https://sputnik-georgia.com/20230131/2022-wels-saqartvelos-ekonomika-10-1-procentit-gaizarda-274439902.html
2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10,1%-ით გაიზარდა - ახალი სტატისტიკა
2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10,1%-ით გაიზარდა - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
დეკემბერში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და... 31.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-31T21:24+0400
2023-01-31T21:24+0400
2023-01-31T22:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24374/19/243741931_0:124:2001:1249_1920x0_80_0_0_0131d9a8c18c44ed662ebc6ca97db294.jpg
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10,1%-ია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ანგარიშში.2022 წლის დეკემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11% შეადგინა.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,5% შეადგინა.„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები.შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა უძრავი ქონების გარიგებების სფეროში, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის, ელექტროენერგიის, გაზის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორებში.რა და რამდენით გაიზარდაიანვარი–დეკემბერში ექსპორტის ზრდამ დაახლოებით 32% შეადგინა, ასევე იმპორტის – 33%. დეკემბერში ქვეყანაში 6,4 ათასამდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ით მეტი.თოდრაძის თქმით, სამშენებლო სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებულია როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობის ზრდით – ესაა გზების და ავტობანების, ხიდების და გვირაბების მშენებლობა.დეკემბერში სამშენებლო მასალების იმპორტი 27%-ით გაიზარდა, ცემენტის და კლინკერის იმპორტი 34%-ით გაიზარდა.რაც შეეხება გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორს, ამ შემთხვევაში ზრდა ძირითადად უკავშირდება მეტალურგიულ მრეწველობას, ასევე მინერალური სასუქებისა და ფარმაცევტული პროდუქტების წარმოების ზრდას. თოდრაძემ აღნიშნა, რომ დეკემბერში აზოტოვანი სასუქების ექსპორტი (ძირითადად პერუსა და ინდოეთში) 37%-ით გაიზარდა.ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში ზრდა დაკავშირებულია სატვირთო ტრანსპორტის მუშაობასთან. გარდა ამისა, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის გაფართოების შედეგად გაიზარდა სატრანსპორტო დამუშავებისა და დასაწყობების მაჩვენებელიც.საფინანსო და სადაზღვევო სექტორებში ზრდა განპირობებულია კომერციული ბანკების საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლების ზრდით.ვაჭრობის სექტორში ზრდა განაპირობა მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის ზრდამ. დეკემბერში რეექსპორტის მაჩვენებელი თითქმის 36%-ით გაიზარდა. ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მიმართულებით.ფინანსთა უწყება: საერთაშორისო ინსტიტუტები საქართველოს ეკონომიკურ პროგნოზებს აუმჯობესებენ >>ზრდის ტენდენციებია ასევე არასპეციალიზებულ მაღაზიებში: ესაა ვაჭრობა სურსათით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით.ზრდის ტენდენცია ასევე შეიმჩნეოდა სასტუმრო და სარესტორნო სექტორში. ამაზე გავლენა იქონია 2021 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის თითქმის 3,1-ჯერ გაზრდამ. კერძოდ, 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში 500 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24374/19/243741931_0:0:1767:1325_1920x0_80_0_0_7494a1149521da8eaeaa5f8795e3afa3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10,1%-ით გაიზარდა - ახალი სტატისტიკა
21:24 31.01.2023 (განახლებულია: 22:52 31.01.2023) დეკემბერში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10,1%-ია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ანგარიშში.
2022 წლის დეკემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11% შეადგინა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,5% შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები.
შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა უძრავი ქონების გარიგებების სფეროში, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის, ელექტროენერგიის, გაზის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორებში.
იანვარი–დეკემბერში ექსპორტის ზრდამ დაახლოებით 32% შეადგინა, ასევე იმპორტის – 33%. დეკემბერში ქვეყანაში 6,4 ათასამდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ით მეტი.
„დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა 18%-ით გაიზარდა და 13,9 მლრდ ლარს გადააჭარბა“, – განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ჟურნალისტებთან.
თოდრაძის თქმით, სამშენებლო სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებულია როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობის ზრდით – ესაა გზების და ავტობანების, ხიდების და გვირაბების მშენებლობა.
დეკემბერში სამშენებლო მასალების იმპორტი 27%-ით გაიზარდა, ცემენტის და კლინკერის იმპორტი 34%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორს, ამ შემთხვევაში ზრდა ძირითადად უკავშირდება მეტალურგიულ მრეწველობას, ასევე მინერალური სასუქებისა და ფარმაცევტული პროდუქტების წარმოების ზრდას. თოდრაძემ აღნიშნა, რომ დეკემბერში აზოტოვანი სასუქების ექსპორტი (ძირითადად პერუსა და ინდოეთში) 37%-ით გაიზარდა.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში ზრდა დაკავშირებულია სატვირთო ტრანსპორტის მუშაობასთან. გარდა ამისა, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის გაფართოების შედეგად გაიზარდა სატრანსპორტო დამუშავებისა და დასაწყობების მაჩვენებელიც.
საფინანსო და სადაზღვევო სექტორებში ზრდა განპირობებულია კომერციული ბანკების საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლების ზრდით.
ვაჭრობის სექტორში ზრდა განაპირობა მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის ზრდამ. დეკემბერში რეექსპორტის მაჩვენებელი თითქმის 36%-ით გაიზარდა. ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მიმართულებით.
ზრდის ტენდენციებია ასევე არასპეციალიზებულ მაღაზიებში: ესაა ვაჭრობა სურსათით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით.
ზრდის ტენდენცია ასევე შეიმჩნეოდა სასტუმრო და სარესტორნო სექტორში. ამაზე გავლენა იქონია 2021 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის თითქმის 3,1-ჯერ გაზრდამ. კერძოდ, 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში 500 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა.