ფინანსთა უწყება: საერთაშორისო ინსტიტუტები საქართველოს ეკონომიკურ პროგნოზებს აუმჯობესებენ

© AP Photo / John Minchilloგაეროს შტაბ-ბინა
გაეროს შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2023
გამოწერა
საქართველოს მთავრობა 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-მდე ზრდას პროგნოზირებს.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო ინსტიტუტებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვთ, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშზე „მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2023“-ის კომენტარისას.
გაერომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის 4,4%-დან 10,8%-მდე გაზარდა. ორგანიზაციის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ადრე პროგნოზირებული 4%-ის ნაცვლად 5,2% იქნება.
„გაერომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი... რაც ნათლად მიანიშნებს და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებს საქართველოს მიმართ აქვთ პოზიტიური მოლოდინი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დუნდუამ.
მისი თქმით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზები საქართველოსთან დაკავშირებით უმჯობესდება.
„თუ შევხედავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზებს და ასევე გაეროს პროგნოზს, ვნახავთ, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზი უკეთესია ბოლოს გამოქვეყნებულ მსოფლიო ბანკის პროგნოზზე და მასზე უკეთესია გაეროს პროგნოზი", - განაცხადა მან.
მინისტრის მოადგილის თქმით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ დროთა განმავლობაში ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს და ორგანიზაციებს სულ უფრო მკაფიო წარმოდგენა ექმნებათ იმის თაობაზე, რომ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები მყარი, ძლიერი და საკმარისად კარგია ეკონომიკური ზრდის აღსადგენად.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგნოზები, რომლებსაც საერთაშორისო ინსტიტუტები აქვეყნებენ, როგორც წესი, კონსერვატულია და უფრო დაბალია, ვიდრე რეალობა და ამას აჩვენებს ბოლო წლების ეკონომიკური ზრდის შედეგები", - აღნიშნა მან.
რამდენად გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს - ექსპერტის პროგნოზი>>>
ასე რომ, მისი თქმით, საქართველოს შეუძლია გაცილებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა შესთავაზოს მსოფლიოს და აჩვენოს, რომ ქვეყანას შეუძლია კარგად განვვითარდეს მაღალი ეკონომიკური ზრდით, დასაქმების კარგი მაჩვენებლით და უმუშევრობის შემცირებით.
საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროცესი მაღალი ტემპებით მიმდინარეობს – 2022 წლის ნოემბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9,3% შეადგინა. გასული წლის რეალური ზრდის 11 თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ია. 2021 წელს მშპ-ის ზრდამ 10,5% შეადგინა.
საქართველოს მთავრობა 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-მდე ზრდას პროგნოზირებს. სწორედ ამ მაჩვენებლის საფუძველზე მოამზადა მთავრობამ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი.
ყველა ახალი ამბავი
0