როგორც კი მდგომარეობა უმჯობესდება, მკურნალობაზე უარს აცხადებს - ექიმი სააკაშვილზე

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2023
გამოწერა
სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ ის მძიმე ლითონებით არის მოწამლული, მაგრამ ამას კლინიკაში არ აღიარებენ და, შესაბამისად, არასწორად მკურნალობენ.
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. როგორც კი მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები უმჯობესდება, ის მაშინვე უარს აცხადებს ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე, განაცხადა კლინიკა ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.
სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკა ვივამედში" 2022 წლის მაისიდან იმყოფება. მისი ოჯახი, ავოკატები და თანამოაზრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მათი თქმით, „ვივამედში“ მას არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობაც არასწორად უტარდება.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ნორმის ფარგლებშია. რაც შეეხება კუნთებს, რა თქმა უნდა, ადინამიურია, ადამიანი ძირითადად წევს და, შესაბამისად, ამიტომ შევთავაზეთ პროცედურები: ელექტროფორეზი, მასაჟი და ელექტროსტიმულაცია. როგორც კი დადებითი შედეგისკენ წამოვიდა, მაშინვე უარი განაცხადა ამ მკურნალობის გაგრძელებაზე", – განაცხადა ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

იუსტიციის სამინისტრომ და კლინიკა „ვივამედის" ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოწვეულია მის მიერ ექიმების რეკომენდაციების შესრულებაზე უარით, მათ შორის, საჭირო კალორიის მქონე საკვების მიღებაზე.
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები.
მიხეილ სარჯველაძე: სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილის სარჩელი მარცხისთვისაა განწირული>>
ორი თვის შემდეგ, 2 მარტს სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლო სხდომებზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. კომპლექსური სამედიცინო დასკვნა შედგენილია დიაგნოზების საფუძველზე, რომლებიც მათ შორის უცხოელმა ექიმებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი მძიმე ლითონებით არის მოწამლული.
3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე სამოქალაქო კლინიკა „ვივამედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს. მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
ირაკლი ჩიქოვანი: ევროდეპუტატებმა უნდა გაიგონ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მანიპულატორია>>
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი გათავისუფლების მისაღწევად თვითდაზიანებით არის დაკავებული, მიირთმევს დაბალკალორიულ საკვებს და რეგულარულად უარს ამბობს სამედიცინო დანიშნულების შესრულებაზე. მისი მდგომარეობის გაუარესება სწორედ ამით არის გამოწვეული, აღნიშნა ბრეგაძემ. ხელისუფლების წარმომადგენლები ადანაშაულებენ სააკაშვილის უახლოეს გარემოცვას იმაში, რომ ისინი უბიძგებენ მას ასეთი საქციელისკენ.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრისაქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი - მდინარაძე>>
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0