https://sputnik-georgia.com/20230404/mevenaxeebs-dazrvevis-ufro-momgebiani-pirobebi-sestavazes-276398497.html
მევენახეებს დაზღვევის უფრო მომგებიანი პირობები შესთავაზეს
მევენახეებს დაზღვევის უფრო მომგებიანი პირობები შესთავაზეს
Sputnik საქართველო
გასულ წელს დაახლოებით 8 ათასი ჰექტარი ვენახი იყო დაზღვეული, რაც ძალიან ცოტაა, მიიჩნევს მინისტრი. 04.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-04T12:12+0400
2023-04-04T12:12+0400
2023-04-04T17:41+0400
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24157/77/241577734_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_76f8b549edf292b33ad95ef805990db5.jpg
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მევენახეები 50%-ის ნაცვლად 70%-იანი თანადაფინანსების გამოყენებას შეძლებენ, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ბრიფინგზე. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა ფერმერებს კლიმატური რისკებისგან მოსავლის დაცვის საშუალებას აძლევს. აგროდაზღვევა – ესაა დაცვის ინსტრუმენტი, რომელიც ფერმერების საქმიანობას პროგნოზირებადს ხდის. მინისტრის ინფორმაციით, გასულ წელს დაზღვეული იყო დაახლოებით 8 ათასი ჰექტარი ფართობი ვენახი, რაც ბევრი არაა, რადგან მხოლოდ კახეთში დარეგისტრირებულია 40-41 ათასი ჰექტარი ვენახი. პროგრამა წარმატებით მუშაობს 2014 წლიდან და უფრო სრულყოფილი ხდება. აგროდაზღვევის პროგრამაში ცვლილებები დაზღვეული ვენახების ფართობის გაზრდის საშუალებას იძლევა, რადგან დაზღვევა უფრო ხელმისაწვდომი გახდა მევენახეებისთვის სახელმწიფოს გაზრდილი მონაწილეობის გამო. აგროდაზღვევა ერთნაირად ხელმისაწვდომია ყველა ფერმერისთვის და პირისთვის, ვინც აგრობიზნესით არის დაინტერესებული.სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი საქართველოდან იზრდება>> აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) – 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში. პროგრამაში ჩართული ყველა ფერმერი 70%-იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის, ვაზზე. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში – 50 ჰექტარი. 2023 წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა გაგრძელდება>>ამასთან, დამზღვევს შეუძლია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად. 2014 წლიდან 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში 65 ათას ბენეფიციარზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 150.700-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 140 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი; ანაზღაურებული ზარალის ოდენობა 67 მლნ ლარზე მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24157/77/241577734_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_0fb1680086af913ecfe7ad3db405d4eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
მევენახეებს დაზღვევის უფრო მომგებიანი პირობები შესთავაზეს
12:12 04.04.2023 (განახლებულია: 17:41 04.04.2023) გასულ წელს დაახლოებით 8 ათასი ჰექტარი ვენახი იყო დაზღვეული, რაც ძალიან ცოტაა, მიიჩნევს მინისტრი.
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მევენახეები 50%-ის ნაცვლად 70%-იანი თანადაფინანსების გამოყენებას შეძლებენ, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ბრიფინგზე.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა ფერმერებს კლიმატური რისკებისგან მოსავლის დაცვის საშუალებას აძლევს. აგროდაზღვევა – ესაა დაცვის ინსტრუმენტი, რომელიც ფერმერების საქმიანობას პროგნოზირებადს ხდის.
„ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს, რომ მეტი სტიმული მიეცეთ ფერმერებს – ჩაერთონ პროგრამაში... მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო თითოეულ ფერმერს, ისარგებლონ მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, რომელიც აქვთ სახელმწიფოსგან 70%-იანი თანადაფინანსების სახით და დააზღვიონ მოსავალი, დააზღვიონ მათი რისკები", – განაცხადა შამუგიამ.
მინისტრის ინფორმაციით, გასულ წელს დაზღვეული იყო დაახლოებით 8 ათასი ჰექტარი ფართობი ვენახი, რაც ბევრი არაა, რადგან მხოლოდ კახეთში დარეგისტრირებულია 40-41 ათასი ჰექტარი ვენახი.
პროგრამა წარმატებით მუშაობს 2014 წლიდან და უფრო სრულყოფილი ხდება. აგროდაზღვევის პროგრამაში ცვლილებები დაზღვეული ვენახების ფართობის გაზრდის საშუალებას იძლევა, რადგან დაზღვევა უფრო ხელმისაწვდომი გახდა მევენახეებისთვის სახელმწიფოს გაზრდილი მონაწილეობის გამო.
აგროდაზღვევა ერთნაირად ხელმისაწვდომია ყველა ფერმერისთვის და პირისთვის, ვინც აგრობიზნესით არის დაინტერესებული.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) – 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.
პროგრამაში ჩართული ყველა ფერმერი 70%-იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის, ვაზზე. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში – 50 ჰექტარი.
ამასთან, დამზღვევს შეუძლია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად.
2014 წლიდან 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში 65 ათას ბენეფიციარზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 150.700-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 140 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი; ანაზღაურებული ზარალის ოდენობა 67 მლნ ლარზე მეტია.