https://sputnik-georgia.com/20230403/awaram-sazrvao-turistuli-sezonistvis-mzadeba-daiwyo-276387413.html
აჭარამ საზღვაო ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო
აჭარამ საზღვაო ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო
Sputnik საქართველო
ბათუმი 2023 წელს საერთაშორისო სპორტული, ტურისტული და კულტურული ღონისძიებების ცენტრი იქნება, აღნიშნეს აჭარის მთავრობაში. 03.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-03T21:04+0400
2023-04-03T21:04+0400
2023-04-03T22:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
ბათუმი
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
აჭარის მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/13/249242613_0:66:2973:1738_1920x0_80_0_0_92b1c5bba840ca190a86412c31f3fa45.jpg
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო ტურისტული სეზონის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინირებულად და ეფექტიანად განხორციელებისთვის უწყებათშორისი სამუშაო შეხვდა გამართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა უწყებებს მუნიციპალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სატრანსპორტო ნაკადებისა და ნარჩენების მართვისთვის საორგანიზაციო სამუშაოების დაწყება დაავალა.„ბათუმი 2023 წელს საერთაშორისო სპორტული, ტურისტული და კულტურული ღონისძიებების ცენტრი იქნება. ტურიზმის აღდგენის დინამიკა აჭარაში მზარდია – 2022 წელს რეგიონში 3,9 მლნ ვიზიტი განხორციელდა. შესაბამისად, 2023 წლის საზღვაო სეზონთან დაკავშირებითაც მოლოდინები პოზიტიურია“, – აღნიშნულია განცხადებაში.2023 წელს აჭარაში აქცენტი ტურიზმის განვითარებაზე გაკეთდება >>აჭარაში ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სერვისების შექმნის პარალელურად რეგიონის პოპულარიზაცია მიმდინარეობს. აჭარა წარმოდგენილია ყველა მნიშვნელოვან და რეპუტაციის მქონე ტურისტულ პლატფორმაზე, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორებიცაა ბერლინის, მადრიდის, მილანისა და ისრაელის ტურისტული გამოფენები, ნათქვამია ინფორმაციაში.აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად ივნისის შუა რიცხვებში ზაფხულის ფესტივალით იხსნება. ფესტივალი იმართება ტრადიციული სლოგანით – „ზაფხული იწყება აქ“.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/13/249242613_285:0:2689:1803_1920x0_80_0_0_1d1af67c6bc1b55686d0ff247dcd0515.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ბათუმი , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, აჭარის მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ბათუმი , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, აჭარის მთავრობა
აჭარამ საზღვაო ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო
21:04 03.04.2023 (განახლებულია: 22:43 03.04.2023) ბათუმი 2023 წელს საერთაშორისო სპორტული, ტურისტული და კულტურული ღონისძიებების ცენტრი იქნება, აღნიშნეს აჭარის მთავრობაში.
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო ტურისტული სეზონის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინირებულად და ეფექტიანად განხორციელებისთვის უწყებათშორისი სამუშაო შეხვდა გამართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
„2023 წლის საზღვაო სეზონის წარმატებით ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა უწყების სრული კოორდინაცია“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა უწყებებს მუნიციპალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სატრანსპორტო ნაკადებისა და ნარჩენების მართვისთვის საორგანიზაციო სამუშაოების დაწყება დაავალა.
„ბათუმი 2023 წელს საერთაშორისო სპორტული, ტურისტული და კულტურული ღონისძიებების ცენტრი იქნება. ტურიზმის აღდგენის დინამიკა აჭარაში მზარდია – 2022 წელს რეგიონში 3,9 მლნ ვიზიტი განხორციელდა. შესაბამისად, 2023 წლის საზღვაო სეზონთან დაკავშირებითაც მოლოდინები პოზიტიურია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აჭარაში ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სერვისების შექმნის პარალელურად რეგიონის პოპულარიზაცია მიმდინარეობს. აჭარა წარმოდგენილია ყველა მნიშვნელოვან და რეპუტაციის მქონე ტურისტულ პლატფორმაზე, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორებიცაა ბერლინის, მადრიდის, მილანისა და ისრაელის ტურისტული გამოფენები, ნათქვამია ინფორმაციაში.
აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად ივნისის შუა რიცხვებში ზაფხულის ფესტივალით იხსნება. ფესტივალი იმართება ტრადიციული სლოგანით – „ზაფხული იწყება აქ“.