https://sputnik-georgia.com/20230326/qurdul-samyarostan-brzola-sss-statistika-276106999.html
„ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლა – შსს–ს სტატისტიკა
„ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლა – შსს–ს სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული მუხლებით ყველაზე ნაკლები საქმეები აღიძრა 2014 და 2017 წლებში. 26.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-26T10:39+0400
2023-03-26T10:39+0400
2023-08-23T09:04+0400
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24282/73/242827314_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_0cdc4dd5fe92ff126594b028972cd8e4.jpg
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 10 წელიწადში ქურდული სამყაროს წევრებისა და ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ 257 საქმე აღძრა, ნათქვამია უწყების განცხადებაში პარლამენტის დეპუტატის მოთხოვნის საპასუხოდ.საქართველოს კანონმდებლობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობა 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე, ხოლო „კანონიერ ქურდებს“ 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ ჯარიმით ან უჯარიმოდ.შსს–ს ინფორმაციით, კრიმინალური სამყაროს წევრთა მიმართ დევნის პიკი 2018 წელზე მოდის, როდესაც „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ 57 სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის „ქურდული სამყაროს წევრობა“ და „კანონიერი ქურდი“ 2021 წელს აღიძრა 35 საქმე, ხოლო 2022 წელს – 33.ამ მუხლებით ყველაზე ცოტა სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2014 და 2017 წლებში – შესაბამისად, 7 და 9.შსს–მ 2022 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 85 ადამიანი, მათ შორის ექვსი – „კანონიერი ქურდი“. 2021 წელს ქურუდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროს ცხოვრებაში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის დევნა დაიწყო 57 პირის მიმართ, ბრალდება „კანონიერი ქურდის“ სტატუისის ფაქტზე წარედგინა ორ პირს.„ქურდულ სამყაროსთან" ბრძოლა: სასამართლო ბოლო 5 წლის მონაცემებს აქვეყნებს>>საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულია. 2018 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაული გახდა მონაწილეობა ქურდულ გარჩევებში, შეკრებებში, „ქურდული სამყაროს“ დახმარება და ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.„ქურდული სამყარო" სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს.ე.წ. კანონიერ ქურდებს დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა უკავიათ და ამ სტატუსის მიღება რამდენიმე მოქმედი „კანონიერი ქურდის" რეკომენდაციით „კურთხევის" ცერემონიაზეა შესაძლებელი. ქურდები, ტრადიციულად, ე.წ. გაგებით — წესების ნაკრებით ხელმძღვანელობენ, რომელთა დარღვევა „კანონიერი ქურდის" სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24282/73/242827314_206:0:1986:1335_1920x0_80_0_0_45a0e54a0105a43ecd0c6c6a0b969651.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
„ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლა – შსს–ს სტატისტიკა
10:39 26.03.2023 (განახლებულია: 09:04 23.08.2023) ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული მუხლებით ყველაზე ნაკლები საქმეები აღიძრა 2014 და 2017 წლებში.
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 10 წელიწადში ქურდული სამყაროს წევრებისა და ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ 257 საქმე აღძრა, ნათქვამია უწყების განცხადებაში პარლამენტის დეპუტატის მოთხოვნის საპასუხოდ.
საქართველოს კანონმდებლობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობა 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე, ხოლო „კანონიერ ქურდებს“ 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ ჯარიმით ან უჯარიმოდ.
შსს–ს
ინფორმაციით, კრიმინალური სამყაროს წევრთა მიმართ დევნის პიკი 2018 წელზე მოდის, როდესაც „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ 57 სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის „ქურდული სამყაროს წევრობა“ და „კანონიერი ქურდი“ 2021 წელს აღიძრა 35 საქმე, ხოლო 2022 წელს – 33.
ამ მუხლებით ყველაზე ცოტა სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2014 და 2017 წლებში – შესაბამისად, 7 და 9.
შსს–მ 2022 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 85 ადამიანი, მათ შორის ექვსი – „კანონიერი ქურდი“. 2021 წელს ქურუდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროს ცხოვრებაში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის დევნა დაიწყო 57 პირის მიმართ, ბრალდება „კანონიერი ქურდის“ სტატუისის ფაქტზე წარედგინა ორ პირს.
საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულია. 2018 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაული გახდა მონაწილეობა ქურდულ გარჩევებში, შეკრებებში, „ქურდული სამყაროს“ დახმარება და ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.
„ქურდული სამყარო" სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს.
ე.წ. კანონიერ ქურდებს დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა უკავიათ და ამ სტატუსის მიღება რამდენიმე მოქმედი „კანონიერი ქურდის" რეკომენდაციით „კურთხევის" ცერემონიაზეა შესაძლებელი. ქურდები, ტრადიციულად, ე.წ. გაგებით — წესების ნაკრებით ხელმძღვანელობენ, რომელთა დარღვევა „კანონიერი ქურდის" სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს.