https://sputnik-georgia.com/20221213/sqesobrivi-kavsiris-izuleba-da-intimuri-fotoebis-gavrceleba-xulosi-ori-piri-daakaves-273011929.html
სქესობრივი კავშირის იძულება და ინტიმური ფოტოების გავრცელება: ხულოში ორი პირი დააკავეს
სქესობრივი კავშირის იძულება და ინტიმური ფოტოების გავრცელება: ხულოში ორი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 13.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-13T21:58+0400
2022-12-13T21:58+0400
2022-12-13T22:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23690/28/236902895_0:185:3696:2264_1920x0_80_0_0_0ec67a5e74dab8fe5bb1af0eb14991d2.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების, სქესობრივი კავშირის იძულების და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.24 ნოემბერს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში მ.შ.-ს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.გამოძიებით დადგინდა, რომ 22 წლის ბრალდებული ბ.გ. და 25 წლის ბრალდებული ა.ხ. დაზარალებულს ემუქრებოდნენ, რომ თუ ეს უკანასკნელი მათთან არ დაამყარებდა სქესობრივ კავშირს, გაახმაურებდნენ მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებს.ბრალდებულმა ა.ხ.-მ დაზარალებულთან იძულებით დაამყარა სქესობრივი კავშირი, რაც ფარულად გადაიღო თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონით, რის შემდეგაც გააკეთა ვიდეოს ე.წ. სქრინები (ფოტოსურათები) და ერთ-ერთი სოციალური ქსელის „მესენჯერის“ საშუალებით ეს ფოტოსურათები გაუგზავნა სხვა პირებს, ხოლო ბრალდებულმა ბ.გ.-მ სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით დაზარალებულს თანხა გამოსძალა.29 ნოემბერს ორივე მათგანი დააკავეს. მათ ბრალდება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის იძულება) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით) წარუდგინეს.ბრალდებულებს სასამართლოს მიერ პატიმრობა უკვე შეეფარდათ.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.მედიის ინფორმაციით, ბ.გ. და ა.ხ. ხულოში დააკავეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23690/28/236902895_216:0:3480:2448_1920x0_80_0_0_1e4a251ef7994bff6e6c47310befad47.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
სქესობრივი კავშირის იძულება და ინტიმური ფოტოების გავრცელება: ხულოში ორი პირი დააკავეს
21:58 13.12.2022 (განახლებულია: 22:57 13.12.2022) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების, სქესობრივი კავშირის იძულების და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
24 ნოემბერს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში მ.შ.-ს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ 22 წლის ბრალდებული ბ.გ. და 25 წლის ბრალდებული ა.ხ. დაზარალებულს ემუქრებოდნენ, რომ თუ ეს უკანასკნელი მათთან არ დაამყარებდა სქესობრივ კავშირს, გაახმაურებდნენ მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებს.
ბრალდებულმა ა.ხ.-მ დაზარალებულთან იძულებით დაამყარა სქესობრივი კავშირი, რაც ფარულად გადაიღო თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონით, რის შემდეგაც გააკეთა ვიდეოს ე.წ. სქრინები (ფოტოსურათები) და ერთ-ერთი სოციალური ქსელის „მესენჯერის“ საშუალებით ეს ფოტოსურათები გაუგზავნა სხვა პირებს, ხოლო ბრალდებულმა ბ.გ.-მ სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით დაზარალებულს თანხა გამოსძალა.
29 ნოემბერს ორივე მათგანი დააკავეს. მათ ბრალდება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის იძულება) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით) წარუდგინეს.
ბრალდებულებს სასამართლოს მიერ პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მედიის ინფორმაციით, ბ.გ. და ა.ხ. ხულოში დააკავეს.