https://sputnik-georgia.com/20230307/germaniis-turizmis-asociaciis-prezidenti-saqartvelos-pani-var-275538063.html
გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი: საქართველოს დიდი ქომაგი ვარ
გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი: საქართველოს დიდი ქომაგი ვარ
Sputnik საქართველო
ITB Berlin 2023-ზე საქართველოს ლოზუნგია „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“. 07.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-07T17:53+0400
2023-03-07T17:53+0400
2023-03-07T22:11+0400
საქართველო
გერმანია
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275534087_0:82:1280:803_1920x0_80_0_0_78ef8bf2c92e47498ae24d36f4232b64.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა ნორბერტ ფეიბიგმა საერთაშორისო გამოფენა ITB Berlin-ის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე ქართული კონცერტი შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოს დიდი გულშემატკივარია, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.საერთაშორისო ტურისტულმა გამოფენა ITB Berlin 2023-მა, რომელსაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ესწრება, მუშაობა დაიწყო და 9 მარტამდე გაგრძელდება. გამოფენა გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნა, რომლის პროგრამაც მდიდარი და მრავალფეროვანი იყო.მისი თქმით, საქართველო ჯერ კიდევ არ არის სრულად წარმოდგენილი ტურიზმის ინდუსტრიაში და მისი პოტენციალი ბოლომდე არ არის გამოყენებული. ფეიბიგი დარწმუნებულია, რომ ამ პრეზენტაციით საქართველომ შეძლო იმის გაკეთება, რაც სჭირდებოდა – მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება.„მას შემდეგ, რაც გალა-გახსნაზე ვიხილეთ, ნამდვილად ღირს საქართველოში მოგზაურობა, რომელსაც აქვს სტუმარმასპინძლობის არაჩვეულებრივი ტრადიცია და გამორჩეულია სამზარეულოთი“, – აღნიშნა ფეიბიგმა.საზეიმო გალა-გახსნას მსოფლიოს 181 ქვეყნის დაახლოებით 2,5 ათასი მაღალი რანგის სტუმარი ესწრებოდა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს.საქართველოს ტურისტული სექტორის 80-მდე წარმომადგენელმა 950 კვადრატული მეტრი ფართობის საქართველოს სტენდზე პრეზენტაცია გამართეს.გამოფენის ფარგლებში იმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერ-კლასები, წარმოდგენილია აგრეთვე ხელნაკეთი ნამუშევრები.ღარიბაშვილი: მქონდა პატივი, მემასპინძლა ITB Berlin-ის გახსნის ცერემონიისთვის>>>საქართველოს დელეგაცია გახსნის პანელურ დისკუსიას „საქართველოს თავგადასავლები, შესაძლებლობები, შეთავაზებები და გამოწვევები". გამოფენის ფარგლებში ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სესიებში: „მინისტრების მრგვალი მაგიდა - ტრანსფორმაციის ფორმირება გლობალური მასშტაბით" და „გენდერული თანასწორობა ტურიზმში". გარდა ამისა, 7 მარტს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას გამართავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავის მხრივ, პრეზენტაციას გამართავს საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესახებ.8 მარტს საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე უმასპინძლებს სპეციალურ ღონისძიებას „სათავგადასავლო ტურიზმის აღმოჩენა საქართველოში". სპიკერები იქნებიან საქართველოს სამთო გიდების ასოციაციის, შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელები და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში მონაწილეობას იღებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების მართვის ორგანიზაციები, 44 ტუროპერატორი და 23 სასტუმრო – ჯამში 80-მდე ქართული კომპანია.კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 180-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა. ღონისძიებას საერთაშორისო მედიის 500 წარმომადგენელი აშუქებდა.ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275534087_270:95:1280:853_1920x0_80_0_0_cfbe93ba91b604877b534f9fae80342f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საზოგადოება, ახალი ამბები
გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი: საქართველოს დიდი ქომაგი ვარ
17:53 07.03.2023 (განახლებულია: 22:11 07.03.2023) ITB Berlin 2023-ზე საქართველოს ლოზუნგია „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა ნორბერტ ფეიბიგმა საერთაშორისო გამოფენა ITB Berlin-ის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე ქართული კონცერტი შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოს დიდი გულშემატკივარია, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
საერთაშორისო ტურისტულმა გამოფენა ITB Berlin 2023-მა, რომელსაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ესწრება, მუშაობა დაიწყო და 9 მარტამდე გაგრძელდება. გამოფენა გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნა, რომლის პროგრამაც მდიდარი და მრავალფეროვანი იყო.
„მე საქართველოს დიდი ფანი ვარ, რაც გუშინ გალა-გახსნაზე ვიხილეთ, ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო. ყველა, ვისაც ვესაუბრებოდი, იგივე შთაბეჭდილებებით იყო აღსავსე. საქართველოს ძალიან ბევრი რამ აქვს მსოფლიოსთვის შესათავაზებელი. ITB Berlin-ის მასპინძლობა ბევრს ნიშნავს", – განაცხადა ფეიბიგმა.
მისი თქმით, საქართველო ჯერ კიდევ არ არის სრულად წარმოდგენილი ტურიზმის ინდუსტრიაში და მისი პოტენციალი ბოლომდე არ არის გამოყენებული. ფეიბიგი დარწმუნებულია, რომ ამ პრეზენტაციით საქართველომ შეძლო იმის გაკეთება, რაც სჭირდებოდა – მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება.
„მას შემდეგ, რაც გალა-გახსნაზე ვიხილეთ, ნამდვილად ღირს საქართველოში მოგზაურობა, რომელსაც აქვს სტუმარმასპინძლობის არაჩვეულებრივი ტრადიცია და გამორჩეულია სამზარეულოთი“, – აღნიშნა ფეიბიგმა.
საზეიმო გალა-გახსნას მსოფლიოს 181 ქვეყნის დაახლოებით 2,5 ათასი მაღალი რანგის სტუმარი ესწრებოდა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს.
საქართველოს ტურისტული სექტორის 80-მდე წარმომადგენელმა 950 კვადრატული მეტრი ფართობის საქართველოს სტენდზე პრეზენტაცია გამართეს.
გამოფენის ფარგლებში იმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერ-კლასები, წარმოდგენილია აგრეთვე ხელნაკეთი ნამუშევრები.
საქართველოს დელეგაცია გახსნის პანელურ დისკუსიას „საქართველოს თავგადასავლები, შესაძლებლობები, შეთავაზებები და გამოწვევები". გამოფენის ფარგლებში ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სესიებში: „მინისტრების მრგვალი მაგიდა - ტრანსფორმაციის ფორმირება გლობალური მასშტაბით" და „გენდერული თანასწორობა ტურიზმში".
გარდა ამისა, 7 მარტს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას გამართავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავის მხრივ, პრეზენტაციას გამართავს საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესახებ.
8 მარტს საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე უმასპინძლებს სპეციალურ ღონისძიებას „სათავგადასავლო ტურიზმის აღმოჩენა საქართველოში". სპიკერები იქნებიან საქართველოს სამთო გიდების ასოციაციის, შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელები და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში მონაწილეობას იღებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების მართვის ორგანიზაციები, 44 ტუროპერატორი და 23 სასტუმრო – ჯამში 80-მდე ქართული კომპანია.
კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 180-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა. ღონისძიებას საერთაშორისო მედიის 500 წარმომადგენელი აშუქებდა.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.