https://sputnik-georgia.com/20230217/ra-gegmebi-aqvs-mtavrobas-respublikur-saavadmyopostan-dakavshirebit-274977050.html
რა გეგმები აქვს მთავრობას რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით
რა გეგმები აქვს მთავრობას რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით
Sputnik საქართველო
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრი გაიხსნება. 17.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-17T19:40+0400
2023-02-17T19:40+0400
2023-02-17T22:13+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24791/54/247915424_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_c1cfed2865f3e9c8de96b9ab9c902231.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელსაც დღეს ბევრი პრობლემა აქვს, რამდენიმე წელიწადში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მაღალტექნოლოგიურ, მრავალფუნქციურ საავადმყოფოდ გადაიქცევა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.მისი თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში (აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა) არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს.„თბილისის ორ კლინიკაში არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვადასხვა ტიპის პრობლემები, სამწუხაროდ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ესაა რესპუბლიკური საავადმყოფო და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო”, – აღნიშნა მინისტრმა.ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში სარემონტო სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება. ეს იქნება საავადმყოფო როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის.რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ამჟამად კონცეფციაზე მუშაობა მიმდინარეობს. აღნიშნულ საავადმყოფოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრი გაიხსნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24791/54/247915424_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_853254283cd0820ce73743243ccf7256.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
რა გეგმები აქვს მთავრობას რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით
19:40 17.02.2023 (განახლებულია: 22:13 17.02.2023) რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრი გაიხსნება.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელსაც დღეს ბევრი პრობლემა აქვს, რამდენიმე წელიწადში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მაღალტექნოლოგიურ, მრავალფუნქციურ საავადმყოფოდ გადაიქცევა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
„ვფიქრობ, 2-2,5 წელიწადში საბოლოო ჯამში მივიღებთ მაღალი დონის მაღალტექნოლოგიურ კლინიკას, რომლის არსებობაც სახელმწიფო საკუთრებაში ნამდვილად აუცილებელია”, – განაცხადა აზარაშვილმა.
მისი თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში (აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა) არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს.
„თბილისის ორ კლინიკაში არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვადასხვა ტიპის პრობლემები, სამწუხაროდ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ესაა რესპუბლიკური საავადმყოფო და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო”, – აღნიშნა მინისტრმა.
ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში სარემონტო სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება. ეს იქნება საავადმყოფო როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის.
რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ამჟამად კონცეფციაზე მუშაობა მიმდინარეობს. აღნიშნულ საავადმყოფოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრი გაიხსნება.