https://sputnik-georgia.com/20220609/tyemali-da-ajika-geografiuli-arnisvnis-statuss-miireben-267302130.html
ტყემალი და აჯიკა გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს მიიღებენ
ტყემალი და აჯიკა გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს მიიღებენ
Sputnik საქართველო
ამ სტატუსის მინიჭება მიუთითებს პროდუქტის უნიკალურობასა და მაღალ ხარისხზე, რაც დასტურდება სახელმწიფოს მხრიდან. 09.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-09T18:31+0400
2022-06-09T18:31+0400
2022-06-09T23:22+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24652/23/246522362_0:59:1111:683_1920x0_80_0_0_c4382184f830bebbea42eb4189c1be65.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ორი პროდუქტი – ტყემალი და აჯიკა გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს მიიღებს, იუწყება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“.ამ სტატუსის მინიჭება მიუთითებს, რომ სახელმწიფო ადასტურებს ამ პროდუქტების უნიკალურობასა და მაღალ ხარისხს.პროცედურის მიხედვით, ოფიციალური ინფორმაცია, განცხადების დასარეგისტრირებლად წარდგენილ მასალებთან ერთად, 10 ივნისს გამოქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში.იმ შემთხვევაში, თუ „საქპატენტი" არ მიიღებს დამატებით ინფორმაციას გამოქვეყნებიდან სამი თვის განმავლობაში, პროდუქტს მიენიჭება ეს სტატუსი.სარეგისტრაციო მასალებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აჯიკას აღნიშნავს, როგორც აფხაზური წარმოშობის პროდუქტს. „აპირპილ-ჯიკა" აფხაზურად ნიშნავს „წიწაკის მარილს".კლასიკური აჯიკის დასამზადებლად ოდითგანვე გამოიყენება მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტი – წითელი ცხარე წიწაკა, მარილი, ნიორი და ხმელი ქინძი. ამჟამად აჯიკის დამზადებისას ტრადიციულ ინგრედიენტებად ასევე ითვლება თხილი და სხვადასხვა სანელებლები და მწვანილი გემოვნებით.„საქპატენტისთვის" წარდგენილ მასალებში ასევე აღნიშნულია, რომ აჯიკის მდიდარი და უნიკალური არომატი დაკავშირებულია მწვანილთან, რომელიც საქართველოში იზრდება, და მისგან დამზადებულ სანელებლებთან, რომლებსაც აჯიკას უმატებენ.პროდუქტის აღწერილობისა და გეოგრაფიული არეალის გარდა, მასალებში ასევე წარმოდგენილია წარმოების მეთოდები და ეტაპები, წარმოშობის დადასტურება და ეტიკეტირება, მათ შორის აფხაზურ ენაზე Аџьыка და Ихьчоу Агеографиатә Дырга.ეს პროდუქტი ამჟამად ნებისმიერ ქართულ სუფრაზე გვხვდება.რაც შეეხება ტყემალს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ამ პროდუქტის რეგისტრაციის პროცედურა დამამთავრებელ ეტაპზეა. ამის შემდეგ ტყემალს იმავე პროცედურის გავლა მოუწევს, რაც აჯიკას.განაცხადის მასალებში აღნიშნულია, რომ ტყემალს ქართული სუფრის სავიზიტო ბარათს უწოდებენ. ტყემალი საქართველოში მთავარ საწებლად არის აღიარებული და მის გარეშე არცერთი სუფრა არ ჩაივლის.დღეს ტყემალს საქართველოს ყველა რაიონში ამზადებენ, თუმცა მის სამშობლოდ ქვეყნის დასავლეთი ნაწილია მიჩნეული. განაცხადის მასალებში წარმოდგენილია ტყემლის მომზადების მეთოდი, ეტაპები და სხვა საჭირო ინფორმაცია.„ხეთის მანდარინს“ გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულის სტატუსი მიენიჭა>>„საქპატენტის" ინფორმაციით, გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქტი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, რათა იყოს აღიარებული, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე.მომხმარებლები ამ ტიპის პროდუქციას მაღალ ხარისხთან აიგივებენ. პროდუქტის შეფუთვაზე წარწერა „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა" ხელს უწყობს გაყიდვებს და, შედეგად, სარგებელი მოაქვს მწარმოებლებისთვის.თავისი გამორჩეული მახასიათებლების და გაზრდილი მოთხოვნის გამო ფასი პროდუქციაზე, რომელზეც არის მითითებული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, შეიძლება ბაზარზე რამდენჯერმე აღემატებოდეს მსგავსი პროდუქციის ღირებულებას.გეოგრაფიული აღნიშვნა არის აღნიშვნა, რომელიც გამოიყენება საქონელზე, რომელსაც აქვს გარკვეული გეოგრაფიული წარმოშობა და აქვს თვისებები, რეპუტაცია ან მახასიათებლები, რომლებიც უმეტესწილად განპირობებულია ამ წარმოშობის ადგილით.ყველაზე ხშირად გეოგრაფიული აღმნიშვნელი მოიცავს საქონლის წარმოშობის ადგილის სახელს. მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, როგორც წესი, აქვთ თვისებები, რომლებიც განისაზღვრება მათი წარმოების ადგილით და რომლებზეც გავლენას ახდენს კონკრეტული ადგილობრივი ფაქტორები, როგორიცაა კლიმატი და ნიადაგი.„მუხურის თაფლი“ გეოგრაფიული აღნიშვნების ჩამონათვალში შევიდა>>გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება.საქართველოს სახელმწიფო რეესტრში ამჟამად რეგისტრირებულია 23 გეოგრაფიული აღნიშვნა, მათ შორის „ჭაჭა", „ჩურჩხელა", „მაწონი", რამდენიმე სახეობის ყველი, „ახალქალაქის კარტოფილი", „ქუთაისის მწვანილი", „ქვევრი" და ა.შ.
https://sputnik-georgia.com/20220523/tyemali-prnus-cerasifra-266812590.html
https://sputnik-georgia.com/20190902/wiwaka-Capsicum-246382773.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24652/23/246522362_61:0:1048:740_1920x0_80_0_0_cc606727268c2f29bcf31084aeec1962.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ტყემალი და აჯიკა გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს მიიღებენ
18:31 09.06.2022 (განახლებულია: 23:22 09.06.2022) ამ სტატუსის მინიჭება მიუთითებს პროდუქტის უნიკალურობასა და მაღალ ხარისხზე, რაც დასტურდება სახელმწიფოს მხრიდან.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ორი პროდუქტი – ტყემალი და აჯიკა გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს მიიღებს, იუწყება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“.
ამ სტატუსის მინიჭება მიუთითებს, რომ სახელმწიფო ადასტურებს ამ პროდუქტების უნიკალურობასა და მაღალ ხარისხს.
პროცედურის მიხედვით, ოფიციალური ინფორმაცია, განცხადების დასარეგისტრირებლად წარდგენილ მასალებთან ერთად, 10 ივნისს გამოქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში.
იმ შემთხვევაში, თუ „საქპატენტი" არ მიიღებს დამატებით ინფორმაციას გამოქვეყნებიდან სამი თვის განმავლობაში, პროდუქტს მიენიჭება ეს სტატუსი.
სარეგისტრაციო მასალებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აჯიკას აღნიშნავს, როგორც აფხაზური წარმოშობის პროდუქტს. „აპირპილ-ჯიკა" აფხაზურად ნიშნავს „წიწაკის მარილს".
კლასიკური აჯიკის დასამზადებლად ოდითგანვე გამოიყენება მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტი – წითელი ცხარე წიწაკა, მარილი, ნიორი და ხმელი ქინძი. ამჟამად აჯიკის დამზადებისას ტრადიციულ ინგრედიენტებად ასევე ითვლება თხილი და სხვადასხვა სანელებლები და მწვანილი გემოვნებით.
„საქპატენტისთვის" წარდგენილ მასალებში ასევე აღნიშნულია, რომ აჯიკის მდიდარი და უნიკალური არომატი დაკავშირებულია მწვანილთან, რომელიც საქართველოში იზრდება, და მისგან დამზადებულ სანელებლებთან, რომლებსაც აჯიკას უმატებენ.
პროდუქტის აღწერილობისა და გეოგრაფიული არეალის გარდა, მასალებში ასევე წარმოდგენილია წარმოების მეთოდები და ეტაპები, წარმოშობის დადასტურება და ეტიკეტირება, მათ შორის აფხაზურ ენაზე Аџьыка და Ихьчоу Агеографиатә Дырга.
ეს პროდუქტი ამჟამად ნებისმიერ ქართულ სუფრაზე გვხვდება.
რაც შეეხება ტყემალს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ამ პროდუქტის რეგისტრაციის პროცედურა დამამთავრებელ ეტაპზეა. ამის შემდეგ ტყემალს იმავე პროცედურის გავლა მოუწევს, რაც აჯიკას.
განაცხადის მასალებში აღნიშნულია, რომ ტყემალს ქართული სუფრის სავიზიტო ბარათს უწოდებენ. ტყემალი საქართველოში მთავარ საწებლად არის აღიარებული და მის გარეშე არცერთი სუფრა არ ჩაივლის.
დღეს ტყემალს საქართველოს ყველა რაიონში ამზადებენ, თუმცა მის სამშობლოდ ქვეყნის დასავლეთი ნაწილია მიჩნეული. განაცხადის მასალებში წარმოდგენილია ტყემლის მომზადების მეთოდი, ეტაპები და სხვა საჭირო ინფორმაცია.
„საქპატენტის" ინფორმაციით, გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქტი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, რათა იყოს აღიარებული, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე.
მომხმარებლები ამ ტიპის პროდუქციას მაღალ ხარისხთან აიგივებენ. პროდუქტის შეფუთვაზე წარწერა „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა" ხელს უწყობს გაყიდვებს და, შედეგად, სარგებელი მოაქვს მწარმოებლებისთვის.
თავისი გამორჩეული მახასიათებლების და გაზრდილი მოთხოვნის გამო ფასი პროდუქციაზე, რომელზეც არის მითითებული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, შეიძლება ბაზარზე რამდენჯერმე აღემატებოდეს მსგავსი პროდუქციის ღირებულებას.
გეოგრაფიული აღნიშვნა არის აღნიშვნა, რომელიც გამოიყენება საქონელზე, რომელსაც აქვს გარკვეული გეოგრაფიული წარმოშობა და აქვს თვისებები, რეპუტაცია ან მახასიათებლები, რომლებიც უმეტესწილად განპირობებულია ამ წარმოშობის ადგილით.
ყველაზე ხშირად გეოგრაფიული აღმნიშვნელი მოიცავს საქონლის წარმოშობის ადგილის სახელს. მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, როგორც წესი, აქვთ თვისებები, რომლებიც განისაზღვრება მათი წარმოების ადგილით და რომლებზეც გავლენას ახდენს კონკრეტული ადგილობრივი ფაქტორები, როგორიცაა კლიმატი და ნიადაგი.
გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება.
საქართველოს სახელმწიფო რეესტრში ამჟამად რეგისტრირებულია 23 გეოგრაფიული აღნიშვნა, მათ შორის „ჭაჭა", „ჩურჩხელა", „მაწონი", რამდენიმე სახეობის ყველი, „ახალქალაქის კარტოფილი", „ქუთაისის მწვანილი", „ქვევრი" და ა.შ.