ოპოზიცია სტატუსის მისაღებად რეკომენდაციებს არ ასრულებს - ირაკლი ჩიქოვანი

© Government of Georgiaირაკლი ჩიქოვანი
ირაკლი ჩიქოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2023
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", თავის მხრივ, ხელისუფლებას საქართველოს პროდასავლური კურსის შეცვლაში ადანაშაულებს.
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ოპოზიციის მონაწილეობა რეკომენდაციების შესრულებაში, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, ნულის ტოლია, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ირაკლი ჩიქოვანმა.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.

„მინდა განვმარტო, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს სამუშაო პროცესში რეალურად მონაწილეობა არ მიუღიათ. ფიქსირდება მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული ოპოზიციური სუბიექტების ხმები, როდესაც ჩვენ ამ კანონებს ვიღებდით. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ დაფიქსირებულიყვნენ", – განაცხადა ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE".

მისი თქმით, „მათი რეალური თანამონაწილეობა ამ რეკომენდაციების შესრულებაში არის ნულის ტოლი".
ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ საქართველომ იმაზე მეტი გააკეთა, რაც ნათქვამია რეკომენდაციებში უკრაინისა და მოლდოვისთვის, რომლებმაც, საქართველოსგან განსხვავებით, 2022 წლის ივნისში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღეს.
ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობის ფარგლებში საქართველოს პარლამენტმა 82-ზე მეტი ახალი კანონი მიიღო, განაცხადა, თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
„მეხუთე კოლონის“ გეგმები, ანუ საქართველოს ომში ჩაბმის ოთხი მცდელობა - პრემიერის ხედვა>>
„ჩვენი პარტნიორები ბრიუსელში და არა მარტო, სხვა დედაქალაქებში, სადაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვგეგმავთ ვიზიტებს და ვახორციელებთ მათ, ხედავენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ეს არის ჩვენთვის დამატებითი სტიმული იმისთვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები, შევასრულოთ 12 რეკომენდაცია და მივაღწიოთ იმ მიზანს, რომლისთვისაც ჩვენ ყველა დიდ ძალისხმევას ვწევთ", – განაცხადა დარჩიაშვილმა გადაცემაში „კურიერი P.S".
ამავდროულად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებენ, რომ ის არაფერს აკეთებს და, უფრო მეტიც, საქართველო უხვევს პროდასავლური კურსიდან.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
ყველა ახალი ამბავი
0