https://sputnik-georgia.com/20230326/postv-jurnalisti-specialur-sagamoziebo-samsaxursi-gamokitxvaze-daibares-276119883.html
POSTV–ს ჟურნალისტი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
POSTV–ს ჟურნალისტი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
Sputnik საქართველო
კონფლიქტი ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ბერიძემ ჩიქოვანის ბინაში პოლიცია გამოიძახა. 26.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-26T20:57+0400
2023-03-26T20:57+0400
2023-03-26T20:57+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24065/89/240658911_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_3cf2d59a3331e5166cabd62e578fdd79.jpg
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ტელეკომპანია POSTV-ს ჟურნალისტი ნათია ბერიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიძახეს გამოკითხვაზე, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებას უკავშირდება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.ჟურნალისტი აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ტელეკომპანია „ფორმულის“ დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი ჩიქოვანი მას ხელს უშლიდა პროფესიული საქმიანობის შესრულებაში და მის მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენა.კონფლიქტი ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ბერიძემ ჩიქოვანის ბინაში პოლიცია გამოიძახა. ჟურნალისტის თქმით, წყარომ მას ძალადობის შესაძლო ფაქტზე აცნობა, კერძოდ, ჩიქოვანის მხრიდან სამოქალაქო აქტივისტის თათია სამხარაძის მიმართ.სამხარაძე, თავის მხრივ, POSTV–ს დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს, ბერიძის კოლეგა შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.თავდასხმა Post TV-ს ჟურნალისტზე: კეზერაშვილის ცოლის ძმის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო>>ბერიძე აცხადებს, რომ ჩიქოვანი და სამხარაძე რამიშვილის მისამართით, მისი აზრით, შეთითხნილი ბრალდებების დეტალებს განიხილავდნენ.„ნაცმოძრაობაში“ ბერიძის ბრალდებებს შალვა რამიშვილის მხრიდან პროვოკაცია უწოდეს.ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. სასამართლომ ის 2018 წელს დამნაშავედ ცნო სექსუალურ შევიწროებაში და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24065/89/240658911_500:0:2000:1125_1920x0_80_0_0_cf978a7f1afe61c524ada8b615381ec1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური
POSTV–ს ჟურნალისტი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
კონფლიქტი ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ბერიძემ ჩიქოვანის ბინაში პოლიცია გამოიძახა.
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ტელეკომპანია POSTV-ს ჟურნალისტი ნათია ბერიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიძახეს გამოკითხვაზე, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებას უკავშირდება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ჟურნალისტი აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ტელეკომპანია „ფორმულის“ დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი ჩიქოვანი მას ხელს უშლიდა პროფესიული საქმიანობის შესრულებაში და მის მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენა.
კონფლიქტი ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ბერიძემ ჩიქოვანის ბინაში პოლიცია გამოიძახა. ჟურნალისტის თქმით, წყარომ მას ძალადობის შესაძლო ფაქტზე აცნობა, კერძოდ, ჩიქოვანის მხრიდან სამოქალაქო აქტივისტის თათია სამხარაძის მიმართ.
სამხარაძე, თავის მხრივ, POSTV–ს დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს, ბერიძის კოლეგა შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
ბერიძე აცხადებს, რომ ჩიქოვანი და სამხარაძე რამიშვილის მისამართით, მისი აზრით, შეთითხნილი ბრალდებების დეტალებს განიხილავდნენ.
„ნაცმოძრაობაში“ ბერიძის ბრალდებებს შალვა რამიშვილის მხრიდან პროვოკაცია უწოდეს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. სასამართლომ ის 2018 წელს დამნაშავედ ცნო სექსუალურ შევიწროებაში და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.