https://sputnik-georgia.com/20230329/protesti-respublikur-saavadmyofosi-276232659.html
პროტესტი გრძელდება: რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ
პროტესტი გრძელდება: რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ
Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიურ, მრავალფუნქციურ საავადმყოფოდ გადაქცევის პირობას დებს. 29.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-29T18:01+0400
2023-03-29T18:01+0400
2023-03-29T21:35+0400
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0a/252546073_0:0:1401:789_1920x0_80_0_0_a7602d2857f68aca0bfdabf705ce0b74.jpg
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ზაზა ავალიანის გადადგომას, უწყვეტ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების გარანტიას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი სამედიცინო დაწესებულებაში ხელმძღვანელობის შეცვლის და სამუშაო პროცესის შეჩერების გარეშე საავადმყოფოს გარდაქმნის მოთხოვნით მესამე დღეა აქციებს მართავს. რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი კლინიკაში დღეს ისევ შეიკრიბა და განცხადება გააკეთა. ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ, ასევე მკაფიო გარანტიებს, თუ როგორ მოხდება მათი დასაქმება კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად. ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს ორი ან ორ-ნახევარი წლის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფო გადააქციოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მაღალტექნოლოგიურ, მრავალფუნქციურ საავადმყოფოდ. პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში: ორმა ხელმძღვანელმა პირმა თანამდებობა დატოვა>>საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლები დაარწმუნა, რომ ისინი სამუშაოს და ხელფასს შეინარჩუნებენ. თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რომ შენობის ნაწილი დაინგრევა და ამავე ადგილზე ახალი აშენდება. ამასთან დაკავშირებით თანამშრომლების ნაწილი სხვა კლინიკებში გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ვისი დასაქმებაც ვერ მოხერხდება, ხელფასს მაინც მიიღებს. რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და ახლა სავალალო მდგომარეობაშია. დემონტაჟი არ შეეხება მხოლოდ შენობის ახალ ნაწილს, რომელშიც ადმინისტრაციული პერსონალის და ზოგიერთი ექიმის კაბინეტები განთავსდება. სამუშაოს ყველა შეინარჩუნებს - პრემიერმა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დააიმედა>>რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია. ჰოლდინგის მიზანია ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა სახელმწიფო კლინიკებსა და კერძო სექტორს შორის. ჰოლდინგის გეგმებშია მისი მართვის ქვეშ მყოფი ყველა კლინიკის გარემონტება და ტექნიკით აღჭურვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0a/252546073_65:0:1122:793_1920x0_80_0_0_0e33d5dcb78db661f666fddf3cd8464d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პროტესტი გრძელდება: რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ
18:01 29.03.2023 (განახლებულია: 21:35 29.03.2023) ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიურ, მრავალფუნქციურ საავადმყოფოდ გადაქცევის პირობას დებს.
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ზაზა ავალიანის გადადგომას, უწყვეტ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების გარანტიას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი სამედიცინო დაწესებულებაში ხელმძღვანელობის შეცვლის და სამუშაო პროცესის შეჩერების გარეშე საავადმყოფოს გარდაქმნის მოთხოვნით მესამე დღეა აქციებს მართავს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი კლინიკაში დღეს ისევ შეიკრიბა და განცხადება გააკეთა. ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ, ასევე მკაფიო გარანტიებს, თუ როგორ მოხდება მათი დასაქმება კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად.
„ვითხოვთ დავუბრუნდეთ რეაბილიტაციის თავდაპირველ გეგმას. ვინაიდან მოქმედი დირექტორი არ გამოხატავს კლინიკის ინტერესებს, მოვითხოვთ გაათავისუფლოთ თანამდებობიდან. გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრემიერ-მინისტრთან არ მიდის სწორი ინფორმაცია. საბოლოო დაზუსტების მიზნით ვითხოვთ მასთან შეხვედრას", – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების უფროსმა გიორგი დუნდუამ.
ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს ორი ან ორ-ნახევარი წლის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფო გადააქციოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მაღალტექნოლოგიურ, მრავალფუნქციურ საავადმყოფოდ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლები დაარწმუნა, რომ ისინი სამუშაოს და ხელფასს შეინარჩუნებენ. თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რომ შენობის ნაწილი დაინგრევა და ამავე ადგილზე ახალი აშენდება. ამასთან დაკავშირებით თანამშრომლების ნაწილი სხვა კლინიკებში გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ვისი დასაქმებაც ვერ მოხერხდება, ხელფასს მაინც მიიღებს.
რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და ახლა სავალალო მდგომარეობაშია. დემონტაჟი არ შეეხება მხოლოდ შენობის ახალ ნაწილს, რომელშიც ადმინისტრაციული პერსონალის და ზოგიერთი ექიმის კაბინეტები განთავსდება.
რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია. ჰოლდინგის მიზანია ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა სახელმწიფო კლინიკებსა და კერძო სექტორს შორის.
ჰოლდინგის გეგმებშია მისი მართვის ქვეშ მყოფი ყველა კლინიკის გარემონტება და ტექნიკით აღჭურვა.