პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2022
გამოწერა
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ფოტო-ვიდეომასალას დაზარალებულების დასაშანტაჟებლადაც იყენებდნენ.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და პირადი ხასიათის მიმოწერის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს, ინტიმური და პირადი ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ და სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, ასევე მობილური ტელეფონით უგზავნიდნენ დაზარალებულის ნათესავებსა და ახლობლებს. ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნული მასალებით დაზარალებულებს აშანტაჟებდნენ.
პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი სსკ-ის157-ე პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 159-ე (პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა) მუხლებით წარუდგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ საქმეებზე გამოძიებას აგრძელებს.
ყველა ახალი ამბავი
0