https://sputnik-georgia.com/20230327/samusaos-yvela-seinarcunebs-premierma-respublikuri-saavadmyofos-tanamsromlebi-daaimeda-276128300.html
სამუშაოს ყველა შეინარჩუნებს - პრემიერმა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დააიმედა
სამუშაოს ყველა შეინარჩუნებს - პრემიერმა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დააიმედა
Sputnik საქართველო
მთავრობა პირობას დებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მაღალტექნოლოგიურ, მრავალფუნქციურ საავადმყოფოდ გადაიქცევა. 27.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-27T14:01+0400
2023-03-27T14:01+0400
2023-03-28T16:28+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/13/271476938_0:82:1024:659_1920x0_80_0_0_b500948f084bd3d6e2dd64e2641bb2b9.jpg
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლები დაარწმუნა, რომ ისინი სამუშაოს და ხელფასს შეინარჩუნებენ. კლინიკის თანამშრომლების ნაწილი ორშაბათს სამედიცინო დაწესებულების შენობის ნაწილის დემონტაჟის წინააღმდეგ გამოვიდა, რადგან ისინი შიშობენ, რომ სამუშაოს დაკარგავენ. მათ სამი მოთხოვნა წამოაყენეს – კლინიკაში უწყვეტი სამკურნალო პროცესის შენარჩუნება, ადმინისტრაციის შეცვლა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ახალ ხედვას წარმოადგენს. „გვაქვს ძალიან კარგი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო. საუბარი არის იმავე ადგილზე და არა სხვა ადგილზე ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს, ასე რომ, არავითარი მღელვარების საფუძველი არ არსებობს", – განაცხადა ღარიბაშვილმა. ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს ორი ან ორ-ნახევარი წლის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფო გადააქციოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მაღალტექნოლოგიურ, მრავალფუნქციურ საავადმყოფოდ. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შენობის ნაწილი დაინგრევა და ამავე ადგილზე ახალი აშენდება. ამასთან დაკავშირებით თანამშრომლების ნაწილი სხვა კლინიკებში გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ვისი დასაქმებაც ვერ მოხერხდება, ხელფასს მაინც მიიღებს. ახალი შენობის გახსნამდე რამდენიმე თვით ადრე ჩატარდება კონკურსი მედპერსონალის შესარჩევად.რესპუბლიკური საავადმყოფო 1973 წლიდან ფუნქციონირებს.რა გეგმები აქვს მთავრობას რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით>>რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, სადაც მის გარდა ასევე შედიან: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო", „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი" (ონკოლოგიური საავადმყოფო), „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი", „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი", „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი", „ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო".ჰოლდინგის მიზანია ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა სახელმწიფო კლინიკებსა და კერძო სექტორს შორის.ჰოლდინგის გეგმებშია მისი მართვის ქვეშ მყოფი ყველა კლინიკის გარემონტება და ტექნიკით აღჭურვა.
https://sputnik-georgia.com/20230327/aqcia-respublikur-saavadmyofosi-276127886.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/13/271476938_136:0:1024:666_1920x0_80_0_0_384a0c597aa622ff30f8fe7478bc8526.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
სამუშაოს ყველა შეინარჩუნებს - პრემიერმა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დააიმედა
14:01 27.03.2023 (განახლებულია: 16:28 28.03.2023) მთავრობა პირობას დებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მაღალტექნოლოგიურ, მრავალფუნქციურ საავადმყოფოდ გადაიქცევა.
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლები დაარწმუნა, რომ ისინი სამუშაოს და ხელფასს შეინარჩუნებენ.
კლინიკის თანამშრომლების ნაწილი ორშაბათს სამედიცინო დაწესებულების შენობის ნაწილის დემონტაჟის წინააღმდეგ გამოვიდა, რადგან ისინი შიშობენ, რომ სამუშაოს დაკარგავენ. მათ სამი მოთხოვნა წამოაყენეს – კლინიკაში უწყვეტი სამკურნალო პროცესის შენარჩუნება, ადმინისტრაციის შეცვლა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში, მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც, რა თქმა უნდა, არის სიცრუე. არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის და ხელფასის გარეშე", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ახალ ხედვას წარმოადგენს.
„გვაქვს ძალიან კარგი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო. საუბარი არის იმავე ადგილზე და არა სხვა ადგილზე ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს, ასე რომ, არავითარი მღელვარების საფუძველი არ არსებობს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს ორი ან ორ-ნახევარი წლის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფო გადააქციოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მაღალტექნოლოგიურ, მრავალფუნქციურ საავადმყოფოდ.
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შენობის ნაწილი დაინგრევა და ამავე ადგილზე ახალი აშენდება. ამასთან დაკავშირებით თანამშრომლების ნაწილი სხვა კლინიკებში გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ვისი დასაქმებაც ვერ მოხერხდება, ხელფასს მაინც მიიღებს.
ახალი შენობის გახსნამდე რამდენიმე თვით ადრე ჩატარდება კონკურსი მედპერსონალის შესარჩევად.
რესპუბლიკური საავადმყოფო 1973 წლიდან ფუნქციონირებს.
რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, სადაც მის გარდა ასევე შედიან: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო", „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი" (ონკოლოგიური საავადმყოფო), „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი", „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი", „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი", „ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო".
ჰოლდინგის მიზანია ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა სახელმწიფო კლინიკებსა და კერძო სექტორს შორის.
ჰოლდინგის გეგმებშია მისი მართვის ქვეშ მყოფი ყველა კლინიკის გარემონტება და ტექნიკით აღჭურვა.