https://sputnik-georgia.com/20230407/gelatis-sareabilitacio-samushaoebs-sapatriarqo-ganaxorcielebs-276524864.html
გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს
გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს
Sputnik საქართველო
სარესტავრაციო სამუშაოებისთვის საჭირო ყველა ფინანსურ რესურსს კულტურის სამინისტრო საპატრიარქოს გადასცემს. 07.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-07T15:22+0400
2023-04-07T15:22+0400
2023-04-07T20:22+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
იუნესკო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270141129_0:50:960:590_1920x0_80_0_0_5b93b7a485b8e2f7f5286fdd85d1dda3.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს.საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2023 წლის 24 თებერვალს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში რთული ვითარება 2018 წლიდან შეიქმნა გადახურვის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო. არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების შედეგად გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტით გადახურული სახურავიდან წყლის ჟონვა დაიწყო და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ტაძრის უნიკალური ფრესკები საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.გამოქვეყნდა იუნესკოს ანგარიში გელათის თემაზე - მთავარი რეკომენდაციები>>>საქართველოს საპატრიარქო გეგმავს შექმნას გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, სადაც ქართველი და უცხოელი მეცნიერები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ საუკეთესო შედეგების მისაღწევად.„გადაიხედება და განახლდება გენერალური/მართვის გეგმა. შეიქმნება კონსერვაციის ახალი და მაღალი სტანდარტის საბაზისო დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება დეტალურ და სიღრმისეულ კვლევებზე“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტთა ჯგუფი 10 აპრილს გელათში გაემგზავრება და შეუდგება ტაძრის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნას.„საქართველოს საპატრიარქო შექმნის გელათის შესახებ სპეციალურ ვებ-გვერდს, სადაც საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას, რათა მოქალაქეებს არ შეექმნათ განცდა, რომ ძეგლის მიმართ არ ხორციელდება ყველა დროული და საჭირო ღონისძიება“, – აღნიშნულია განცხადებაში.ადრე იუნესკომ დადებითად შეაფასა 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ გელათის პრობლემებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა და მის ფარგლებში მუშაობა, და თავის დასკვნაში სახელმწიფოს პროცესის განახლებისკენ მოუწოდა.კულტურის მინისტრმა გელათის მონასტრის რესტავრაციის ახალი დეტალები გაამხილა>>>თავის მხრივ, საქართველოს საპატრიარქო უკმაყოფილო დარჩა გელათის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის სამუშაოებით და რესტავრაციის ჩატარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მართვის ერთიანი გეგმით მოითხოვა. საბოლოოდ კულტურის სამინისტრომ გელათთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარება საპატრიარქოს გადააბარა.გელათის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიპრობლემები 2015-2019 წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო. ტაძრის დასავლეთ მკლავის და სამლოცველოს გადახურვა არასწორი მეთოდით და უხარისხო მასალებით მოხდა, რის გამოც სახურავმა გაჟონვა დაიწყო. 2021 წლისთვის ტაძარში კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილი დააზიანა და წყალმა კვლავ დააზიანა ფრესკები.სკანდალი გელათის მონასტრის ირგვლივ: საპატრიარქო და ექსპერტები კულტურის უწყების წინააღმდეგ>>>დროებითი გადახურვის სამუშაოებს და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებს სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა.სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული. ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს სპეციალისტების რჩევით ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი.გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270141129_54:0:907:640_1920x0_80_0_0_c7bc510a2a16374486d8bbe96680e609.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, იუნესკო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, იუნესკო , საზოგადოება, ახალი ამბები
გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს
15:22 07.04.2023 (განახლებულია: 20:22 07.04.2023) სარესტავრაციო სამუშაოებისთვის საჭირო ყველა ფინანსურ რესურსს კულტურის სამინისტრო საპატრიარქოს გადასცემს.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს.
საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2023 წლის 24 თებერვალს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.
უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში რთული ვითარება 2018 წლიდან შეიქმნა გადახურვის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო. არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების შედეგად გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტით გადახურული სახურავიდან წყლის ჟონვა დაიწყო და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ტაძრის უნიკალური ფრესკები საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
საქართველოს საპატრიარქო გეგმავს შექმნას გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, სადაც ქართველი და უცხოელი მეცნიერები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ საუკეთესო შედეგების მისაღწევად.
„გადაიხედება და განახლდება გენერალური/მართვის გეგმა. შეიქმნება კონსერვაციის ახალი და მაღალი სტანდარტის საბაზისო დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება დეტალურ და სიღრმისეულ კვლევებზე“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტთა ჯგუფი 10 აპრილს გელათში გაემგზავრება და შეუდგება ტაძრის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნას.
„საქართველოს საპატრიარქო შექმნის გელათის შესახებ სპეციალურ ვებ-გვერდს, სადაც საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას, რათა მოქალაქეებს არ შეექმნათ განცდა, რომ ძეგლის მიმართ არ ხორციელდება ყველა დროული და საჭირო ღონისძიება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ადრე იუნესკომ დადებითად შეაფასა 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ გელათის პრობლემებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა და მის ფარგლებში მუშაობა, და თავის დასკვნაში სახელმწიფოს პროცესის განახლებისკენ მოუწოდა.
თავის მხრივ, საქართველოს საპატრიარქო უკმაყოფილო დარჩა გელათის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის სამუშაოებით და რესტავრაციის ჩატარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მართვის ერთიანი გეგმით მოითხოვა. საბოლოოდ კულტურის სამინისტრომ გელათთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარება საპატრიარქოს გადააბარა.
გელათის ირგვლივ განვითარებული მოვლენები
პრობლემები 2015-2019 წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო. ტაძრის დასავლეთ მკლავის და სამლოცველოს გადახურვა არასწორი მეთოდით და უხარისხო მასალებით მოხდა, რის გამოც სახურავმა გაჟონვა დაიწყო. 2021 წლისთვის ტაძარში კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილი დააზიანა და წყალმა კვლავ დააზიანა ფრესკები.
დროებითი გადახურვის სამუშაოებს და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებს სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა.
სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული. ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს სპეციალისტების რჩევით ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.