თავდასხმა Post TV-ს ჟურნალისტზე: კეზერაშვილის ცოლის ძმის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerქართული ტელეარხების მიკროფონები
ქართული ტელეარხების მიკროფონები - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2023
გამოწერა
ინციდენტში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა ფიგურირებს
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 24 მარტს, საღამოს, Post TV-ს ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სისხლის სამართლის საქმე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით აღიძრა.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო ღონისძიება.
საუბარია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას" დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის - ირაკლი ჩიქოვანის ბინაში მომხდარ ინციდენტზე. ტელეკომპანიის ჟურნალისტი ნათია ბერიძე სხვა ჟურნალისტებთან ერთად ბინის კარებთან იდგა, როდესაც ჩიქოვანმა კარი გააღო და ხელი ჰკრა მას.
მასმედიის ინფორმაციით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ბერიძემ „112“-ის სამსახურში დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა ყოფილი ტელეწამყვანი თათია სამხარაძე გაიტაცა და თავის სახლში ჰყავს ჩაკეტილი. ადგილზე პოლიციის ორი ეკიპაჟი მივიდა და ჩიქოვანთან ჩხრეკა ჩაატარეს, მაგრამ, როგორც ოპოზიცური მედია ამტკიცებს, პოლიციამ ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვა.
Post TV-ს ცნობით, სამხარაძე სამართალდამცველებს კარადაში დახვდათ. ტელეარხი ამტკიცებს, რომ სამხარაძესა და ჩიქოვანს შორის მოხდა კონფლიქტი თანხის ოდენობას გამო, რომელსაც კეზერაშვილის ცოლისძმა სამხარაძეს Post TV-ს ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანიის სანაცვლოდ დაჰპირდა. რამიშვილის წინააღმდეგ აგორებული კომპანიის უკან კი კეზერაშვილი დგას, ამტკიცებს ტელეარხი.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი მუხლით: „ძალადობა“ და „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“, მაგრამ ამ დროისთვის ჯერ არავინ არ დაუკავებიათ, იტყობინება მასმედია.

ვინ არის კეზერაშვილი

კეზერაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრი უყო 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს.
კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეარხი „ფორმულა“ დააარსა. ეს არხი ერთ-ერთია სამი ახალი ტელეკომპანიიდან, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას მკვეთრად აკრიტიკებენ. მმართველი პარტია მათ „ნაცმოძრაობის“ პრეს-სამსახურს უწოდებს.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
2014 წელს საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის სასამართლოებმა საქართველოს კეზერაშვილის ექსტრადიციაზე უარი უთხრეს.
ყველა ახალი ამბავი
0