https://sputnik-georgia.com/20230326/saqartvelo-espanetis-geografiuli-dasaxelebebis-dacvis-gamocdilebas-ecnoba-276119733.html
საქართველო ესპანეთის გეოგრაფიული დასახელებების დაცვის გამოცდილებას ეცნობა
საქართველო ესპანეთის გეოგრაფიული დასახელებების დაცვის გამოცდილებას ეცნობა
Sputnik საქართველო
გეოგრაფიული აღნიშვნის სისტემის განვითარებისთვის „საქპატენტი“ ესპანეთის გამოცდილებას ეცნობა. 26.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-26T20:16+0400
2023-03-26T20:16+0400
2023-03-26T20:16+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
ესპანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641642_0:0:2501:1407_1920x0_80_0_0_6e49c1dd772af90434756c2b7a5c6cae.jpg
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი დელეგაცია ვალდეპენასში იმყოფება, რათა ესპანეთის სამეფოს გეოგრაფიული დასახელებების დაცვის სისტემას გაეცნოს.ვიზიტის მიზანია საქართველოში გეოგრაფიული დასახელებების სისტემის განვითარებისთვის მოწინავე გამოცდილების გაცნობა და გაცვლა.დელეგაციის შეხვედრა გაიმართა ესპანური ადგილწარმოშობის დასახელების ყველი „მანჩეგოს“ ასოციაციის მარეგულირებელ საბჭოში.„საქპატენტის“ ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული.კიდევ ერთ ქართულ ღვინოს ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიენიჭა>>მარეგულირებელი საბჭოს წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს ორგანიზაციის სტრუქტურა და ფუნქციები გააცნეს. პრეზენტაცია გაიმართა სერტიფიკაციის პროცედურის თითოეულ ეტაპზე, მათ შორის, სარეგისტრაციო განაცხადის მომზადების, მოთხოვნების, ვალდებულებებისა და შეფასების შესახებ.ტყემალი და აჯიკა გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს მიიღებენ>>ასევე დეტალურად განიხილეს პროდუქტის წარმოების შიდა და გარე კონტროლის მექანიზმები და აკრედიტაციის შესანარჩუნებელი აუდიტორული ღონისძიებები. მონაწილეები ეწვივნენ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ადგილობრივ საწარმოებს, სადაც გაეცნენ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაში მიმდინარე წარმოების პროცესს.
საქართველო
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641642_0:0:2245:1684_1920x0_80_0_0_65df40a702371e931209875c9c2ae5c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, ესპანეთი
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, ესპანეთი
საქართველო ესპანეთის გეოგრაფიული დასახელებების დაცვის გამოცდილებას ეცნობა
გეოგრაფიული აღნიშვნის სისტემის განვითარებისთვის „საქპატენტი“ ესპანეთის გამოცდილებას ეცნობა.
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი დელეგაცია ვალდეპენასში იმყოფება, რათა ესპანეთის სამეფოს გეოგრაფიული დასახელებების დაცვის სისტემას გაეცნოს.
ვიზიტის მიზანია საქართველოში გეოგრაფიული დასახელებების სისტემის განვითარებისთვის მოწინავე გამოცდილების გაცნობა და გაცვლა.
დელეგაციის შეხვედრა გაიმართა ესპანური ადგილწარმოშობის დასახელების ყველი „მანჩეგოს“ ასოციაციის მარეგულირებელ საბჭოში.
„საქპატენტის“ ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული.
მარეგულირებელი საბჭოს წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს ორგანიზაციის სტრუქტურა და ფუნქციები გააცნეს. პრეზენტაცია გაიმართა სერტიფიკაციის პროცედურის თითოეულ ეტაპზე, მათ შორის, სარეგისტრაციო განაცხადის მომზადების, მოთხოვნების, ვალდებულებებისა და შეფასების შესახებ.
ასევე დეტალურად განიხილეს პროდუქტის წარმოების შიდა და გარე კონტროლის მექანიზმები და აკრედიტაციის შესანარჩუნებელი აუდიტორული ღონისძიებები. მონაწილეები ეწვივნენ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ადგილობრივ საწარმოებს, სადაც გაეცნენ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაში მიმდინარე წარმოების პროცესს.