საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს - „საქსტატის“ ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerქუჩის საათი მეიდანზე
ქუჩის საათი მეიდანზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2023
გამოწერა
ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2023 წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2023 წლის იანვარში მშპ-ის რეალური ზრდა, 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 8,4% იყო, ხოლო ორ თვეში ეკონომიკა 7,1%-ით გაიზარდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავი ქონების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებში.
წყარო - საქსტატი
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0