https://sputnik-georgia.com/20230408/msoflio-bankma-saqartvelos-ekonomikuri-zrdis-prognozi-gazarda-276545857.html
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა
Sputnik საქართველო
ეკონომიკის აღდგენა მეტყველებს სიღარიბის შემცირების პერსპექტივებზე, მიიჩნევენ მსოფლიო ბანკის ექსპერტები. 08.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-08T10:33+0400
2023-04-08T10:33+0400
2023-04-29T10:33+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
მსოფლიო ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/11/251494169_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_b889e863d2fd12a75efc6fbe3e4b91b3.jpg
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 4%-დან 4,4%-მდე გაზარდა. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის საგაზაფხულო მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც წარმოდგენილია რეგიონისა და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.იანვრის ანგარიშში „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“ მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 5,5%-დან 4%-მდე შეამცირა. მომავალ 2024 წელს მსოფლიო ბანკი საქართველოს მშპ-ის ზრდას 5%-იან ნიშნულზე ელოდება.მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, მშპ–ის ზრდა საქართველოში 2022 წელს 10,1%–ში უკავშირდება ფულის რუსეთიდან შემოდინებას და ტურიზმისა და ინვესტიციების აღდგენას.„შედეგად დასაქმების დონე აღდგა, ხოლო სიღარიბის დონემ განაგრძო შემცირება. შემოსავლების შეკრების მაღალმა დონემ ხელი შეუწყო ბიუჯეტის დეფიციტის ორჯერ შემცირებას. მოსალოდნელია, რომ ზრდა შენელდება 2023 წელს იმ დროს, როდესაც კვლავ მაღალია გაურკვევლობა", – ნათქვამია განცხადებაში.რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას - აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი>>მსოფლიო ბანკი საქართველოში ინფლაციის შემდგომ შემცირებას ელოდება, მაგრამ აცხადებს, რომ ის ცენტრალური ბანკის მიზნობრივ მაჩვენებლებზე მაღალი რჩება.მიუხედავად მოთხოვნიდან ზეწოლის მაღალი ალბათობისა, მსოფლიო ბანკი ინფლაციის თანდათანობი შემცირებას ვარაუდობს.„საშუალოვადიან პერსპექტივაში, ნედლეულზე მსოფლიო ფასების შემცირების შესაბამისად, დადებითი რეალური საპროცენტო განაკვეთები და მთავრობის ძალისხმევა ბიუჯეტის კონსოლიდაციაზე, დიდი ალბათობით, ხელს შეუწყობს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან, 3%–თან უფრო მყარ დაბრუნებას 2025 წლისთვის", – ნათქვამია ანგარიშში.საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს - „საქსტატის“ ახალი მონაცემები>>სავარაუდოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა მკაცრი დარჩება მანამ, სანამ წნეხი არ დავარდება. გასული წლიდან რეგულატორი ინარჩუნებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და რამდენიმე თვეა რეფინანსირების განაკვეთს 11% დონეზე ინარჩუნებს.ეროვნული ბანკის საბაზო სცენარით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა შენელდება 2023 წელს და კორონავირუსული პანდემიის წინა პერიოდის დონეზე – 4%-ზე აღმოჩნდება. მარეგულირებლის შეფასებით, 2022 წელს არსებული 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ძირითადად განპირობებული იყო უცხოელი ვიზიტორების ნაკადითა და მათი მზარდი ხარჯებით, ასევე დაკრედიტების მაღალი მაჩვენებლით.2020 წელს ეკონომიკის 6,8%–ით ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიდის, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10,1%-ით გაიზარდა - ახალი სტატისტიკა>>დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის წინასწარი მაჩვენებელი 10,1%-ია.მშპ–ის რეალურმა ზრდამ 2023 წლის თებერვალში, 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა. რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი ორ თვეში 7,1%–ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/11/251494169_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_de2baa369c4a569f05caa7db80852b6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, მსოფლიო ბანკი
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, მსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა
10:33 08.04.2023 (განახლებულია: 10:33 29.04.2023) ეკონომიკის აღდგენა მეტყველებს სიღარიბის შემცირების პერსპექტივებზე, მიიჩნევენ მსოფლიო ბანკის ექსპერტები.
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 4%-დან 4,4%-მდე გაზარდა. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.
მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის საგაზაფხულო მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც წარმოდგენილია რეგიონისა და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.
იანვრის ანგარიშში „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“ მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 5,5%-დან 4%-მდე შეამცირა. მომავალ 2024 წელს მსოფლიო ბანკი საქართველოს მშპ-ის ზრდას 5%-იან ნიშნულზე ელოდება.
„ეკონომიკის აღდგენა მეტყველებს სიღარიბის შემცირების პერსპექტივებზე. მოსალოდნელია, რომ სიღარიბის ზოგადი დონე, უფრო მაღალი ხელფასისა და შრომის ბაზარზე გაუმჯობესების წყალობით, შემცირდება", –
ნათქვამია განცხადებაში.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, მშპ–ის ზრდა საქართველოში 2022 წელს 10,1%–ში უკავშირდება ფულის რუსეთიდან შემოდინებას და ტურიზმისა და ინვესტიციების აღდგენას.
„შედეგად დასაქმების დონე აღდგა, ხოლო სიღარიბის დონემ განაგრძო შემცირება. შემოსავლების შეკრების მაღალმა დონემ ხელი შეუწყო ბიუჯეტის დეფიციტის ორჯერ შემცირებას. მოსალოდნელია, რომ ზრდა შენელდება 2023 წელს იმ დროს, როდესაც კვლავ მაღალია გაურკვევლობა", – ნათქვამია განცხადებაში.
მსოფლიო ბანკი საქართველოში ინფლაციის შემდგომ შემცირებას ელოდება, მაგრამ აცხადებს, რომ ის ცენტრალური ბანკის მიზნობრივ მაჩვენებლებზე მაღალი რჩება.
მიუხედავად მოთხოვნიდან ზეწოლის მაღალი ალბათობისა, მსოფლიო ბანკი ინფლაციის თანდათანობი შემცირებას ვარაუდობს.
„საშუალოვადიან პერსპექტივაში, ნედლეულზე მსოფლიო ფასების შემცირების შესაბამისად, დადებითი რეალური საპროცენტო განაკვეთები და მთავრობის ძალისხმევა ბიუჯეტის კონსოლიდაციაზე, დიდი ალბათობით, ხელს შეუწყობს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან, 3%–თან უფრო მყარ დაბრუნებას 2025 წლისთვის", – ნათქვამია ანგარიშში.
სავარაუდოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა მკაცრი დარჩება მანამ, სანამ წნეხი არ დავარდება. გასული წლიდან რეგულატორი ინარჩუნებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და რამდენიმე თვეა რეფინანსირების განაკვეთს 11% დონეზე ინარჩუნებს.
ეროვნული ბანკის საბაზო სცენარით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა შენელდება 2023 წელს და კორონავირუსული პანდემიის წინა პერიოდის დონეზე – 4%-ზე აღმოჩნდება. მარეგულირებლის შეფასებით, 2022 წელს არსებული 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ძირითადად განპირობებული იყო უცხოელი ვიზიტორების ნაკადითა და მათი მზარდი ხარჯებით, ასევე დაკრედიტების მაღალი მაჩვენებლით.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%–ით ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიდის, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის წინასწარი მაჩვენებელი 10,1%-ია.
მშპ–ის რეალურმა ზრდამ 2023 წლის თებერვალში, 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა. რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი ორ თვეში 7,1%–ს შეადგენს.