https://sputnik-georgia.com/20230402/ra-elis-respublikur-saavadmyofos-jandacvis-ministris-pasuxi-276342643.html
რა ელის რესპუბლიკურ საავადმყოფოს - ჯანდაცვის მინისტრის პასუხი
რა ელის რესპუბლიკურ საავადმყოფოს - ჯანდაცვის მინისტრის პასუხი
Sputnik საქართველო
რესპუბლიკური საავადმყოფო ნაწილობრივ რამდენიმეჯერ გარემონტდა, თუმცა მიზანი არის თანამედროვე, მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური კლინიკაა 02.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-02T14:24+0400
2023-04-02T14:24+0400
2023-08-17T10:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23359/96/233599634_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_3a51d499b0975d0185fb94d1f7d14224.jpg
თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. რესპუბლიკური საავადმყოფოს შემდგომი ბედი კლინიკის განახლების პროექტზე საბოლოო დასკვნის მომზადების შემდეგ გადაწყდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.ჯანდაცვის სამინისტრო საავადმყოფოს შენობის ძველი ნაწილის დანგრევას და იმავე ადგილზე ახალი შენობის აშენებას გეგმავს. ამ სამუშაოების პერიოდში დასაქმებულთა ნაწილი სხვა კლინიკებში გადანაწილდება, ხოლო ვინც ვერ დასაქმდება, ხელფასს მაინც მიიღებს. დაპირებების მიუხედავად, საავადმყოფოს ექიმები უმუშევრად დარჩენის მოლოდინში არიან და შენობის დემონტაჟს წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ. მორიგი საპროტესტო აქცია დღესაც მიმდინარეობს.მინისტრის თქმით, საბოლოო დასკვნა ერთ-ერთ მთავარ კითხვას გასცემს პასუხს - რამდენად გონივრულია გასულ საუკუნეში აშენებული ძველი შენობის რემონტისთვის უზარმაზარი თანხების დახარჯვა.პაციენტები უსაფრთხო გარემოში უნდა მკურნალობდნენ - გაბუნია რესპუბლიკურ საავადმყოფოზე >>მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო ნაწილობრივ რამდენიმეჯერ გარემონტდა, თუმცა მიზანი არის თანამედროვე, მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური კლინიკის არსებობა, რომელიც დააკმაყოფილებს თუნდაც ერთ-ერთ სტანდარტს, რაც კლინიკებს 2025 წლიდან მოეთხოვებათ.აზარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კლინიკაში იგეგმებოდა ბავშვთა ონკოლოგიის დამატება, მაგრამ ისრაელიდან ჩამოსულმა დელეგაციამ რამდენიმედღიანი დათვალიერების შემდეგ კლინიკის ამ პირობებში პროცესში ჩართვაზე კატეგორიული უარი თქვა და პირდაპირ მიუთითა, რომ აუცილებელი იყო სრული რეკონსტრუქცია და ახალი შენობის აშენება.პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში: ორმა ხელმძღვანელმა პირმა თანამდებობა დატოვა>>როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო იღებს სრულ პასუხისმგებლობას მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული მედპერსონალის დასაქმებაზე და მათთვის, მინიმუმ, დღევანდელი ანაზღაურების გადახდაზე, რაც ხელშეკრულებებით იქნება გარანტირებული, რაც, მისი აზრით, იდეალური შეთავაზებაა.პროტესტი გრძელდება: რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ>>რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და ახლა სავალალო მდგომარეობაშია. დემონტაჟი არ შეეხება მხოლოდ შენობის ახალ ნაწილს, რომელშიც ადმინისტრაციული პერსონალის და ზოგიერთი ექიმის კაბინეტები განთავსდება.რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია.ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, ჯანდაცვის რეგიონული ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23359/96/233599634_234:164:1349:1000_1920x0_80_0_0_01bd89ccf93715c37d5eebfb0f41e002.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, ექიმის რჩევები
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, ექიმის რჩევები
რა ელის რესპუბლიკურ საავადმყოფოს - ჯანდაცვის მინისტრის პასუხი
14:24 02.04.2023 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) რესპუბლიკური საავადმყოფო ნაწილობრივ რამდენიმეჯერ გარემონტდა, თუმცა მიზანი არის თანამედროვე, მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური კლინიკაა
თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. რესპუბლიკური საავადმყოფოს შემდგომი ბედი კლინიკის განახლების პროექტზე საბოლოო დასკვნის მომზადების შემდეგ გადაწყდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტრო საავადმყოფოს შენობის ძველი ნაწილის დანგრევას და იმავე ადგილზე ახალი შენობის აშენებას გეგმავს. ამ სამუშაოების პერიოდში დასაქმებულთა ნაწილი სხვა კლინიკებში გადანაწილდება, ხოლო ვინც ვერ დასაქმდება, ხელფასს მაინც მიიღებს. დაპირებების მიუხედავად, საავადმყოფოს ექიმები უმუშევრად დარჩენის მოლოდინში არიან და შენობის დემონტაჟს წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ. მორიგი საპროტესტო აქცია დღესაც მიმდინარეობს.
„პირველადი შეფასებით და დასკვნით, რაც გვაქვს, შეიძლება წინა ნაწილის მხოლოდ საოფისედ გამოყენება, თვითონ კლინიკის და ექიმების საოფისე ფართებად შეიძლება, გამოგვეყენებინა და მეორე ნაწილი სრულ დემონტაჟს ითვალისწინებდა. ეს დასკვნები როცა იქნება, მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას და ხარჯების ეფექტურობაა აქ ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა აზარაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
მინისტრის თქმით, საბოლოო დასკვნა ერთ-ერთ მთავარ კითხვას გასცემს პასუხს - რამდენად გონივრულია გასულ საუკუნეში აშენებული ძველი შენობის რემონტისთვის უზარმაზარი თანხების დახარჯვა.
„რამდენად მიზანშეწონილია, ასობით მილიონი დაიხარჯოს არსებულ 50 წელზე მეტხნიან შენობაში, სადაც, მინიმუმ, 25-30-წლიანი ინვესტიცია უნდა იყოს... ასევე, ვადების ნაწილშიც გაცილებით მეტი დრო დასჭირდება ამის რეკონსტრუქციას, თან გაცილებით მეტ თანხასთან ერთად. მიზანშეწონილობაზე და ხარჯეფექტურობაზე ყველა ამ დასკვნის გაკეთების შემდეგ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო ნაწილობრივ რამდენიმეჯერ გარემონტდა, თუმცა მიზანი არის თანამედროვე, მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური კლინიკის არსებობა, რომელიც დააკმაყოფილებს თუნდაც ერთ-ერთ სტანდარტს, რაც კლინიკებს 2025 წლიდან მოეთხოვებათ.
აზარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კლინიკაში იგეგმებოდა ბავშვთა ონკოლოგიის დამატება, მაგრამ ისრაელიდან ჩამოსულმა დელეგაციამ რამდენიმედღიანი დათვალიერების შემდეგ კლინიკის ამ პირობებში პროცესში ჩართვაზე კატეგორიული უარი თქვა და პირდაპირ მიუთითა, რომ აუცილებელი იყო სრული რეკონსტრუქცია და ახალი შენობის აშენება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო იღებს სრულ პასუხისმგებლობას მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული მედპერსონალის დასაქმებაზე და მათთვის, მინიმუმ, დღევანდელი ანაზღაურების გადახდაზე, რაც ხელშეკრულებებით იქნება გარანტირებული, რაც, მისი აზრით, იდეალური შეთავაზებაა.
რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და ახლა სავალალო მდგომარეობაშია. დემონტაჟი არ შეეხება მხოლოდ შენობის ახალ ნაწილს, რომელშიც ადმინისტრაციული პერსონალის და ზოგიერთი ექიმის კაბინეტები განთავსდება.
რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია.
ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, ჯანდაცვის რეგიონული ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.