https://sputnik-georgia.com/20230404/saakasvilis-mdgomareoba-uaresdeba-276425789.html
ომბუდსმენთან შექმნილი ექიმების კონსილიუმის დასკვნა: სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა
ომბუდსმენთან შექმნილი ექიმების კონსილიუმის დასკვნა: სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ომბუდსმენთან შექმნილი ექსპერტებისგან შემდგარი კონსილიუმი მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს. 04.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-04T20:01+0400
2023-04-04T20:01+0400
2023-04-04T22:43+0400
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს სახალხო დამცველი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/15/275092474_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_4a49be999448d879eba1d6db91f01d77.jpg
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 19 თებერვლიდან 2 აპრილამდე პერიოდში 4 კილოგრამით ნაკლებს იწონის და მისი მდგომარეობა გაუარესდა, ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოწვეული ექსპერტების ჯგუფის დასკვნაში.სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში" 2022 წლის მაისიდან იმყოფება. მისი ოჯახი, ადვოკატები და თანამოაზრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მათი თქმით, „ვივამედში" მას არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობაც არასწორად უტარდება.თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა, რადგანაც უფრო დამაჯერებლად მიიჩნია არგუმენტები, რომ ექს-პრეზიდენტი თავად არის დამნაშავე თავის მდგომარეობაში.„ცეცხლს ეთამაშება" - „ვივამედის" გენერალური დირექტორი სააკაშვილზე>>ობიექტური გამოკვლევების შედეგად ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სააკაშვილს აქვს მძიმე სარკოპენია (ჩონჩხის მუსკულატურის ასაკობრივი ატროფიული დეგენერატიული ცვლილება, რომელიც იწვევს კუნთოვანი მასისა და ძალის თანდათანობით დაკარგვას), ნათქვამია დასკვნაში.„პაციენტის მდგომარეობა: დამძიმება 19 თებერვლის (პაციენტთან წინა ვიზიტის) შემდეგ“, – ნათქვამია დასკვნაში.ექსპერტების დასკვნის მიხედვით, რომლებმაც სააკაშვილი 2 აპრილს გასინჯეს, ორ თვეზე ნაკლებ დროში წონის დაკარგვა კუნთოვანი მასის დაკარგვის ხარჯზე მოხდა.ამასთან, ექიმები ამბობენ, რომ თუ სააკაშვილი კიდევ დაიკლებს წონაში, ის საწოლს მიეჯაჭვება, რადგან ქვედა კიდურების კუნთები მთლიანად გამოიფიტება და სისუსტის გამო ის გადაადგილებას ვერ შეძლებს.ექიმებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს სააკაშვილს კახექსიის მეოთხე სტადია.პროგნოზებისა და რისკების ნაწილში ნათქვამია, რომ სააკაშვილი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში.ექსპერტების დასკვნით, სააკაშვილს ასევე აქვს პერიფერიული და ავტონომიური ნეიროპათია (ნერვული სისტემის პათოლოგია), რაც იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას. როდესაც პაციენტი ფეხზე დგება, მას წნევის ძლიერი ვარდნა აქვს – 120/90-დან 78/40-მდე. ამას თან ახლავს წონასწორობის დაკარგვა და კოორდინაციის საგრძნობი დარღვევა.„ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანების/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის, რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს, არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ.) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით“, – ნათქვამია განცხადებაში.სააკაშვილის სასამართლო6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები.2 მარტს სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.როგორც კი მდგომარეობა უმჯობესდება, მკურნალობაზე უარს აცხადებს - ექიმი სააკაშვილზე>>ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლო სხდომებზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. კომპლექსური სამედიცინო დასკვნა შედგენილია დიაგნოზების საფუძველზე, რომლებიც მათ შორის უცხოელმა ექიმებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი მძიმე ლითონებით არის მოწამლული.3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე კლინიკის გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს. მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.მიხეილ სარჯველაძე: სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილის სარჩელი მარცხისთვისაა განწირული>>იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი გათავისუფლების მისაღწევად თვითდაზიანებით არის დაკავებული, მიირთმევს დაბალკალორიულ საკვებს და რეგულარულად უარს ამბობს სამედიცინო დანიშნულების შესრულებაზე. მისი მდგომარეობის გაუარესება სწორედ ამით არის გამოწვეული, აღნიშნა ბრეგაძემ.სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციისდარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/15/275092474_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_acb3c108405d08b6a89a986d66c7e512.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს სახალხო დამცველი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს სახალხო დამცველი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ომბუდსმენთან შექმნილი ექიმების კონსილიუმის დასკვნა: სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა
20:01 04.04.2023 (განახლებულია: 22:43 04.04.2023) საქართველოს ომბუდსმენთან შექმნილი ექსპერტებისგან შემდგარი კონსილიუმი მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს.
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 19 თებერვლიდან 2 აპრილამდე პერიოდში 4 კილოგრამით ნაკლებს იწონის და მისი მდგომარეობა გაუარესდა, ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოწვეული ექსპერტების ჯგუფის დასკვნაში.
სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში" 2022 წლის მაისიდან იმყოფება. მისი ოჯახი, ადვოკატები და თანამოაზრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მათი თქმით, „ვივამედში" მას არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობაც არასწორად უტარდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა, რადგანაც უფრო დამაჯერებლად მიიჩნია არგუმენტები, რომ ექს-პრეზიდენტი თავად არის დამნაშავე თავის მდგომარეობაში.
ობიექტური გამოკვლევების შედეგად ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სააკაშვილს აქვს მძიმე სარკოპენია (ჩონჩხის მუსკულატურის ასაკობრივი ატროფიული დეგენერატიული ცვლილება, რომელიც იწვევს კუნთოვანი მასისა და ძალის თანდათანობით დაკარგვას), ნათქვამია დასკვნაში.
„პაციენტის მდგომარეობა: დამძიმება 19 თებერვლის (პაციენტთან წინა ვიზიტის) შემდეგ“, –
ნათქვამია დასკვნაში.
ექსპერტების დასკვნის მიხედვით, რომლებმაც სააკაშვილი 2 აპრილს გასინჯეს, ორ თვეზე ნაკლებ დროში წონის დაკარგვა კუნთოვანი მასის დაკარგვის ხარჯზე მოხდა.
ამასთან, ექიმები ამბობენ, რომ თუ სააკაშვილი კიდევ დაიკლებს წონაში, ის საწოლს მიეჯაჭვება, რადგან ქვედა კიდურების კუნთები მთლიანად გამოიფიტება და სისუსტის გამო ის გადაადგილებას ვერ შეძლებს.
ექიმებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს სააკაშვილს კახექსიის მეოთხე სტადია.
„აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია“, – ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პროგნოზებისა და რისკების ნაწილში ნათქვამია, რომ სააკაშვილი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში.
„მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები“, – ნათქვამია განცხადებაში.
ექსპერტების დასკვნით, სააკაშვილს ასევე აქვს პერიფერიული და ავტონომიური ნეიროპათია (ნერვული სისტემის პათოლოგია), რაც იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას. როდესაც პაციენტი ფეხზე დგება, მას წნევის ძლიერი ვარდნა აქვს – 120/90-დან 78/40-მდე. ამას თან ახლავს წონასწორობის დაკარგვა და კოორდინაციის საგრძნობი დარღვევა.
„ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანების/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის, რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს, არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ.) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით“, – ნათქვამია განცხადებაში.
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები.
2 მარტს სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლო სხდომებზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. კომპლექსური სამედიცინო დასკვნა შედგენილია დიაგნოზების საფუძველზე, რომლებიც მათ შორის უცხოელმა ექიმებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი მძიმე ლითონებით არის მოწამლული.
3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე კლინიკის გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს. მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი გათავისუფლების მისაღწევად თვითდაზიანებით არის დაკავებული, მიირთმევს დაბალკალორიულ საკვებს და რეგულარულად უარს ამბობს სამედიცინო დანიშნულების შესრულებაზე. მისი მდგომარეობის გაუარესება სწორედ ამით არის გამოწვეული, აღნიშნა ბრეგაძემ.
სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციისდარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".