https://sputnik-georgia.com/20230307/garibashvili-itbberlin-gonisziebaze-saqartvelos-turizmis-habad-gadaqcevaze-visaubre-275523356.html
ღარიბაშვილი: მქონდა პატივი, მემასპინძლა ITB Berlin-ის გახსნის ცერემონიისთვის
ღარიბაშვილი: მქონდა პატივი, მემასპინძლა ITB Berlin-ის გახსნის ცერემონიისთვის
Sputnik საქართველო
გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართა სპეციალური ღონისძიება „უსაზღვრო ქართული კულტურა“. 07.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-07T14:13+0400
2023-03-07T14:13+0400
2023-03-07T20:16+0400
საქართველო
გერმანია
ტურიზმი
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271790055_0:105:1024:682_1920x0_80_0_0_d714055f56bace50a2c0a4317d311c6c.jpg
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. ITB Berlin-ის მასშტაბური ღონისძიების გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ტურიზმის ჰაბად ფორმირების პოტენციალი გავაცანი, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023, რომელსაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ესწრება, 6-9 მარტის პერიოდში იმართება. საქართველოს ლოზუნგია „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როგორც ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის მეთაურმა, საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც გუშინ გაიმართა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.6 მარტს საერთაშორისო გამოფენა ITB Berlin გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნა, რომლის პროგრამა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. საზეიმო გალა-გახსნას მსოფლიოს 181 ქვეყნის დაახლოებით 2,5 ათასი მაღალი რანგის სტუმარი ესწრებოდა.სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს. საქართველოს ტურისტული სექტორის 80-მდე წარმომადგენელმა 950 კვადრატული მეტრი ფართობის საქართველოს სტენდზე პრეზენტაცია გამართეს.გამოფენის ფარგლებში იმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერ-კლასები, წარმოდგენილია აგრეთვე ხელნაკეთი ნამუშევრები.საქართველოს პრემიერი ბერლინის ტურისტული გამოფენის გახსნის ცერემონიაზე წარდგა>>>7 მარტს საქართველოს დელეგაცია გახსნის პანელურ დისკუსიას „საქართველოს თავგადასავლები, შესაძლებლობები, შეთავაზებები და გამოწვევები". გამოფენის ფარგლებში ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სესიებში: „მინისტრების მრგვალი მაგიდა - ტრანსფორმაციის ფორმირება გლობალური მასშტაბით" და „გენდერული თანასწორობა ტურიზმში". გარდა ამისა, დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას გამართავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავის მხრივ, პრეზენტაციას გამართავს საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესახებ.8 მარტს საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე უმასპინძლებს სპეციალურ ღონისძიებას „სათავგადასავლო ტურიზმის აღმოჩენა საქართველოში". სპიკერები იქნებიან საქართველოს სამთო გიდების ასოციაციის, შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელები და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში მონაწილეობას იღებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების მართვის ორგანიზაციები, 44 ტუროპერატორი და 23 სასტუმრო – ჯამში 80-მდე ქართული კომპანია. კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 180-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა. ღონისძიებას საერთაშორისო მედიის 500 წარმომადგენელი აშუქებდა. ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271790055_171:111:933:682_1920x0_80_0_0_3818d3aca8aa78e23e9f3d28b22a49a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ღარიბაშვილი: მქონდა პატივი, მემასპინძლა ITB Berlin-ის გახსნის ცერემონიისთვის
14:13 07.03.2023 (განახლებულია: 20:16 07.03.2023) გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართა სპეციალური ღონისძიება „უსაზღვრო ქართული კულტურა“.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. ITB Berlin-ის მასშტაბური ღონისძიების გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ტურიზმის ჰაბად ფორმირების პოტენციალი გავაცანი, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023, რომელსაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ესწრება, 6-9 მარტის პერიოდში იმართება. საქართველოს ლოზუნგია „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როგორც ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის მეთაურმა, საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც გუშინ გაიმართა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„მქონდა პატივი, მემასპინძლა ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე ბერლინში და საქართველოს უკიდეგანო მასპინძლობის კონცეფცია გამეცნო საერთაშორისო საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის უნიკალური ისტორია, კულტურა, ჩვენი უნიკალური ბუნება და ყველა ის პოტენციალი, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. მდიდარ კულტურასა და ბუნებას ბევრის შეთავაზება შეუძლია მსოფლიოსთვის“, – დაწერა ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.
6 მარტს საერთაშორისო გამოფენა ITB Berlin გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნა, რომლის პროგრამა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. საზეიმო გალა-გახსნას მსოფლიოს 181 ქვეყნის დაახლოებით 2,5 ათასი მაღალი რანგის სტუმარი ესწრებოდა.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს.
საქართველოს ტურისტული სექტორის 80-მდე წარმომადგენელმა 950 კვადრატული მეტრი ფართობის საქართველოს სტენდზე პრეზენტაცია გამართეს.
გამოფენის ფარგლებში იმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერ-კლასები, წარმოდგენილია აგრეთვე ხელნაკეთი ნამუშევრები.
7 მარტს საქართველოს დელეგაცია გახსნის პანელურ დისკუსიას „საქართველოს თავგადასავლები, შესაძლებლობები, შეთავაზებები და გამოწვევები". გამოფენის ფარგლებში ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სესიებში: „მინისტრების მრგვალი მაგიდა - ტრანსფორმაციის ფორმირება გლობალური მასშტაბით" და „გენდერული თანასწორობა ტურიზმში". გარდა ამისა, დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას გამართავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავის მხრივ, პრეზენტაციას გამართავს საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესახებ.
8 მარტს საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე უმასპინძლებს სპეციალურ ღონისძიებას „სათავგადასავლო ტურიზმის აღმოჩენა საქართველოში". სპიკერები იქნებიან საქართველოს სამთო გიდების ასოციაციის, შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელები და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში მონაწილეობას იღებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების მართვის ორგანიზაციები, 44 ტუროპერატორი და 23 სასტუმრო – ჯამში 80-მდე ქართული კომპანია.
კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 180-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა. ღონისძიებას საერთაშორისო მედიის 500 წარმომადგენელი აშუქებდა.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.