https://sputnik-georgia.com/20230403/--------276372411.html
„ქართული ოცნება" კეზერაშვილის განცხადებაში პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს ხედავს
„ქართული ოცნება" კეზერაშვილის განცხადებაში პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს ხედავს
Sputnik საქართველო
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გუშინ ტელეინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, პარტიებთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა. 03.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-03T15:38+0400
2023-04-03T15:38+0400
2023-04-03T19:43+0400
საქართველო
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275063490_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_01d0f168da2abf7883527ab21c769c6c.jpg
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის განცხადებები შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.გუშინ ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მას ურთიერთობა აქვს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ხელმძღვანელობასთან და აღნიშნა, რომ სურვილის შემთხვევაში მზადაა დაეხმაროს მას. ექს-მინისტრმა ასევე აღიარა, რომ ერთ დროს გარკვეულწილად მხარს უჭერდა „ნაცმოძრაობიდან“ წასული რამდენიმე ლიდერის მიერ დაარსებულ ოპოზიციურ პარტია „ევროპულ საქართველოს“.თალაკვაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების დეკლარაციები არ შეიცავს ინფორმაციას იმ დაფინანსების შესახებ, რომლის თაობაზეც კეზერაშვილმა საჯაროდ განაცხადა, ამიტომაც ისინი ვალდებული არიან ამაზე საჯაროდ უპასუხონ.კეზერაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მან პოლიტიკა ჯერ კიდევ 2008 წელს დატოვა და ამჟამად არცერთი პარტიის წევრი არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურად აქტიური არ უნდა იყოს და საკუთარი პოზიცია არ ჰქონდეს.კეზერაშვილის თქმით, დღეს ძალიან ცოტა ადამიანი ეხმარება საქართველოს პროდასავლურ ფლანგს და ის ერთ-ერთი მათგანია. ამასთან, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბრძოლის ბოლომდე გაგრძელების შესახებაც განაცხადა, თუმცა ვისთან ერთად, არ დაუკონკრეტებია. მე პარტნიორებს არ ვეძებ, დასძინა მან.„მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეაყარა თვალებში ნაცარი და უთხრა, რომ გამჭვირვალე ბიზნესით გამდიდრდა და დღეს აქვს კეთილშობილი ინტერესი – დააფინანსოს რადიკალური ოპოზიცია. ვინ დაიჯერებს ამას?! ეს არის სიცრუე. ყველაფერი დევს ხელისგულზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.ვინ არის კეზერაშვილიმმართველ პარტიაში უკვე დიდი ხანია აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობას“ კეზერაშვილი აფინანსებს და მას ოლიგარქად მოიხსენიებენ.„კეზერაშვილი ჩვენი სანტაა" - ირაკლი კობახიძე თავდაცვის ექს-მინისტრის საჩუქრებზე>>>კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეარხი „ფორმულა“ დააარსა. ეს არხი ერთ-ერთია სამი ახალი ტელეკომპანიიდან, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას მკვეთრად აკრიტიკებენ. მმართველი პარტია მათ „ნაცმოძრაობის“ პრეს-სამსახურს უწოდებს.2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.„ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ არჩევნებზე კეზერაშვილმა მხარი ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას დაუჭირა, რომელიც საბოლოოდ პარტიის თავმჯდომარე გახდა.მმართველი პარტია უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის“ დაშლას აანონსებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ეს პარტია პოპულარობით მეორეა საქართველოში, თუმცა დიდად ჩამორჩება მმართველ პარტიას.ბოლო დროს „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი 5%-მდე შემცირდა. სხვა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი 3%-ის ფარგლებში მერყეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275063490_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_fabb0c42106fc0c80ac892a5010d3ff0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქართველო, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
„ქართული ოცნება" კეზერაშვილის განცხადებაში პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს ხედავს
15:38 03.04.2023 (განახლებულია: 19:43 03.04.2023) თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გუშინ ტელეინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, პარტიებთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა.
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის განცხადებები შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
გუშინ ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მას ურთიერთობა აქვს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ხელმძღვანელობასთან და აღნიშნა, რომ სურვილის შემთხვევაში მზადაა დაეხმაროს მას. ექს-მინისტრმა ასევე აღიარა, რომ ერთ დროს გარკვეულწილად მხარს უჭერდა „ნაცმოძრაობიდან“ წასული რამდენიმე ლიდერის მიერ დაარსებულ ოპოზიციურ პარტია „ევროპულ საქართველოს“.
თალაკვაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების დეკლარაციები არ შეიცავს ინფორმაციას იმ დაფინანსების შესახებ, რომლის თაობაზეც კეზერაშვილმა საჯაროდ განაცხადა, ამიტომაც ისინი ვალდებული არიან ამაზე საჯაროდ უპასუხონ.
„კეზერაშვილის განცხადებები შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს. მან პრაქტიკულად თქვა, რომ აფინანსებს ოპოზიციას, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს ეს არ აქვთ დეკლარირებული. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი განცხადება და არღვევს „პარტიების დაფინანსების და საქმიანობის შესახებ“ კანონით დადგენილ წესებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
კეზერაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მან პოლიტიკა ჯერ კიდევ 2008 წელს დატოვა და ამჟამად არცერთი პარტიის წევრი არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურად აქტიური არ უნდა იყოს და საკუთარი პოზიცია არ ჰქონდეს.
კეზერაშვილის თქმით, დღეს ძალიან ცოტა ადამიანი ეხმარება საქართველოს პროდასავლურ ფლანგს და ის ერთ-ერთი მათგანია. ამასთან, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბრძოლის ბოლომდე გაგრძელების შესახებაც განაცხადა, თუმცა ვისთან ერთად, არ დაუკონკრეტებია. მე პარტნიორებს არ ვეძებ, დასძინა მან.
„მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეაყარა თვალებში ნაცარი და უთხრა, რომ გამჭვირვალე ბიზნესით გამდიდრდა და დღეს აქვს კეთილშობილი ინტერესი – დააფინანსოს რადიკალური ოპოზიცია. ვინ დაიჯერებს ამას?! ეს არის სიცრუე. ყველაფერი დევს ხელისგულზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მმართველ პარტიაში უკვე დიდი ხანია აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობას“ კეზერაშვილი აფინანსებს და მას ოლიგარქად მოიხსენიებენ.
კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეარხი „ფორმულა“ დააარსა. ეს არხი ერთ-ერთია სამი ახალი ტელეკომპანიიდან, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას მკვეთრად აკრიტიკებენ. მმართველი პარტია მათ „ნაცმოძრაობის“ პრეს-სამსახურს უწოდებს.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
„ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ არჩევნებზე კეზერაშვილმა მხარი ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას დაუჭირა, რომელიც საბოლოოდ პარტიის თავმჯდომარე გახდა.
მმართველი პარტია უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის“ დაშლას აანონსებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ეს პარტია პოპულარობით მეორეა საქართველოში, თუმცა დიდად ჩამორჩება მმართველ პარტიას.
ბოლო დროს „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი 5%-მდე შემცირდა. სხვა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი 3%-ის ფარგლებში მერყეობს.