https://sputnik-georgia.com/20230329/piradi-cxovrebis-saidumlos-xelyofa-dakavebulia-4-piri-276231401.html
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა და სქესობრივი კავშირის იძულება: დაკავებულია 4 პირი
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა და სქესობრივი კავშირის იძულება: დაკავებულია 4 პირი
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად მუშაობა გრძელდება. 29.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-29T16:59+0400
2023-03-29T16:59+0400
2023-03-29T20:38+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23174/38/231743887_0:143:3133:1905_1920x0_80_0_0_3c725fb923b11d825b3352216a5e51ac.jpg
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულების, პირადი მიმოწერის გავრცელებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ხუთი ფაქტი გახსნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ოთხი პირია დაკავებული, ერთი კი პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე ამხილეს. გამოძიების მიხედვით, ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 27 წლის მამაკაცი ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით მოტყუებით მოპოვებულ, დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველ ვიდეოებს უკანონოდ ინახავდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა ქალს შიშველი სხეულის ამსახველი სხვა ვიდეოების გაგზავნა და მის მიერ დასახელებულ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებაც მოსთხოვა. ბრალდებული მიმდინარე წლის მარტში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 157-ე (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 139-ე (პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება) მუხლებით წარუდგინეს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სქესობრივი კავშირის იძულება და ინტიმური ფოტოების გავრცელება: ხულოში ორი პირი დააკავეს>>ასევე, უწყების ცნობით, 2022 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში 21 წლის მამაკაცმა დაზარალებულთან სატელეფონო კომუნიკაციის, ასევე შეხვედრების დროს მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციისა და ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო ჩანაწერის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირი იძულებით რამდენჯერმე დაამყარა. ბრალდებული მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 139-ე (პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება) მუხლით წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე ამხილეს 49 წლის მამაკაცი, რომელმაც უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულსა და მესამე პირს შორის ერთ-ერთ სოციალურ ქსელში არსებული მიმოწერა და გადაიღო მიმოწერის ამსახველი ფოტოები, ე.წ. სკრინშოტები, რომელსაც მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს>>მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 159-ე (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) მუხლით წარედგინა. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე მიმდინარე წელს სხვა პირის ინტიმური შინაარსის ფოტოს, ვიდეოსა და პირადი კომუნიკაციის ამსახველი მიმოწერების მოპოვების და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გავრცელებისთვის გარდაბანსა და წყალტუბოში დააკავეს 2 პირი. მათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) მუხლით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23174/38/231743887_201:0:2932:2048_1920x0_80_0_0_c01cdf39ef577c4be92c4f015c14579f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სპეციალური საგამოძიებო სამსახური
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სპეციალური საგამოძიებო სამსახური
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა და სქესობრივი კავშირის იძულება: დაკავებულია 4 პირი
16:59 29.03.2023 (განახლებულია: 20:38 29.03.2023) უწყების ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად მუშაობა გრძელდება.
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულების, პირადი მიმოწერის გავრცელებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ხუთი ფაქტი გახსნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების
ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ოთხი პირია დაკავებული, ერთი კი პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე ამხილეს.
გამოძიების მიხედვით, ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 27 წლის მამაკაცი ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით მოტყუებით მოპოვებულ, დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველ ვიდეოებს უკანონოდ ინახავდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა ქალს შიშველი სხეულის ამსახველი სხვა ვიდეოების გაგზავნა და მის მიერ დასახელებულ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებაც მოსთხოვა.
ბრალდებული მიმდინარე წლის მარტში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 157-ე (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 139-ე (პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება) მუხლებით წარუდგინეს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, უწყების ცნობით, 2022 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში 21 წლის მამაკაცმა დაზარალებულთან სატელეფონო კომუნიკაციის, ასევე შეხვედრების დროს მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციისა და ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო ჩანაწერის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირი იძულებით რამდენჯერმე დაამყარა.
ბრალდებული მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 139-ე (პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება) მუხლით წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე ამხილეს 49 წლის მამაკაცი, რომელმაც უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულსა და მესამე პირს შორის ერთ-ერთ სოციალურ ქსელში არსებული მიმოწერა და გადაიღო მიმოწერის ამსახველი ფოტოები, ე.წ. სკრინშოტები, რომელსაც მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა.
მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 159-ე (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) მუხლით წარედგინა. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე მიმდინარე წელს სხვა პირის ინტიმური შინაარსის ფოტოს, ვიდეოსა და პირადი კომუნიკაციის ამსახველი მიმოწერების მოპოვების და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გავრცელებისთვის გარდაბანსა და წყალტუბოში დააკავეს 2 პირი.
მათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) მუხლით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.