https://sputnik-georgia.com/20211224/muxuris-tapli-geograpiuli-agnishvnebis-chamonatvalshia-263120710.html
„მუხურის თაფლი“ გეოგრაფიული აღნიშვნების ჩამონათვალში შევიდა
„მუხურის თაფლი“ გეოგრაფიული აღნიშვნების ჩამონათვალში შევიდა
Sputnik საქართველო
„მუხურის თაფლის“ გეოგრაფიული აღნიშვნების ჩამონათვალში შეყვანა იმას ნიშნავს, რომ მისი განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები და რეპუტაცია აღიარებულია სახელმწიფო... 24.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-24T10:37+0400
2021-12-24T10:37+0400
2021-12-24T16:06+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24637/77/246377760_0:221:2857:1828_1920x0_80_0_0_6fb5739c9a24c3d34f85472d44ae7f05.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს კიდევ ერთი გეოგრაფიული აღნიშვნა – „მუხურის თაფლი“ დაემატა, ნათქვამია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტის“ ინფორმაციაში.გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით „საქპატენტში“ განაცხადი ასოციაცია „მუხურის თაფლმა“ შეიტანა.„ამიერიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის (ხობისწყლის) ხეობაში არსებული ყვავილების ნექტრიდან მიღებული გამორჩეული გემოვნური თვისებების და არომატის მქონე მუხურის თაფლი სახელმწიფო დონეზე იქნება აღიარებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.უწყების ცნობით, ჩხოროწყუში მეფუტკრეობას დიდი ისტორია და ტრადიციები გააჩნია. მუხურის თაფლი ხასიათდება საშუალოდ გამოხატული არომატით, ზომიერად ტკბილი, სასიამოვნო და განსაკუთრებული, დამახასიათებელი გემოთი. მას ძირითადად აგროვებენ მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, როდესაც თაფლოვანი მცენარეები ყვავილობს. გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს იმისათვის, რომ აღიარებული იქნეს როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, განსაკუთრებული, გამორჩეული მახასიათებლებისა და გაზრდილი მოთხოვნილების გამო გეოგრაფიულ ადგილთან დაკავშირებული პროდუქტების ფასი ბაზარზე შეიძლება აღემატებოდეს ანალოგიური პროდუქტების ფასს.საქართველო თაფლის ტრადიციული მწარმოებელი ქვეყანაა. საქართველოში გავრცელებულია რამდენიმე ადგილობრივი სახის თაფლი, რომელთაგან აღსანიშნავია აკაციის თაფლი, წაბლის თაფლი, მდელოს თაფლი და სხვ. ქართული თაფლის ძირითადი უპირატესობებია შესანიშნავი ბუნებრივი გარემო, კლიმატი და ფლორა, ხელსაყრელი მდებარეობა შავი ზღვის რეგიონში.
https://sputnik-georgia.com/20200727/Tafli-romelic-usafrTxoa-diabetinebisTvis-da-xels-uwyobs-gaxdomas-249084595.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24637/77/246377760_63:0:2794:2048_1920x0_80_0_0_5421bcac66c11008acebd83779a8e946.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
„მუხურის თაფლი“ გეოგრაფიული აღნიშვნების ჩამონათვალში შევიდა
10:37 24.12.2021 (განახლებულია: 16:06 24.12.2021) „მუხურის თაფლის“ გეოგრაფიული აღნიშვნების ჩამონათვალში შეყვანა იმას ნიშნავს, რომ მისი განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები და რეპუტაცია აღიარებულია სახელმწიფო დონეზე.
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს კიდევ ერთი გეოგრაფიული აღნიშვნა – „მუხურის თაფლი“ დაემატა, ნათქვამია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი
„საქპატენტის“ ინფორმაციაში.
გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით „საქპატენტში“ განაცხადი ასოციაცია „მუხურის თაფლმა“ შეიტანა.
„ამიერიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის (ხობისწყლის) ხეობაში არსებული ყვავილების ნექტრიდან მიღებული გამორჩეული გემოვნური თვისებების და არომატის მქონე მუხურის თაფლი სახელმწიფო დონეზე იქნება აღიარებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჩხოროწყუში მეფუტკრეობას დიდი ისტორია და ტრადიციები გააჩნია. მუხურის თაფლი ხასიათდება საშუალოდ გამოხატული არომატით, ზომიერად ტკბილი, სასიამოვნო და განსაკუთრებული, დამახასიათებელი გემოთი. მას ძირითადად აგროვებენ მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, როდესაც თაფლოვანი მცენარეები ყვავილობს.
გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს იმისათვის, რომ აღიარებული იქნეს როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, განსაკუთრებული, გამორჩეული მახასიათებლებისა და გაზრდილი მოთხოვნილების გამო გეოგრაფიულ ადგილთან დაკავშირებული პროდუქტების ფასი ბაზარზე შეიძლება აღემატებოდეს ანალოგიური პროდუქტების ფასს.
საქართველო თაფლის ტრადიციული მწარმოებელი ქვეყანაა. საქართველოში გავრცელებულია რამდენიმე ადგილობრივი სახის თაფლი, რომელთაგან აღსანიშნავია აკაციის თაფლი, წაბლის თაფლი, მდელოს თაფლი და სხვ. ქართული თაფლის ძირითადი უპირატესობებია შესანიშნავი ბუნებრივი გარემო, კლიმატი და ფლორა, ხელსაყრელი მდებარეობა შავი ზღვის რეგიონში.