https://sputnik-georgia.com/20230405/inflacia-iklebs-refinansireba-ucvlelia-276445226.html
ინფლაცია იკლებს, მაგრამ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა
ინფლაცია იკლებს, მაგრამ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა
Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის დონე თანდათან მცირდება, საბანკო სექტორის მარეგულირებელი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას... 05.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-05T16:23+0400
2023-04-05T16:23+0400
2023-04-05T21:10+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24797/65/247976541_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_1321ccddeb7befc97d22693aa2cd73f0.jpg
მარტის თვის ბოლოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა. მიმდინარე წელს ეს მეორე შეკრება იყო. მოგეხსენებათ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ფულად-საკრედიტო, სავალუტო პოლიტიკას შეიმუშავებს, გეგმავს ღონისძიებებს, რამაც ფასების სტაბილურობას, ინფლაციის ზომიერ და დაბალ დონეზე შენარჩუნებას უნდა შეუწყოს ხელი. მთავარი ბერკეტი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ლიბერალიზაცია ან არსებულ დონეზე შენარჩუნებაა, რაც რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის გაზრდაში, შემცირებასა თუ უცვლელად დატოვებაში აისახება. შესაბამისად, ეროვნული ბანკის შესაძლო ვერდიქტს დროის კონკრეტულ მონაკვეთში ინფლაციური წნეხის სიმძიმე განსაზღვრავს. ასე რომ, ურიგო არ იქნება, ძალიან მოკლედ გავაანალიზოთ ინფლაციური პროცესების დინამიკა, რომელიც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრების შეკრებას წინ უსწრებდა.რამდენიმე წელია მსოფლიოს საფინანსო-ეკონომიკური სისტემის მთავარი გამოწვევა ინფლაციაა. გამონაკლისი არც საქართველოა, რომელიც 2021 წლის ივლისიდან მოყოლებული 18 თვის განმავლობაში ორნიშნა ინფლაციის პირობებში ცხოვრობდა. მოულოდნელი არ იყო, რომ ეროვნულმა ბანკმა მზარდ ინფლაციას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით უპასუხა და 2021 წლის მარტიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი ჯერ 2,5 პროცენტით, 11 პროცენტამდე გაზარდა, ხოლო მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უცვლელად დატოვა.გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული ინფლაცია ორნიშნა მაჩვენებელს ჩამოსცდა და კლების ტენდენციას ინარჩუნებს. ამგვარ ვითარებაში საფინანსო სექტორს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების იმედი მიეცა. არადა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიმდინარე წლის თებერვალში გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. რა მოლოდინი იყო ამჯერად? ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთს არც ახლა შეამცირებდა და უცვლელად დატოვებდა. ასეთი იყო საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის მოსაზრებაც.„ინფლაციის შემცირება მონეტარული პოლიტიკის თანდათან შერბილების საშუალებას იძლევა, მაგრამ ეროვნული ბანკის ბოლო პერიოდის განცხადებების გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ რეფინანსირების განაკვეთი არც ამჯერად შემცირდება, თუმცა ინფლაციის კლების ტენდენცია რეფინანსირების განაკვეთის არც გაზრდის საფუძველს იძლევა. ასე რომ, ძალიან მაღალი ალბათობით, ის უცვლელი დარჩება“, − აცხადებდა ძნელაძე.საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ვარაუდს ეთანხმებოდა საკონსულტაციო ჯგუფი „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი, ანალიტიკოსი ოთარ ნადარაია.„მიუხედავად იმისა, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების წინაპირობები უკვე არსებობს, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის. ველი, რომ ეს პროცესი მაისის თვიდან დაიწყება“, − აცხადებდა ოთარ ნადარაია.აკადემიური წრეების პროგნოზი გამართლდა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. აქვე დავძენ, რომ გასული წლის 30 მარტიდან მოყოლებული რეფინანსირების განაკვეთი მეცხრე სხდომაა არ შეცვლილა. დღეს ის ისევ 11 პროცენტია, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.რა იყო ამგვარი გადაწყვეტილების საფუძველი? როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მიუხედავად დასტაბილურების გარკვეული ნიშნებისა, ინფლაცია ჯერ კიდევ გლობალურ გამოწვევად რჩება. საქართველოში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი, მართალია, შემცირებას განაგრძობს, მაგრამ მაინც მაღალია. თებერვლის თვეში მთლიანი ინფლაცია 8,1 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 6,6 პროცენტამდე შემცირდა. ამ კლებას ძირითადად საგარეო ფაქტორები განაპირობებს. კერძოდ, ბოლო დროს საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი შემცირდა და საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება COVID-19-ის პანდემიის დასაწყისის დონეს დაუახლოვდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით კი, სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსიც მცირდება. ეროვნული ვალუტის გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე აღნიშნული ტენდენციები საქართველოს ბაზარსაც ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტულ ინფლაციას ამცირებს.ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ გლობალურად ფინანსური პირობების გამკაცრების შედეგად ბოლო პერიოდში საკრედიტო აქტივობა საგრძნობლად შენელდა, რაც ერთობლივი მოთხოვნის დასტაბილურებასა და, შესაბამისად, ინფლაციის შემცირებას დამატებით უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციური მოლოდინებიც იკლებს. არსებული პროგნოზით, მათ შორის საბაზო ეფექტისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, წლიური ინფლაცია მნიშვნელოვან შემცირებას გააგრძელებს და სავარაუდოა, რომ წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ დონეზე დაბალიც კი იქნება, რაც გრძელვადიანი მოლოდინების მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.ამავე დროს, ეროვნული ბანკის შეფასებით, ამ პოზიტიური ფაქტორების მიუხედავად, მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე კვლავ მაღალია გაურკვევლობა. შესაბამისად, ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთის შემცირების პერსპექტივას, როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მონეტარული პოლიტიკის შერბილება შესაძლებელი მას შემდეგ გახდება, როცა ინფლაციის ადგილობრივი კომპონენტის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთება. მოესწრება თუ არა ეს მიმდინარე წლის 10 მაისამდე, როდესაც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართება? ამ კითხვაზე პასუხს უახლოეს ერთ თვეში მივიღებთ, მანამდე კი კომერციული ბანკების ყველა იმ მსესხებელს, რომლის კრედიტის პროცენტის მოცულობა ცვლად საპროცენტო განაკვეთსა და რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, მინდა ვუთხრა, რომ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ.როგორია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პარამეტრები? ამაზე საპასუხოდ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ანგარიშს მოვიშველიებ.მიმდინარე წლის 1 მარტის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 180.300 სესხია გაცემული, ხოლო საკრედიტო პორტფელის მოცულობა 10.524 მილიონი ლარია. 1 თებერვლიდან 1 მარტამდე პერიოდში ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 1.300 ერთეულით შემცირდა, ხოლო მთლიანი საკრედიტო პორტფელი 90 ათასი ლარით გაიზარდა.180.300 სესხიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი სამომხმარებლო სესხია გაცემული. კომერციულმა ბანკებმა 78.300 ხელშეკრულებით 1.695 მილიონი ლარის საკრედიტო რესურსი საშუალო წლიურ 20,42 პროცენტში გაასესხეს.მომდევნო პოზიცია უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ იპოთეკურ სესხებს უკავია. ამ ტიპის კრედიტებზე 73.300 ხელშეკრულებაა გაფორმებული. საბანკო სექტორმა 3.407 მილიონი ლარი საშუალოდ 14,36 პროცენტში გაასესხა.ხელშეკრულებების რაოდენობით პირველ სამეულშია ბიზნეს-სესხებიც. ასეთი ჯამში 27.600 ხელშეკრულებაა გაფორმებული, ხოლო საკრედიტო პორტფელი 5.382 მილიონი ლარია. საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 14,72 პროცენტს შეადგენს. საგულისხმოა, რომ ბოლო ერთ თვეში, 1 თებერვლიდან 1 მარტამდე პერიოდში, რაოდენობრივად ყველაზე მეტით, 100 ერთეულით ბიზნეს-სესხები შემცირდა.ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. 1 მარტის მონაცემებით, სულ 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 24,3 მილიონი ლარი ბანკებმა საშუალო წლიურ 17,28 პროცენტში გაასესხეს. ასევე გაცემულია 300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 16,1 მილიონი ლარია.1 მარტის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42,7 პროცენტია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზეა − 20,42 პროცენტი.დღეისათვის სულ ეს იყო. უახლოეს დღეებში მარტის თვის ინფლაციური პროცესების მიმოხილვით დაგიბრუნდებით...სამსონ ხონელი
https://sputnik-georgia.com/20230327/ratom-gaizarda-saprocento-ganakveti-sesxebze-276126669.html
https://sputnik-georgia.com/20230314/ratom-mcirdeba-inflacia-275767788.html
https://sputnik-georgia.com/20230306/ra-aris-da-ra-iqneba-275491120.html
https://sputnik-georgia.com/20230223/saqartvelos-ekonomikis-problemebi-274749097.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24797/65/247976541_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_995bdf91b54f575b24dfd50348c9709b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა, მიმოხილვები
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა, მიმოხილვები
ინფლაცია იკლებს, მაგრამ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა
16:23 05.04.2023 (განახლებულია: 21:10 05.04.2023) ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის დონე თანდათან მცირდება, საბანკო სექტორის მარეგულირებელი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. რატომ და როდიდან დაიკლებს რეფინანსირების განაკვეთი?
მარტის თვის ბოლოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა. მიმდინარე წელს ეს მეორე შეკრება იყო. მოგეხსენებათ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ფულად-საკრედიტო, სავალუტო პოლიტიკას შეიმუშავებს, გეგმავს ღონისძიებებს, რამაც ფასების სტაბილურობას, ინფლაციის ზომიერ და დაბალ დონეზე შენარჩუნებას უნდა შეუწყოს ხელი. მთავარი ბერკეტი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ლიბერალიზაცია ან არსებულ დონეზე შენარჩუნებაა, რაც რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის გაზრდაში, შემცირებასა თუ უცვლელად დატოვებაში აისახება. შესაბამისად, ეროვნული ბანკის შესაძლო ვერდიქტს დროის კონკრეტულ მონაკვეთში ინფლაციური წნეხის სიმძიმე განსაზღვრავს. ასე რომ, ურიგო არ იქნება, ძალიან მოკლედ გავაანალიზოთ ინფლაციური პროცესების დინამიკა, რომელიც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრების შეკრებას წინ უსწრებდა.
რამდენიმე წელია მსოფლიოს საფინანსო-ეკონომიკური სისტემის მთავარი გამოწვევა ინფლაციაა. გამონაკლისი არც საქართველოა, რომელიც 2021 წლის ივლისიდან მოყოლებული 18 თვის განმავლობაში ორნიშნა ინფლაციის პირობებში ცხოვრობდა. მოულოდნელი არ იყო, რომ ეროვნულმა ბანკმა მზარდ ინფლაციას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით უპასუხა და 2021 წლის მარტიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი ჯერ 2,5 პროცენტით, 11 პროცენტამდე გაზარდა, ხოლო მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უცვლელად დატოვა.
გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული ინფლაცია ორნიშნა მაჩვენებელს ჩამოსცდა და კლების ტენდენციას ინარჩუნებს. ამგვარ ვითარებაში საფინანსო სექტორს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების იმედი მიეცა. არადა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიმდინარე წლის თებერვალში გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. რა მოლოდინი იყო ამჯერად? ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთს არც ახლა შეამცირებდა და უცვლელად დატოვებდა. ასეთი იყო საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის მოსაზრებაც.
„ინფლაციის შემცირება მონეტარული პოლიტიკის თანდათან შერბილების საშუალებას იძლევა, მაგრამ ეროვნული ბანკის ბოლო პერიოდის განცხადებების გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ რეფინანსირების განაკვეთი არც ამჯერად შემცირდება, თუმცა ინფლაციის კლების ტენდენცია რეფინანსირების განაკვეთის არც გაზრდის საფუძველს იძლევა. ასე რომ, ძალიან მაღალი ალბათობით, ის უცვლელი დარჩება“, − აცხადებდა ძნელაძე.
საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ვარაუდს ეთანხმებოდა საკონსულტაციო ჯგუფი „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი, ანალიტიკოსი ოთარ ნადარაია.
„მიუხედავად იმისა, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების წინაპირობები უკვე არსებობს, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის. ველი, რომ ეს პროცესი მაისის თვიდან დაიწყება“, − აცხადებდა ოთარ ნადარაია.
აკადემიური წრეების პროგნოზი გამართლდა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. აქვე დავძენ, რომ გასული წლის 30 მარტიდან მოყოლებული რეფინანსირების განაკვეთი მეცხრე სხდომაა არ შეცვლილა. დღეს ის ისევ 11 პროცენტია, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რა იყო ამგვარი გადაწყვეტილების საფუძველი? როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მიუხედავად დასტაბილურების გარკვეული ნიშნებისა, ინფლაცია ჯერ კიდევ გლობალურ გამოწვევად რჩება. საქართველოში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი, მართალია, შემცირებას განაგრძობს, მაგრამ მაინც მაღალია. თებერვლის თვეში მთლიანი ინფლაცია 8,1 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 6,6 პროცენტამდე შემცირდა. ამ კლებას ძირითადად საგარეო ფაქტორები განაპირობებს. კერძოდ, ბოლო დროს საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი შემცირდა და საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება COVID-19-ის პანდემიის დასაწყისის დონეს დაუახლოვდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით კი, სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსიც მცირდება. ეროვნული ვალუტის გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე აღნიშნული ტენდენციები საქართველოს ბაზარსაც ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტულ ინფლაციას ამცირებს.
ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ გლობალურად ფინანსური პირობების გამკაცრების შედეგად ბოლო პერიოდში საკრედიტო აქტივობა საგრძნობლად შენელდა, რაც ერთობლივი მოთხოვნის დასტაბილურებასა და, შესაბამისად, ინფლაციის შემცირებას დამატებით უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციური მოლოდინებიც იკლებს. არსებული პროგნოზით, მათ შორის საბაზო ეფექტისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, წლიური ინფლაცია მნიშვნელოვან შემცირებას გააგრძელებს და სავარაუდოა, რომ წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ დონეზე დაბალიც კი იქნება, რაც გრძელვადიანი მოლოდინების მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
ამავე დროს, ეროვნული ბანკის შეფასებით, ამ პოზიტიური ფაქტორების მიუხედავად, მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე კვლავ მაღალია გაურკვევლობა. შესაბამისად, ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთის შემცირების პერსპექტივას, როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მონეტარული პოლიტიკის შერბილება შესაძლებელი მას შემდეგ გახდება, როცა ინფლაციის ადგილობრივი კომპონენტის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთება. მოესწრება თუ არა ეს მიმდინარე წლის 10 მაისამდე, როდესაც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართება? ამ კითხვაზე პასუხს უახლოეს ერთ თვეში მივიღებთ, მანამდე კი კომერციული ბანკების ყველა იმ მსესხებელს, რომლის კრედიტის პროცენტის მოცულობა ცვლად საპროცენტო განაკვეთსა და რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, მინდა ვუთხრა, რომ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ.
როგორია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პარამეტრები? ამაზე საპასუხოდ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ანგარიშს მოვიშველიებ.
მიმდინარე წლის 1 მარტის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 180.300 სესხია გაცემული, ხოლო საკრედიტო პორტფელის მოცულობა 10.524 მილიონი ლარია. 1 თებერვლიდან 1 მარტამდე პერიოდში ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 1.300 ერთეულით შემცირდა, ხოლო მთლიანი საკრედიტო პორტფელი 90 ათასი ლარით გაიზარდა.
180.300 სესხიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი სამომხმარებლო სესხია გაცემული. კომერციულმა ბანკებმა 78.300 ხელშეკრულებით 1.695 მილიონი ლარის საკრედიტო რესურსი საშუალო წლიურ 20,42 პროცენტში გაასესხეს.
მომდევნო პოზიცია უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ იპოთეკურ სესხებს უკავია. ამ ტიპის კრედიტებზე 73.300 ხელშეკრულებაა გაფორმებული. საბანკო სექტორმა 3.407 მილიონი ლარი საშუალოდ 14,36 პროცენტში გაასესხა.
ხელშეკრულებების რაოდენობით პირველ სამეულშია ბიზნეს-სესხებიც. ასეთი ჯამში 27.600 ხელშეკრულებაა გაფორმებული, ხოლო საკრედიტო პორტფელი 5.382 მილიონი ლარია. საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 14,72 პროცენტს შეადგენს. საგულისხმოა, რომ ბოლო ერთ თვეში, 1 თებერვლიდან 1 მარტამდე პერიოდში, რაოდენობრივად ყველაზე მეტით, 100 ერთეულით ბიზნეს-სესხები შემცირდა.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. 1 მარტის მონაცემებით, სულ 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 24,3 მილიონი ლარი ბანკებმა საშუალო წლიურ 17,28 პროცენტში გაასესხეს. ასევე გაცემულია 300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 16,1 მილიონი ლარია.
1 მარტის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42,7 პროცენტია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზეა − 20,42 პროცენტი.
დღეისათვის სულ ეს იყო. უახლოეს დღეებში მარტის თვის ინფლაციური პროცესების მიმოხილვით დაგიბრუნდებით...