ქობულეთში ავტომობილს ხე დაეცა: არის მსხვერპლი

© photo: Sputnik / Stringerმანქანას ხე დაეცა
მანქანას ხე დაეცა - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2023
გამოწერა
შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელიც ავტომობილს დაეცა, მანქანაში მყოფი მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
საქართველოში უახლოეს დღეებში მკვეთრად აცივდება: სინოპტიკოსების პროგნოზი >>
შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო, საპატრულო და სამაშველო სამსახურები იყო მობილიზებული.
მომხდარის გამო ცენტრალური საავტომობილო გზაც გადაკეტეს.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ბათუმშიც.
სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე 29 მარტიდან 2 აპრილამდე ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ.
წყარო - აჭარის ტელევიზია.
ყველა ახალი ამბავი
0