სექსუალური შევიწროება საქართველოში: ომბუდსმენმა სავარაუდო მსხვერპლებს მხარი დაუჭირა

© photo: Sputnik / Stringerძალადობა
ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2023
გამოწერა
ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოების მხრიდან წამოსულ აგრესიაზე, რომელიც ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისკენ არის მიმართული
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საზოგადოების ნაწილი დგება არა სექსუალური შევიწროების მსხვერპლების, არამედ დამნაშავეების მხარეს.
სკანდალი მას შემდეგ გამწვავდა, რაც სამხარაძემ კვლავ წამოჭრა სექსუალური შევიწროების თემა ცნობილი ტელეწამყვანისა და Post TV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მხრიდან, რომელიც სასამართლომ 2018 წელს დამნაშავედ ცნო.
სამხარაძის შემდეგ მსგავსი ბრალდებები კიდევ ოთხმა ქალმა გააჟღერა. ყველამ არ დაიჯერა მათი გულწრფელობის, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც. მათ ზოგადად დაგმეს ქალების ძალადობა და ჩაგვრა, თუმცა აღნიშნეს, რომ ის, რაც ახლა ხდება, რამიშვილის გაშავების კამპანიას ჰგავს.
სახალხო დამცველმა სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს დახმარება შესთავაზა.
„სახალხო დამცველი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოების მხრიდან წამოსულ აგრესიაზე, რომელიც არა სავარაუდო მოძალადის, არამედ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისკენ არის მიმართული.
„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი მხარდაჭერას სავარაუდო შემავიწროებელს უცხადებს, ხოლო აგრესიას სავარაუდო მსხვერპლებისადმი მიმართავს - მათ მონათხრობს უაპელაციოდ ეჭვქვეშ აყენებენ და მიუთითებს, რომ სექსუალურ შევიწროებაზე საუბრის წლების შემდეგ დაწყების მიზანი, სავარაუდო შემავიწროებლის რეპუტაციის შელახვაა მხოლოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლება ქალების მიმართ ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა >>
ომბუდსმენის თქმით, საზოგადოების წარმომადგენლების, განსაკუთრებით პოლიტიკოსების ასეთი განცხადებები აძლიერებს არსებულ სტერეოტიპებს ძალადობის მსხვერპლთა მიმართ, ხელს უწყობს მათ დისკრიმინაციას და ქმნის დამატებით სოციალურ ბარიერს მძიმე გამოცდილებაზე საუბრისთვის.
ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს მედიას, უფრო დელიკატურად გააშუქოს მსგავსი თემები.
„სახალხო დამცველი თემის მნიშვნელობისა და სენსიტიურობიდან გამომდინარე, მედია საშუალებებს მოუწოდებს, რომ პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პირადი ცხოვრების, სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს და გაითვალისწინონ საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველმა ასევე შეახსენა საზოგადოებას, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობა დაუშვებელია და მიუღებელია.
სამხარაძემ ყურადღება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მიიპყრო, სადაც „პოსტ ტვ“-ში მუშაობის საფრთხეებზე წერდა. სამხარაძემ დაწერა, რომ ტელეკომპანიის დირექტორი შალვა რამიშვილი სამუშაოს ახალგაზრდა ქალ მაძიებლებს იტყუებდა, შემდეგ კი სექსუალურ შევიწროებას მიმართავდა.
მალე ტელევიზიის დირექტორს პოსტ TV-ს ჟურნალისტი ნათია ბერიძე გამოესარჩლა. მან სამხარაძე ტყუილში დაადანაშაულა და სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თათია სამხარაძე რამიშვილთან ერთად ცეკვავს.
POSTV–ს ჟურნალისტი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს >>
მეტიც, ბერიძემ განაცხადა, რომ რამიშვილის წინააღმდეგ აგორებული კომპანიის უკან თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას, რომელიც ოპოზიციური ტელეარხ „ფორმულას“ დამფუძნებელია. ბერიძე ამტკიცებს, რომ კეზერაშვილის ცოლისძმა ირაკლი ჩიქოვანი სამხარაძეს შეპირდა თანხას რამიშვილის წინააღმდეგ კამპანიის აგორებისთვის.
კეზერაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 5 მილიონ ევროზე მეტის მითვისებისთვის. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრები ამტკიცებენ, რომ კეზერაშვილი ოლიგარქია, რომელიც მთავარ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ კულისებიდან მართავს.
ყველა ახალი ამბავი
0