https://sputnik-georgia.com/20230203/2023-wels-fermerebis-mxardachera-gagrzeldeba-274518302.html
2023 წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა გაგრძელდება
2023 წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა გაგრძელდება
Sputnik საქართველო
მიმდინარე წელს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამისთვის 17 მლნ ლარია გათვალისწინებული. 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T12:02+0400
2023-02-03T12:02+0400
2023-02-03T16:38+0400
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249366070_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_0d5b533b85bae075403de255595e1061.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მიზნობრივი პროექტების ბიუჯეტი იზრდება და 5 მლნ ლარს შეადგენს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სოფლის მეურნეობის დარგში 2023 წელს განსახორციელებელ გეგმებსა და ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამუშაო შეხვედრაზე.პრეს-სამსახურის ცნობით, სახელმწიფოს მხარდაჭერით 2022 წელს შეიქმნა ცხრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომლებმაც 100-ზე მეტი მცირე ფერმერი გააერთიანეს. სახელმწიფოს თანადაფინანსება 4 მილიონ ლარს აჭარბებს.საქართველოში ფერმერებს საერთო ჯამში 1 მლრდ ლარზე მეტი ოდენობის სესხებს მისცემენ>>>სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ამოქმედებულ ყველა მიმდინარე პროგრამაში, სადაც, სხვა იურიდიულ პირებთან შედარებით, მათ აქვთ დამატებითი უპირატესობა სახელმწიფო თანადაფინანსების 10%-ის ოდენობით.გარდა ამისა, სპეციალური კოოპერატიული პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსება განსაზღვრულია 70-80%-ის ფარგლებში.უწყების ცნობით, 2023 წელს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამისთვის ჯამურად 17 მლნ ლარია გათვალისწინებული.აღსანიშნავია, რომ პრემიერის ინიციატივით 2022 წელს სახელმწიფომ აღნიშნულ პროგრამაზე 50 მლნ ლარი გამოყო, ხოლო ცალკე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გაცემულია 66 მლნ ლარის თანადაფინანსება.სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საგრანტო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულია 4,8 ათასზე მეტი ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (გამწევი, მისაბმელი, მოსავლის ამღები და კომბაინი) შეძენა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249366070_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_4410529a7d5bf3f10ab5d9cc41055b41.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
2023 წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა გაგრძელდება
12:02 03.02.2023 (განახლებულია: 16:38 03.02.2023) მიმდინარე წელს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამისთვის 17 მლნ ლარია გათვალისწინებული.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მიზნობრივი პროექტების ბიუჯეტი იზრდება და 5 მლნ ლარს შეადგენს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოფლის მეურნეობის დარგში 2023 წელს განსახორციელებელ გეგმებსა და ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამუშაო შეხვედრაზე.
პრეს-სამსახურის ცნობით, სახელმწიფოს მხარდაჭერით 2022 წელს შეიქმნა ცხრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომლებმაც 100-ზე მეტი მცირე ფერმერი გააერთიანეს. სახელმწიფოს თანადაფინანსება 4 მილიონ ლარს აჭარბებს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ამოქმედებულ ყველა მიმდინარე პროგრამაში, სადაც, სხვა იურიდიულ პირებთან შედარებით, მათ აქვთ დამატებითი უპირატესობა სახელმწიფო თანადაფინანსების 10%-ის ოდენობით.
გარდა ამისა, სპეციალური კოოპერატიული პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსება განსაზღვრულია 70-80%-ის ფარგლებში.
უწყების ცნობით, 2023 წელს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამისთვის ჯამურად 17 მლნ ლარია გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ პრემიერის ინიციატივით 2022 წელს სახელმწიფომ აღნიშნულ პროგრამაზე 50 მლნ ლარი გამოყო, ხოლო ცალკე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გაცემულია 66 მლნ ლარის თანადაფინანსება.
სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საგრანტო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულია 4,8 ათასზე მეტი ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (გამწევი, მისაბმელი, მოსავლის ამღები და კომბაინი) შეძენა.