთმა.
მან დაამატა, რომ გამოფენის შემდეგ მთელმა მსოფლიომ გაიცნო საქართველო და ძალიან ბევრი ეწვევა მას.
ITB 2023-ზე გამოფენის მთავარი საქართველოს სტენდი 1.000 კვ.მ-მდე ტერიტორიაზე იყო განთავსებული, სადაც 80-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა.
საზეიმო გალა-გახსნას მსოფლიოს 181 ქვეყნის დაახლოებით 2,5 ათასი მაღალი რანგის სტუმარი ესწრებოდა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერ-კლასები, წარმოდგენილი იყო აგრეთვე ხელნაკეთი ნამუშევრები.
საქართველოს დელეგაციამ გახსნა პანელური დისკუსია „საქართველოს თავგადასავლები, შესაძლებლობები, შეთავაზებები და გამოწვევები". გამოფენის ფარგლებში ქართული დელეგაცია მონაწილეობდა სესიებში: „მინისტრების მრგვალი მაგიდა - ტრანსფორმაციის ფორმირება გლობალური მასშტაბით" და „გენდერული თანასწორობა ტურიზმში".
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების მართვის ორგანიზაციები, 44 ტუროპერატორი და 23 სასტუმრო.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.