https://sputnik-georgia.com/20230318/qrdul-samyarostan-brzola-sasamartlo-bolo-5-wlis-monacamebs-aqveynebs-275902289.html
„ქურდულ სამყაროსთან" ბრძოლა: სასამართლო ბოლო 5 წლის მონაცემებს აქვეყნებს
„ქურდულ სამყაროსთან" ბრძოლა: სასამართლო ბოლო 5 წლის მონაცემებს აქვეყნებს
Sputnik საქართველო
სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობაში 50 ადამიანი დამნაშავედ ცნო და 13 გაამართლა. 18.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-18T22:41+0400
2023-03-18T22:41+0400
2023-03-18T22:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
თბილისის საქალაქო სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24469/89/244698968_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_a2d646b7aea51ece61c2b3672f1e11f2.jpg
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული 13 პირი გაამართლა, ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის პასუხში დეპუტატის შეკითხვაზე.2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით პერიოდში სასამართლოს მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის დამნაშავედ 50 ადამიანი ცნო და 13 გაამართლა.საქართველოს კანონმდებლობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობა 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე, ხოლო „კანონიერ ქურდებს“ 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ ჯარიმით ან უჯარიმოდ.საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულია. 2018 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაული გახდა მონაწილეობა ქურდულ გარჩევებში, შეკრებებში, „ქურდული სამყაროს“ დახმარება და ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.„ქურდული სამყარო" სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს.ე.წ. კანონიერ ქურდებს დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა უკავიათ და ამ სტატუსის მიღება რამდენიმე მოქმედი „კანონიერი ქურდის" რეკომენდაციით „კურთხევის" ცერემონიაზეა შესაძლებელი. ქურდები, ტრადიციულად, ე.წ. გაგებით — წესების ნაკრებით ხელმძღვანელობენ, რომელთა დარღვევა „კანონიერი ქურდის" სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24469/89/244698968_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_e43f08b7de040b99ce544e535f5a77b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო
„ქურდულ სამყაროსთან" ბრძოლა: სასამართლო ბოლო 5 წლის მონაცემებს აქვეყნებს
სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობაში 50 ადამიანი დამნაშავედ ცნო და 13 გაამართლა.
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული 13 პირი გაამართლა, ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის პასუხში დეპუტატის შეკითხვაზე.
2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით პერიოდში სასამართლოს მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის დამნაშავედ 50 ადამიანი ცნო და 13 გაამართლა.
საქართველოს კანონმდებლობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობა 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე, ხოლო „კანონიერ ქურდებს“ 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ ჯარიმით ან უჯარიმოდ.
საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულია. 2018 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაული გახდა მონაწილეობა ქურდულ გარჩევებში, შეკრებებში, „ქურდული სამყაროს“ დახმარება და ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.
„ქურდული სამყარო" სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს.
ე.წ. კანონიერ ქურდებს დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა უკავიათ და ამ სტატუსის მიღება რამდენიმე მოქმედი „კანონიერი ქურდის" რეკომენდაციით „კურთხევის" ცერემონიაზეა შესაძლებელი. ქურდები, ტრადიციულად, ე.წ. გაგებით — წესების ნაკრებით ხელმძღვანელობენ, რომელთა დარღვევა „კანონიერი ქურდის" სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს.