https://sputnik-georgia.com/20230321/2023-wels-awarasi-aqcenti-turizmis-ganvitarebaze-gaketdeba-275954463.html
2023 წელს აჭარაში აქცენტი ტურიზმის განვითარებაზე გაკეთდება
2023 წელს აჭარაში აქცენტი ტურიზმის განვითარებაზე გაკეთდება
Sputnik საქართველო
აჭარის მთავრობის პრიორიტეტი იქნება ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაზეც 2023 წელს 67,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. 21.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-21T10:05+0400
2023-03-21T10:05+0400
2023-03-21T15:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
აჭარის მთავრობა
ტურიზმი
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252412485_0:67:3223:1880_1920x0_80_0_0_34eb20e40c87ae5a3a71a9bc44388a3f.jpg
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 2023 წელს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი იქნება, რაც რეგიონს საშუალებას მისცემს მოემზადოს ტურისტული სეზონისთვის, ასევე უზრუნველყოს აჭარის თითოეული რაიონის შემდგომი განვითარება, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.მიმდინარე წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 535,5 მლნ ლარს შეადგენს.აჭარის ბიუჯეტის შემოსულობები 512,5 მლნ ლარის დონეზეა განსაზღვრული, ხოლო ასიგნებები – 535,5 მლნ ლარის დონეზე. ამასთან, 2023 წელს ავტონომიის ბიუჯეტის შემოსავლები 432,1 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 420 მლნ საგადასახადო შემოსავლებია. აჭარისთვის განკუთვნილი გრანტების ოდენობა 371,4 ათასი ლარი იქნება.ავტონომიური რესპუბლიკისთვის მთავარი პრიორიტეტი ტურიზმი იქნება, რომლის განვითარებისთვის 15,9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამასთან, ბიუჯეტი ითვალისწინებს ხარჯებს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ტურისტულ მარკეტინგზე ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.გარდა ამისა, აჭარის მთავრობისთვის პრიორიტეტულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაზეც 2023 წელს 67,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. ხელისუფლება გზების განვითარებაზე 62,7 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს, გარემოს დაცვაზე კი 6,7 მლნ ლარის. კიდევ 100 მილიონს მიიღებენ ავტონომიის შემადგენლობაში შემავალი რაიონები.ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე 33,2 მლნ ლარი დაიხარჯება, საიდანაც 12,3 მლნ მოხმარდება მოსახლეობის სამედიცინო დახმარების დაფინანსებას, ხოლო 8,7 მლნ – სოციალურ დახმარებას. ხელისუფლება განათლებაზე 64,4 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, საიდანაც 7,7 მილიონი სკოლების, ხოლო 9,7 მილიონი უნივერსიტეტების დაფინანსებას მოხმარდება.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252412485_492:0:3223:2048_1920x0_80_0_0_e79b50f19da0ab2cd3dd03daaaf4f554.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , აჭარის მთავრობა , ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , აჭარის მთავრობა , ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში
2023 წელს აჭარაში აქცენტი ტურიზმის განვითარებაზე გაკეთდება
10:05 21.03.2023 (განახლებულია: 15:09 21.03.2023) აჭარის მთავრობის პრიორიტეტი იქნება ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაზეც 2023 წელს 67,2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 2023 წელს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი იქნება, რაც რეგიონს საშუალებას მისცემს მოემზადოს ტურისტული სეზონისთვის, ასევე უზრუნველყოს აჭარის თითოეული რაიონის შემდგომი განვითარება, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
მიმდინარე წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 535,5 მლნ ლარს შეადგენს.
„დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა, ასევე ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნა-განვითარება და ჩვენი მთავარი, საბოლოო ამოცანა არის, რომ თითოეულ რაიონში იგრძნობოდეს წინსვლა და განვითარება. თითოეულ რაიონს სტუმრობდეს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორები“, – განაცხადა რიჟვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
აჭარის ბიუჯეტის შემოსულობები 512,5 მლნ ლარის დონეზეა განსაზღვრული, ხოლო ასიგნებები – 535,5 მლნ ლარის დონეზე. ამასთან, 2023 წელს ავტონომიის ბიუჯეტის შემოსავლები 432,1 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 420 მლნ საგადასახადო შემოსავლებია. აჭარისთვის განკუთვნილი გრანტების ოდენობა 371,4 ათასი ლარი იქნება.
ავტონომიური რესპუბლიკისთვის მთავარი პრიორიტეტი ტურიზმი იქნება, რომლის განვითარებისთვის 15,9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამასთან, ბიუჯეტი ითვალისწინებს ხარჯებს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ტურისტულ მარკეტინგზე ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.
გარდა ამისა, აჭარის მთავრობისთვის პრიორიტეტულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაზეც 2023 წელს 67,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. ხელისუფლება გზების განვითარებაზე 62,7 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს, გარემოს დაცვაზე კი 6,7 მლნ ლარის. კიდევ 100 მილიონს მიიღებენ ავტონომიის შემადგენლობაში შემავალი რაიონები.
ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე 33,2 მლნ ლარი დაიხარჯება, საიდანაც 12,3 მლნ მოხმარდება მოსახლეობის სამედიცინო დახმარების დაფინანსებას, ხოლო 8,7 მლნ – სოციალურ დახმარებას. ხელისუფლება განათლებაზე 64,4 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, საიდანაც 7,7 მილიონი სკოლების, ხოლო 9,7 მილიონი უნივერსიტეტების დაფინანსებას მოხმარდება.