სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი საქართველოდან იზრდება

© photo: Sputnik / Stringerსოფლის პროდუქცია
სოფლის პროდუქცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2023
გამოწერა
სახელმწიფო ყველა ზომას მიმართავს იმისთვის, რომ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე მაქსიმალურად პოპულარული გახდეს, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 2023 წლის იანვარ-თებერვალში 17%-ით გაზიარდა, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს საგარეო ბრუნვა 2023 წლის იანვარ-თებერვალში 12,3%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და თითქმის 2,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. გაიტანეს 914,7 მლნ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია, რაც 2022 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემზე 20,3%-ით მეტია.
"ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შარშანდელი წელი ჩვენ დავასრულეთ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის 11%-იანი ზრდით და ბოლო ორი თვის განმავლობაში, კერძოდ, იანვარ-თებერვლის მონაცემებით, გვაქვს 17%-იანი ზრდა ექსპორტის მაჩვენებლებში", - განაცხადა მინისტრმა.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, 9 თვის მაჩვენებლებით ქვეყანა ინარჩუნებს ზრდის დინამიკას (14%-იანი ზრდა) სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში პროდუქციის გამოშვებაში.
შამუგიას თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ყველა ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მაქსიმალური პოპულარიზაცია მოხდეს მსოფლიო ბაზარზე, დაეხმარონ ფერმერებს მეტად ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაში. მისი თქმით, ამ პროცესების მხარდამჭერი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.
აქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, 32,8%-ით გაიზარდა და 19 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად). აღნიშნულ პერიოდში 5,6 მლრდ-ზე მეტი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა – 2021 წელთან შედარებით თითქმის 32%-ით მეტი.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული იყო 13,5 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 33,2%-ით მეტია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0