ბათუმში მამაკაცმა სახლის სახურავზე ბენზინი გადაისხა

© AFP 2024 / FILIPPO MONTEFORTEმეხანძრეები სახურავზე
მეხანძრეები სახურავზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2023
გამოწერა
მრავალშვილიანმა ოჯახმა კერძო მევახშის ვალის გასტუმრება ვერ შეძლო, რის გამოც სახლში მათი გამოსახლების მიზნით აღსრულების პოლიცია მივიდა.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ბათუმში მამაკაცი სახლის სახურავზე ავიდა და ბენზინი გადაისხა, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“
ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მცხოვრები ხუთსულიანი ოჯახის ერთ-ერთი წევრი სახლის სახურავზე მას შემდეგ აძვრა, რაც მის სახლში მისულმა აღსრულების ეროვნული ბიუროს წევრებმა კერძო მევახშის მიმართ არსებული დავალიანების გამო ოჯახის იძულებით გამოსახლება სცადეს.
ტელეკომპანიის ცნობით, მიქელაძეების მრავალშვილიანი ოჯახი მევახშისგან თანხის დასაბრუნებლად დროს ითხოვდა, თუმცა უარი მიიღეს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გამოჩენას ხმაური მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„ოჯახის ერთ-ერთი წევრი სახლის სახურავზე აძვრა და ბენზინი გადაისხა. ამან იქ შეკრებილი მოქალაქეები ააღელვა, შეამტვრიეს ეზოს ჭიშკარი, სადაც აღსრულების პოლიციელები იყვნენ. პოლიცია იძულებული გახდა აღსრულება დროებით შეეჩერებინა“, – აღნიშნულია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა ახალი ამბავი
0