https://sputnik-georgia.com/20230314/ratom-mcirdeba-inflacia-275767788.html
რატომ მცირდება ინფლაცია და რა ბედი ეწევა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას?
რატომ მცირდება ინფლაცია და რა ბედი ეწევა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას?
Sputnik საქართველო
ინფლაცია თანდათან მცირდება. ეროვნული ბანკი და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ინფლაციის შემცირების საშინაო და საგარეო ფაქტორებს ასახელებენ... პოზიტიური... 14.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-14T14:04+0400
2023-03-14T14:04+0400
2023-03-18T16:17+0400
ანალიტიკა
ეკონომიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259649514_0:208:2048:1361_1920x0_80_0_0_afd85d202b1be1dfe2f938d1584881d2.jpg
დარწმუნებული ვარ, მკითხველი დამეთანხმება, ბოლო რამდენიმე წელია მსოფლიოს ეკონომიკურ ეკონომიკური სისტემის მთავარი გამოწვევა მზარდი ინფლაციაა. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც საქართველოა. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური რეცესიის შედეგად, 2021 წლის ივლისიდან მოყოლებული წელიწადნახევრის განმავლობაში ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნა იყო. იმედია, მკითხველს ახსოვს, რომ დროის ამ ვრცელ მონაკვეთში ინფლაციურ პროცესების გამომწვევ მიზეზებზე სისტემატურად ვწერდი. ასე რომ, ამჯერად ამ საკითხზე მკითხველის ყურადღებას აღარ გავამახვილებ.გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული ინფლაციამ თანდათან კლება დაიწყო და დეკემბერში უკვე ორნიშნა ნიშნულს ჩამოსცდა. ქვეყანა მიმდინარე წელს ინფლაციის დონით 9.8 პროცენტის ნიშნულზე შეხვდა. დადებითი დინამიკა მომდევნო ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა. იანვარში წლიური ინფლაცია 9.4 პროცენტი, ხოლო თებერვალში 8.1 პროცენტი იყო. სამი თვე არც ბევრია და არც ცოტა, თუმცა ვეჭვობ, საკმარისი პერიოდია საიმისოდ, რომ დადებით ტენდენციაზე ვისაუბროთ. რაკი ასეა, ალბათ ლოგიკური იქნება, დავინტერესდეთ, რამ გამოიწვია ინფლაციის შემცირება...ეროვნული ბანკის განმარტებით, ბოლო პერიოდში ინფლაციის შემცირება რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის ლარის კურსის გამყარებამ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულისა თუ სატრანსპორტო გადაზიდვების ფასების კლებამ განაპირობა. უწყებაში, რომელიც ფასების სტაბილურობაზე უშუალოდ პასუხისმგებელია, აცხადებენ, რომ ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის დაკლება განაპირობებს. ბოლო თვეებში იმპორტირებულ ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს, რასაც მსოფლიო ბაზარზე სასაქონლო პროდუქტების ფასების სტაბილიზაციასა და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად ეროვნული ვალუტის გამყარებაც ხელს უწყობს. გასულ თვეში იმპორტირებული ინფლაცია 2.9 პროცენტამდეშემცირდა.მართალია, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციამ გასულთვესთან შედარებით მცირედით მოიკლო, ის მაინცმაღალია და 13.8 პროცენტსშეადგენს. როგორცეროვნულ ბანკში განმარტავენ, მაღალი ადგილობრივი ინფლაცია ერთი მხრივ, სურსათის ფასების წლიურად ზრდის, ხოლო მეორე მხრივ, მომსახურების გაძვირების შედეგია.ეროვნული ბანკის არგუმენტებს იზიარებენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები. მათი უმრავლესობის შეფასებით, ქვეყნის შიდა ფაქტორებიდან ინფლაციის შემცირებას ხელი შეუწყო ეროვნული ვალუტის სწრაფი გამყარების შეუქცევადმა პროცესმა, რაც თავის მხრივ, რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირების გამო მიგრაციული ნაკადისა და უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდის შედეგია. ანალიტიკოსების თქმით, ინფლაციის შემცირებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა საკრედიტო რესურსს აძვირებს და სესხებზე, მათ შორის ბიზნესკრედიტზეც მოთხოვნა საგრძნობლად იკლებს, რაც თავის მხრივ ეკონომიკური ზრდის ტემპზე ნეგატიურად აისახება, ფაქტია, რომ ერთი წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის 8.5 პროცენტიდან 11 პროცენტამდე ზრდამ ქვეყნის ეკონომიკას ნეგატივზე მეტი პოზიტივი მოუტანა.რაც შეეხება ინფლაციის დაკლების გამომწვევ საგარეო ფაქტორებს, ეროვნული ბანკისა და ანალიტიკოსთა მოსაზრებებს შორის ამ ნაწილშიც სრული თანხვედრაა... საერთაშორისობაზრებზე სურსათის, ნავთობის ფასების კლება და სატრანსპორტო გადაზიდვების გაიაფება, − ასეთია იმ ფაქტორების ჩამონათვალი, რომელმაც საქართველოში ინფლაციის შემცირებას ხელი შეუწყო...ერთი სიტყვით, ინფლაცია თანდათან მცირდება. მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ტენდენცია უახლოეს მომავალში გაგრძელდება და წლის ბოლოსათვის ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება. საგულისხმოა, რომ ამგვარ ოპტიმისტურ მოლოდინს საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი ექსპერტ-ანალიტიკოსებიც იზიარებენ.საკამათო არც ის არის, რომ ინფლაციის შემცირების არსებული დადებითი დინამიკისა და ოპტიმისტური პროგნოზების მიუხედავად, მოსახლეობის ყველაზე მთავარ გამოწვევად კვლავაც გაძვირებული ცხოვრება რჩება. ასეთ რეალობაში აკადემიურ წრეებში არ წყდება დისკუსია პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, რომელიც იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასების რეგულაციას ითვალისწინებს. კერძოდ, რამდენად სურსათის ფასების რეგულირება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს?რა თქმა უნდა, არის აზრთა სხვადასხვაობა. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის შეფასებით, ნებისმიერი საბაზრო ეკონომიკა არის რეგულირებადი და აბსოლუტურად ყველა საბაზრო ეკონომიკა არის დამყარებული მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე.„სურსათსა და მედიკამენტებზე გაზრდილი ფასები პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და პირდაპირაა დაკავშირებული მომხმარებელთა უფლებებთან. როდესაც ევროკავშირზე ვსაუბრობთ, იქ მომხმარებელთა უფლებების დაცვა ძალიან მაღალ დონეზეა და ამ მიმართულებით რომ გავუთანაბრდეთ ევროკავშირს, კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, როგორც კანონმდებლობის, ასევე მენტალურ ნაწილშიც...“− აცხადებს ანალიტიკოსი ოთარ ანგურიძე. მისი თქმით, რეგულაციები მოქმედებს საბაზრო ეკონომიკის ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. არსებობს პროდუქტები, რომლებზეც ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედებს მოგების მაქსიმალური მარჟის კვოტაც, რაც მიზნად ისახავს დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები და კომპანიებმა ბოროტად არ ისარგებლონ მათი დომინანტური მდგომარეობით.ანალიტიკოსთა კიდევ ერთი ნაწილი აცხადებს, რომ თუ საბაზრო ეკონომიკა გვინდა, მთავრობის როლი მინიმალური უნდა იყოს.„როდესაც ეკონომიკაში მთავრობის როლი იზრდება, ეს არ არის საბაზრო ეკონომიკა, ეს არის უკვე შერეული ეკონომიკა. საბაზრო ეკონომიკის კურსი თუ გაქვს აღებული, მაშინ მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ მთავრობის ინტერვენცია ეკონომიკაში. უბრალოდ, ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდით საბოლოო ჯამში რა გვინდა. თუ საბაზრო ეკონომიკა გვინდა, მაშინ მთავრობის როლი უნდა იყოს კერძო სექტორის დაცვა, რაც გულისხმობს, კერძო საკუთრების უფლების დაცვას... ბიზნესს თავისუფლად შეეძლოს ოპერირება და იყოს კონკურენტული გარემო. მაგრამ თუ ჩვენ საბაზრო ეკონომიკა არ გვინდა, მაშინ ესეც უნდა ვთქვათ. თუ შერეულ ეკონომიკას ვირჩევთ უნდა ველოდოთ, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი ყოველთვის არასახარბიელო იქნება...“, − აცხადებს ანალიტიკოსი ნოდარ სირბილაძე და კატეგორიულად დასძენს, რომ საბაზრო ეკონომიკაში მთავრობა ამ ფორმით არ უნდა ერეოდეს...„ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდით, რა გვინდა“, − ბრძანა პატივცემულმა ანალიტიკოსმა. რაღა დაგიმალოთ, ვერ გავიზიარებ ნათქვამს. ჩვენ რახანია ჩამოვყალიბდით, რომ გვინდა ჩვენი შესაძლებლობები ჩვენსავე სურვილებს ემთხვეოდეს... ეს, ისე, ხატოვნად რომ ვთქვათ... სხვა საკითხია, ამ მიმართულებით მთავრობას რა შეუძლია და რა არა...ანალიტიკურ წრეებში არის მოსაზრება, რომ ფასების რეგულირებით, კერძოდ ზედა ზღვრის დაწესებით მთავრობა ცხოვრების გაძვირებით გამოწვეულ ყოფით პრობლემებს ვერ გადაწყვეტს და ეს მიდგომა ადრე თუ გვიან ცუდად მოუბრუნდება ჩვენს შიდა ბაზარს.დღეისათვის სულ ეს იყო. წერტილის დასმამდე ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს გადავხედე და აღარ გამკვირვებია, რომ ისევ გამყარდა... ჰოდა, უახლოეს მომავალში ლარის ბოლო პერიოდის თავგადასავლის თხრობით დაგიბრუნდებით...სამსონ ხონელი
https://sputnik-georgia.com/20230307/ramdenit-shemcirda-wliuri-inflacia-275534650.html
https://sputnik-georgia.com/20230306/ra-aris-da-ra-iqneba-275491120.html
https://sputnik-georgia.com/20230223/vis-ramdeni-martebs-da-ratom-275175464.html
https://sputnik-georgia.com/20230222/274496269.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259649514_234:229:1743:1361_1920x0_80_0_0_e66be198543e9e0b25bdab61eca1267a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, ეკონომიკა, მიმოხილვები
ანალიტიკა, ეკონომიკა, მიმოხილვები
რატომ მცირდება ინფლაცია და რა ბედი ეწევა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას?
14:04 14.03.2023 (განახლებულია: 16:17 18.03.2023) ინფლაცია თანდათან მცირდება. ეროვნული ბანკი და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ინფლაციის შემცირების საშინაო და საგარეო ფაქტორებს ასახელებენ... პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, მოსახლეობა გაძვირებულ ცხოვრებას უჩივის. ანალიტიკოსები სამთავრობო ინიციატივაზე ბჭობენ...
დარწმუნებული ვარ, მკითხველი დამეთანხმება, ბოლო რამდენიმე წელია მსოფლიოს ეკონომიკურ ეკონომიკური სისტემის მთავარი გამოწვევა მზარდი ინფლაციაა. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც საქართველოა. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური რეცესიის შედეგად, 2021 წლის ივლისიდან მოყოლებული წელიწადნახევრის განმავლობაში ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნა იყო. იმედია, მკითხველს ახსოვს, რომ დროის ამ ვრცელ მონაკვეთში ინფლაციურ პროცესების გამომწვევ მიზეზებზე სისტემატურად ვწერდი. ასე რომ, ამჯერად ამ საკითხზე მკითხველის ყურადღებას აღარ გავამახვილებ.
გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული ინფლაციამ თანდათან კლება დაიწყო და დეკემბერში უკვე ორნიშნა ნიშნულს ჩამოსცდა. ქვეყანა მიმდინარე წელს ინფლაციის დონით 9.8 პროცენტის ნიშნულზე შეხვდა. დადებითი დინამიკა მომდევნო ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა. იანვარში წლიური ინფლაცია 9.4 პროცენტი, ხოლო თებერვალში 8.1 პროცენტი იყო. სამი თვე არც ბევრია და არც ცოტა, თუმცა ვეჭვობ, საკმარისი პერიოდია საიმისოდ, რომ დადებით ტენდენციაზე ვისაუბროთ. რაკი ასეა, ალბათ ლოგიკური იქნება, დავინტერესდეთ, რამ გამოიწვია ინფლაციის შემცირება...
ეროვნული ბანკის განმარტებით, ბოლო პერიოდში ინფლაციის შემცირება რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის ლარის კურსის გამყარებამ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულისა თუ სატრანსპორტო გადაზიდვების ფასების კლებამ განაპირობა. უწყებაში, რომელიც ფასების სტაბილურობაზე უშუალოდ პასუხისმგებელია, აცხადებენ, რომ ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის დაკლება განაპირობებს. ბოლო თვეებში იმპორტირებულ ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს, რასაც მსოფლიო ბაზარზე სასაქონლო პროდუქტების ფასების სტაბილიზაციასა და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად ეროვნული ვალუტის გამყარებაც ხელს უწყობს. გასულ თვეში იმპორტირებული ინფლაცია 2.9 პროცენტამდეშემცირდა.
მართალია, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციამ გასულთვესთან შედარებით მცირედით მოიკლო, ის მაინცმაღალია და 13.8 პროცენტსშეადგენს. როგორცეროვნულ ბანკში განმარტავენ, მაღალი ადგილობრივი ინფლაცია ერთი მხრივ, სურსათის ფასების წლიურად ზრდის, ხოლო მეორე მხრივ, მომსახურების გაძვირების შედეგია.
ეროვნული ბანკის არგუმენტებს იზიარებენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები. მათი უმრავლესობის შეფასებით, ქვეყნის შიდა ფაქტორებიდან ინფლაციის შემცირებას ხელი შეუწყო ეროვნული ვალუტის სწრაფი გამყარების შეუქცევადმა პროცესმა, რაც თავის მხრივ, რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირების გამო მიგრაციული ნაკადისა და უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდის შედეგია. ანალიტიკოსების თქმით, ინფლაციის შემცირებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა საკრედიტო რესურსს აძვირებს და სესხებზე, მათ შორის ბიზნესკრედიტზეც მოთხოვნა საგრძნობლად იკლებს, რაც თავის მხრივ ეკონომიკური ზრდის ტემპზე ნეგატიურად აისახება, ფაქტია, რომ ერთი წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის 8.5 პროცენტიდან 11 პროცენტამდე ზრდამ ქვეყნის ეკონომიკას ნეგატივზე მეტი პოზიტივი მოუტანა.
რაც შეეხება ინფლაციის დაკლების გამომწვევ საგარეო ფაქტორებს, ეროვნული ბანკისა და ანალიტიკოსთა მოსაზრებებს შორის ამ ნაწილშიც სრული თანხვედრაა... საერთაშორისო
ბაზრებზე სურსათის, ნავთობის ფასების კლება და სატრანსპორტო გადაზიდვების გაიაფება, − ასეთია იმ ფაქტორების ჩამონათვალი, რომელმაც საქართველოში ინფლაციის შემცირებას ხელი შეუწყო...
ერთი სიტყვით, ინფლაცია თანდათან მცირდება. მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ტენდენცია უახლოეს მომავალში გაგრძელდება და წლის ბოლოსათვის ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება. საგულისხმოა, რომ ამგვარ ოპტიმისტურ მოლოდინს საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი ექსპერტ-ანალიტიკოსებიც იზიარებენ.
საკამათო არც ის არის, რომ ინფლაციის შემცირების არსებული დადებითი დინამიკისა და ოპტიმისტური პროგნოზების მიუხედავად, მოსახლეობის ყველაზე მთავარ გამოწვევად კვლავაც გაძვირებული ცხოვრება რჩება. ასეთ რეალობაში აკადემიურ წრეებში არ წყდება დისკუსია პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, რომელიც იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასების რეგულაციას ითვალისწინებს. კერძოდ, რამდენად სურსათის ფასების რეგულირება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს?
რა თქმა უნდა, არის აზრთა სხვადასხვაობა. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის შეფასებით, ნებისმიერი საბაზრო ეკონომიკა არის რეგულირებადი და აბსოლუტურად ყველა საბაზრო ეკონომიკა არის დამყარებული მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე.
„სურსათსა და მედიკამენტებზე გაზრდილი ფასები პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და პირდაპირაა დაკავშირებული მომხმარებელთა უფლებებთან. როდესაც ევროკავშირზე ვსაუბრობთ, იქ მომხმარებელთა უფლებების დაცვა ძალიან მაღალ დონეზეა და ამ მიმართულებით რომ გავუთანაბრდეთ ევროკავშირს, კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, როგორც კანონმდებლობის, ასევე მენტალურ ნაწილშიც...“− აცხადებს ანალიტიკოსი ოთარ ანგურიძე. მისი თქმით, რეგულაციები მოქმედებს საბაზრო ეკონომიკის ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. არსებობს პროდუქტები, რომლებზეც ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედებს მოგების მაქსიმალური მარჟის კვოტაც, რაც მიზნად ისახავს დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები და კომპანიებმა ბოროტად არ ისარგებლონ მათი დომინანტური მდგომარეობით.
ანალიტიკოსთა კიდევ ერთი ნაწილი აცხადებს, რომ თუ საბაზრო ეკონომიკა გვინდა, მთავრობის როლი მინიმალური უნდა იყოს.
„როდესაც ეკონომიკაში მთავრობის როლი იზრდება, ეს არ არის საბაზრო ეკონომიკა, ეს არის უკვე შერეული ეკონომიკა. საბაზრო ეკონომიკის კურსი თუ გაქვს აღებული, მაშინ მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ მთავრობის ინტერვენცია ეკონომიკაში. უბრალოდ, ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდით საბოლოო ჯამში რა გვინდა. თუ საბაზრო ეკონომიკა გვინდა, მაშინ მთავრობის როლი უნდა იყოს კერძო სექტორის დაცვა, რაც გულისხმობს, კერძო საკუთრების უფლების დაცვას... ბიზნესს თავისუფლად შეეძლოს ოპერირება და იყოს კონკურენტული გარემო. მაგრამ თუ ჩვენ საბაზრო ეკონომიკა არ გვინდა, მაშინ ესეც უნდა ვთქვათ. თუ შერეულ ეკონომიკას ვირჩევთ უნდა ველოდოთ, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი ყოველთვის არასახარბიელო იქნება...“, − აცხადებს ანალიტიკოსი ნოდარ სირბილაძე და კატეგორიულად დასძენს, რომ საბაზრო ეკონომიკაში მთავრობა ამ ფორმით არ უნდა ერეოდეს...
„ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდით, რა გვინდა“, − ბრძანა პატივცემულმა ანალიტიკოსმა. რაღა დაგიმალოთ, ვერ გავიზიარებ ნათქვამს. ჩვენ რახანია ჩამოვყალიბდით, რომ გვინდა ჩვენი შესაძლებლობები ჩვენსავე სურვილებს ემთხვეოდეს... ეს, ისე, ხატოვნად რომ ვთქვათ... სხვა საკითხია, ამ მიმართულებით მთავრობას რა შეუძლია და რა არა...
ანალიტიკურ წრეებში არის მოსაზრება, რომ ფასების რეგულირებით, კერძოდ ზედა ზღვრის დაწესებით მთავრობა ცხოვრების გაძვირებით გამოწვეულ ყოფით პრობლემებს ვერ გადაწყვეტს და ეს მიდგომა ადრე თუ გვიან ცუდად მოუბრუნდება ჩვენს შიდა ბაზარს.
დღეისათვის სულ ეს იყო. წერტილის დასმამდე ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს გადავხედე და აღარ გამკვირვებია, რომ ისევ გამყარდა... ჰოდა, უახლოეს მომავალში ლარის ბოლო პერიოდის თავგადასავლის თხრობით დაგიბრუნდებით...