https://sputnik-georgia.com/20221126/kidev-ert-qartul-rvinos-adgilwarmosobis-dasaxelebis-statusi-mieniwa-272486522.html
კიდევ ერთ ქართულ ღვინოს ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიენიჭა
კიდევ ერთ ქართულ ღვინოს ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიენიჭა
Sputnik საქართველო
საქართველოში დაცულია ჯამში 64 გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება. 26.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-26T12:08+0400
2022-11-26T12:08+0400
2022-11-26T12:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24821/86/248218699_111:0:3752:2048_1920x0_80_0_0_d0cf0133fbd542bb149f00d1bee2f14f.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ქართულ ღვინოს „ასურეთული შალა“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის რეგისტრაციას „საქპატენტი“ ახორციელებს. ეს სტატუსები განსაკუთრებულ პროდუქტებს ენიჭება.ღვინისთვის ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭების მოთხოვნით „საქპატენტს“ ასურეთის განვითარების რეგიონულმა ცენტრმა მიმდინარე წლის 4 აპრილს მიმართა.„საქპატენტის“ ინფორმაციით, ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება უნდა განხორციელდეს მხოლოდ მიკროზონის საზღვრებში, ხოლო ჩამოსხმა დასაშვებია საქართველოს ტერიტორიაზე.სხვადასხვა წყაროებით დასტურდება, რომ ვაზის ძველი ენდემური ჯიში „ასურეთული შავი“ ძველი ასურეთის ნასახლარზე აღმოაჩინა და გაამრავლა გერმანელმა ოტო შალლმა, ვის პატივსაცემად ღვინოს ეწოდა „შალა“.ამ დროისათვის, „ასურეთულ შალასთან“ ერთად, საქართველოში დაცულია ჯამში 64 გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება. სახელმწიფო რეესტრში განთავსებულია ინფორმაცია „ხვანჭკარაზე“, „ჭაჭაზე“, „თუშური გუდაზე“, „ჩურჩხელაზე“, „სულგუნზე“, „ბორჯომზე“, „მაჭახელას თაფლსა“ და სხვა უნიკალურ ქართულ პროდუქტებზე.საქართველოში ყურძნის ხარისხის კონტროლი გრძელდება >>„საქპატენტი“ საქართველოს, ევროკავშირის, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე უახლოეს მომავალში გააკეთებს განაცხადს ადგილწარმოშობის დასახელების „ასურეთული შალა“ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაცვის მინიჭების მოთხოვნით.ანალოგიური განაცხადი გაკეთდება „საქპატენტის“ მიერ მიმდინარე წელს რეგისტრირებულ სხვა გეოგრაფიულ აღნიშვნებსა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ.განსაზღვრული პროცედურების ჩატარებისა და დადებითი გადაწყვეტილების შემდგომ, ინფორმაცია ახალ დაცულ პროდუქტებზე განთავსდება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (EUIPO) ბაზაში. ასევე ახალი სახელები ჩაიწერება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ მართულ ლისაბონის რეესტრშიც, ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების საფუძველზე, რომლის წევრიც არის საქართველო 2004 წლიდან.გარდა ამისა, „საქპატენტი“ მიიღებს შესაბამის ზომებს ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაზე უკრაინის, შვეიცარიის კონფედერაციის და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზეც, განახორციელებს საქართველოსა და აღნიშნულ ქვეყნებს შორის გაფორმებული ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების საფუძველზე.ბოლნისური ღვინო პოლონეთში ექსპორტზე გავა >>გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რაც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან, რომლის დამახასიათებელი გარემო პირობები და ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციული ცოდნა თითოეულ ასეთ პროდუქტს გამორჩეულს ხდის.წყარო - საქპატენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24821/86/248218699_726:0:3457:2048_1920x0_80_0_0_4b4042f64334cfca2d568d8dc23fc5d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ქართული ღვინო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ქართული ღვინო
კიდევ ერთ ქართულ ღვინოს ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიენიჭა
საქართველოში დაცულია ჯამში 64 გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ქართულ ღვინოს „ასურეთული შალა“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის რეგისტრაციას „საქპატენტი“ ახორციელებს. ეს სტატუსები განსაკუთრებულ პროდუქტებს ენიჭება.
ღვინისთვის ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭების მოთხოვნით „საქპატენტს“ ასურეთის განვითარების რეგიონულმა ცენტრმა მიმდინარე წლის 4 აპრილს მიმართა.
„ასურეთული შალა“ ღია ან მუქი ლალისფერი შეფერილობის, წითელი, მშრალი ღვინოა. მისი მიკროზონა მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში; ღვინო მიიღება მხოლოდ მიკროზონაში მოწეული ასურეთული შავის ჯიშის ყურძნიდან, თუმცა დასაშვებია თავკვერისა და შავკაპიტოს გამოყენებაც 15%-ის ფარგლებში. „საქპატენტის“ ინფორმაციით, ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება უნდა განხორციელდეს მხოლოდ მიკროზონის საზღვრებში, ხოლო ჩამოსხმა დასაშვებია საქართველოს ტერიტორიაზე.
სხვადასხვა წყაროებით დასტურდება, რომ ვაზის ძველი ენდემური ჯიში „ასურეთული შავი“ ძველი ასურეთის ნასახლარზე აღმოაჩინა და გაამრავლა გერმანელმა ოტო შალლმა, ვის პატივსაცემად ღვინოს ეწოდა „შალა“.
ამ დროისათვის, „ასურეთულ შალასთან“ ერთად, საქართველოში დაცულია ჯამში 64 გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება. სახელმწიფო რეესტრში განთავსებულია ინფორმაცია „ხვანჭკარაზე“, „ჭაჭაზე“, „თუშური გუდაზე“, „ჩურჩხელაზე“, „სულგუნზე“, „ბორჯომზე“, „მაჭახელას თაფლსა“ და სხვა უნიკალურ ქართულ პროდუქტებზე.
„საქპატენტი“ საქართველოს, ევროკავშირის, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე უახლოეს მომავალში გააკეთებს განაცხადს ადგილწარმოშობის დასახელების „ასურეთული შალა“ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაცვის მინიჭების მოთხოვნით.
ანალოგიური განაცხადი გაკეთდება „საქპატენტის“ მიერ მიმდინარე წელს რეგისტრირებულ სხვა გეოგრაფიულ აღნიშვნებსა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ.
განსაზღვრული პროცედურების ჩატარებისა და დადებითი გადაწყვეტილების შემდგომ, ინფორმაცია ახალ დაცულ პროდუქტებზე განთავსდება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (EUIPO) ბაზაში. ასევე ახალი სახელები ჩაიწერება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ მართულ ლისაბონის რეესტრშიც, ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების საფუძველზე, რომლის წევრიც არის საქართველო 2004 წლიდან.
გარდა ამისა, „საქპატენტი“ მიიღებს შესაბამის ზომებს ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაზე უკრაინის, შვეიცარიის კონფედერაციის და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზეც, განახორციელებს საქართველოსა და აღნიშნულ ქვეყნებს შორის გაფორმებული ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების საფუძველზე.
გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რაც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან, რომლის დამახასიათებელი გარემო პირობები და ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციული ცოდნა თითოეულ ასეთ პროდუქტს გამორჩეულს ხდის.