https://sputnik-georgia.com/20230402/2-aprils-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-276327855.html
2 აპრილს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
2 აპრილს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 2 აპრილს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები... 02.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-02T00:15+0400
2023-04-02T00:15+0400
2023-04-02T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0c/249687581_0:157:3081:1890_1920x0_80_0_0_0fee2b09f116faa2cd103113be744995.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.2-11 აპრილი2-11 აპრილის პერიოდი ვერძის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.ამ დეკადას მზე მფარველობს. ამ პერიოდში დაბადებულები პატივმოყვარე, მტკიცე და ძალაუფლებისმოყვარე ადამიანები არიან.მნიშვნელოვანი წლებია: 15,19, 30, 35, 45, 57, 60, 76.ამ ადამიანთა სიმბოლოა მაგნოლია.ამ პერიოდში დაბადებულები ძალზე პატივმოყვარე პიროვნებები არიან. პირველობისკენ სწრაფვაში ხშირად ავიწყდებათ სხვების ინტერესები, ხანდახან ვერ საზღვრავენ საკუთარ ძალებს და თავიანთ შესაძლებლობებს აზვიადებენ. ხშირად ყურადღებას არ აქცევენ გარშემომყოფების რჩევებს. მათ უნდა ისწავლონ სხვა ადამიანების რჩევებისა და ინტერესების გათვალისწინება.2 აპრილს დაბადებულები2 აპრილს ძლიერი და მტკიცე ნებისყოფის ადამიანები იბადებიან. ბევრი რამ მათ ცხოვრებაში არჩეულ გზაზე, ოჯახზე და იმ ვითარებაზეა დამოკიდებული, სადაც გაიზარდნენ. ისინი უშიშარი ადამიანები არიან, უყვართ გარისკვა, სისხლში ადრენალინის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ადვილად შეუძლიათ ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაციიდან გამოსვლა. ძალზე განვითარებული აქვთ ინტუიცია და ლიდერის თვისებები. თუ ამ თვისებებს სასიკეთოდ არ გამოიყენებენ, მათი ცხოვრება უღიმღამო, უსიხარულო და ტყუილებით აღსავსე გახდება.როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>2 აპრილს დაბადებულები იდეალისტები არიან. მათი მიამიტობა და ბავშვური ხასიათი ხელს უშლის იმ თვისებების გაძლიერებას, რაც მიზნების მიღწევისთვის არის საჭირო. სწორედ ამის გამო ექმნებათ სირთულეები კარიერაში. ამის თავიდან ასარიდებლად მათ საბოლოოდ უნდა განსაზღვრონ ცხოვრებისეული მიზნები და თავიანთ თავს დაუწესონ ოცნებებისა და იმედების ზღვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში დროს ტყუილად დახარჯავენ და მათი ცხოვრება სრულ ქაოსში იქნება.ამ დღეს დაბადებულებს ძალიან უყვართ საკუთარ ოცნებებსა და იდეალებზე საუბარი და ამავე დროს, ამის სხვებისთვის თავს მოხვევა. ისინი ხანდახან თავიანთ წარმოსახვით სამყაროში იმყოფებიან და ამიტომ მათი გულწრფელობა შეიძლება არაადეკვატურად აღიქვან. როგორც წესი, მათთვის სამყარო მხოლოდ თეთრ და შავ ფერებში არსებობს, შუალედური ფერები მიუღებელია; ამიტომ სამყარო ორ მტრულ მხარედ იყოფა. გარშემომყოფებში პატივისცემას თავიანთი გულწრფელობისა და ადამიანურობის წყალობით იმსახურებენ, სწორედ ამიტომ უნდა შეაკავონ თავიანთი მრისხანება და გაღიზიანება. მათ უყვართ სუსტების, განაწყენებულების დაცვა, ამიტომ ხშირად ადამიანებს მტრებად იკიდებენ.2 აპრილს დაბადებულებს ხშირად არ ესმით და უკვირთ სხვების ემოციებისა, რადგან მათთვის ემოციების განცდა არცთუ მარტივია. ამისთვის მათ სირთულეები და ტანჯვა უნდა გამოიარონ. ამ ადამიანებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რას ლაპარაკობენ მათზე, ამიტომ მაშინვე ვერ აღიქვამენ იმას, რომ გარშემომყოფებს მათი არ ესმით. ეს მათთვის ხშირად დიდ ტრაგედიად იქცევა ხოლმე.ბედნიერების სამი საიდუმლო ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>ჯანმრთელობა2 აპრილს დაბადებულებმა მუდამ უნდა იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. მათთვის რეკომენდებულია რეგულარული, საშუალო დატვირთვის ფიზიკური სავარჯიშოები. უნდა მიხედონ ნერვულ სისტემას, რადგან განვითარებულ წარმოსახვას დეპრესიებისა და ფსიქიკური აშლილობების გამოწვევა შეუძლია. არ უყვართ ექიმთან წასვლა, ამიტომ ხშირად მცირე პრობლემა დიდ პრობლემად იქცევა ხოლმე. ძალიან უყვართ ჭამა, თავს სხვადასხვა ნუგბარით ინებივრებენ, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციონ წონას.რჩევა:გარისკეთ და სცადეთ გახდეთ რეალისტი. უარი თქვით უჩვეულო ილუზიებსა და იდეალებზე. მოისმინეთ სხვისი მოსაზრებებიც - ის შეიძლება უფრო სწორი იყოს, ვიდრე თქვენი. გახსოვდეთ, რომ კრიტიკა შეიძლება თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.
https://sputnik-georgia.com/20210321/verZi-zodiaqo-zogadi-daxasiaTeba-251222672.html
https://sputnik-georgia.com/20230226/mfarveli-planeta-zodiaqos-nisnit-275243113.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0c/249687581_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_17a6584d8a42038d87fa23ae858ef019.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
2 აპრილს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 2 აპრილს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
2-11 აპრილის პერიოდი ვერძის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას მზე მფარველობს. ამ პერიოდში დაბადებულები პატივმოყვარე, მტკიცე და ძალაუფლებისმოყვარე ადამიანები არიან.
მნიშვნელოვანი წლებია: 15,19, 30, 35, 45, 57, 60, 76.
ამ ადამიანთა სიმბოლოა მაგნოლია.
ამ პერიოდში დაბადებულები ძალზე პატივმოყვარე პიროვნებები არიან. პირველობისკენ სწრაფვაში ხშირად ავიწყდებათ სხვების ინტერესები, ხანდახან ვერ საზღვრავენ საკუთარ ძალებს და თავიანთ შესაძლებლობებს აზვიადებენ. ხშირად ყურადღებას არ აქცევენ გარშემომყოფების რჩევებს. მათ უნდა ისწავლონ სხვა ადამიანების რჩევებისა და ინტერესების გათვალისწინება.
2 აპრილს ძლიერი და მტკიცე ნებისყოფის ადამიანები იბადებიან. ბევრი რამ მათ ცხოვრებაში არჩეულ გზაზე, ოჯახზე და იმ ვითარებაზეა დამოკიდებული, სადაც გაიზარდნენ. ისინი უშიშარი ადამიანები არიან, უყვართ გარისკვა, სისხლში ადრენალინის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ადვილად შეუძლიათ ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაციიდან გამოსვლა.
ძალზე განვითარებული აქვთ ინტუიცია და ლიდერის თვისებები. თუ ამ თვისებებს სასიკეთოდ არ გამოიყენებენ, მათი ცხოვრება უღიმღამო, უსიხარულო და ტყუილებით აღსავსე გახდება.
2 აპრილს დაბადებულები იდეალისტები არიან. მათი მიამიტობა და ბავშვური ხასიათი ხელს უშლის იმ თვისებების გაძლიერებას, რაც მიზნების მიღწევისთვის არის საჭირო. სწორედ ამის გამო ექმნებათ სირთულეები კარიერაში. ამის თავიდან ასარიდებლად მათ საბოლოოდ უნდა განსაზღვრონ ცხოვრებისეული მიზნები და თავიანთ თავს დაუწესონ ოცნებებისა და იმედების ზღვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში დროს ტყუილად დახარჯავენ და მათი ცხოვრება სრულ ქაოსში იქნება.
ამ დღეს დაბადებულებს ძალიან უყვართ საკუთარ ოცნებებსა და იდეალებზე საუბარი და ამავე დროს, ამის სხვებისთვის თავს მოხვევა. ისინი ხანდახან თავიანთ წარმოსახვით სამყაროში იმყოფებიან და ამიტომ მათი გულწრფელობა შეიძლება არაადეკვატურად აღიქვან. როგორც წესი, მათთვის სამყარო მხოლოდ თეთრ და შავ ფერებში არსებობს, შუალედური ფერები მიუღებელია; ამიტომ სამყარო ორ მტრულ მხარედ იყოფა.
გარშემომყოფებში პატივისცემას თავიანთი გულწრფელობისა და ადამიანურობის წყალობით იმსახურებენ, სწორედ ამიტომ უნდა შეაკავონ თავიანთი მრისხანება და გაღიზიანება. მათ უყვართ სუსტების, განაწყენებულების დაცვა, ამიტომ ხშირად ადამიანებს მტრებად იკიდებენ.
2 აპრილს დაბადებულებს ხშირად არ ესმით და უკვირთ სხვების ემოციებისა, რადგან მათთვის ემოციების განცდა არცთუ მარტივია. ამისთვის მათ სირთულეები და ტანჯვა უნდა გამოიარონ. ამ ადამიანებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რას ლაპარაკობენ მათზე, ამიტომ მაშინვე ვერ აღიქვამენ იმას, რომ გარშემომყოფებს მათი არ ესმით. ეს მათთვის ხშირად დიდ ტრაგედიად იქცევა ხოლმე.
2 აპრილს დაბადებულებმა მუდამ უნდა იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. მათთვის რეკომენდებულია რეგულარული, საშუალო დატვირთვის ფიზიკური სავარჯიშოები. უნდა მიხედონ ნერვულ სისტემას, რადგან განვითარებულ წარმოსახვას დეპრესიებისა და ფსიქიკური აშლილობების გამოწვევა შეუძლია. არ უყვართ ექიმთან წასვლა, ამიტომ ხშირად მცირე პრობლემა დიდ პრობლემად იქცევა ხოლმე. ძალიან უყვართ ჭამა, თავს სხვადასხვა ნუგბარით ინებივრებენ, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციონ წონას.
გარისკეთ და სცადეთ გახდეთ რეალისტი. უარი თქვით უჩვეულო ილუზიებსა და იდეალებზე. მოისმინეთ სხვისი მოსაზრებებიც - ის შეიძლება უფრო სწორი იყოს, ვიდრე თქვენი. გახსოვდეთ, რომ კრიტიკა შეიძლება თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.