ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

© Batumi City Hallქარი ბათუმში
ქარი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2023
გამოწერა
ბათუმში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა და ელექტროსადენები დააზიანა.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე წააქცია.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომობილი და ინფრასტრუქტურა დააზიანა.

„რამდენიმე წუთის წინ ევკალიპტის ხეები წაიქცა, დააზიანა ავტომობილი. საბედნიეროდ, მანქანაში მყოფებმა გადმოსვლა მანამდე მოახერხეს. ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა და სადენები დააზიანა”, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე 29 მარტიდან 2 აპრილამდე ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ.
საქართველოში უახლოეს დღეებში მკვეთრად აცივდება: სინოპტიკოსების პროგნოზი >>
ყველა ახალი ამბავი
0