https://sputnik-georgia.com/20230324/msxvili-energokompania-saqartvelosi-investirebit-dainteresda-276065071.html
მსხვილი ენერგოკომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა
მსხვილი ენერგოკომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა
Sputnik საქართველო
საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის საიმედო და სტაბილური საქმიანი პარტნიორია, აღინიშნა შეხვედრაზე. 24.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-24T10:40+0400
2023-03-24T10:40+0400
2023-03-24T16:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
ენერგეტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/17/276057350_0:132:1600:1032_1920x0_80_0_0_a0297255bc088afd5576fbca69f6a51c.jpg
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი APR Energy-ს აღმასრულებელ დირექტორს ბენჯამინ ჩარჩს შეხვდა, მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალი, მათ შორის, განახლებადი ენერგეტიკული რესურსების მიმართულებით, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.მთავრობა გეგმავს დარგის დაჩქარებულ განვითარებას, რისთვისაც უახლოეს 2-3 წელიწადში 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იქნება მოზიდული. ამასთან დაკავშირებით შემუშავებულია განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც მომავალი სამი წლის განმავლობაში ჯამში 1,5 ათასი მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მოწინავე პოზიციებს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში და აღინიშნა, რომ საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის სანდო და სტაბილური ბიზნეს-პარტნიორია.მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში არსებული სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო.APR Energy არის მსოფლიო ლიდერი სპეციალიზებული ენერგეტიკული გადაწყვეტილებების სფეროში. 2004 წლიდან კომპანიას აქვს დადასტურებული გამოცდილება 35-ზე მეტ ქვეყანაში მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტების წარმატებით განხორციელების, ფლობისა და მართვის სფეროში ენერგეტიკული ტექნოლოგიების ფართო სპექტრში.2020 წლიდან კომპანია არის Atlas Corporation-ის ნაწილი, რომელიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა რეგისტრირებული.დავითაშვილი: საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია >>კომპანია ფლობს მობილური გაზის ტურბინების ერთ-ერთ უდიდეს პარკს მსოფლიოში. მოკლევადიანი 30-მეგავატიანი პროექტებიდან გრძელვადიან 300-მეგავატიან ელექტროსადგურებამდე, APR-ის გუნდებს აქვთ სხვადასხვა ადგილებში ელექტროსადგურების მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უპრეცედენტო გამოცდილება.ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების ფონზე ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა ამ სექტორის განვითარების აუცილებლობაზე.ექსპერტები თვლიან, რომ 2030 წლისთვის ის გაიზრდება თითქმის 70%-ით და 22 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.გერმანია დაინტერესებულია საქართველოდან ევროპაში ენერგეტიკული ხიდის პროექტით >>ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 14,8 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 3,8%-ით მეტი იყო.საკუთარმა გამომუშავებამ 14,2 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 12,7%-ით მეტია.გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.წყარო - საქართველოს მთავრობა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/17/276057350_137:0:1600:1097_1920x0_80_0_0_f30f892928595b3048af9bb564718d87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
მსხვილი ენერგოკომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა
10:40 24.03.2023 (განახლებულია: 16:45 24.03.2023) საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის საიმედო და სტაბილური საქმიანი პარტნიორია, აღინიშნა შეხვედრაზე.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი APR Energy-ს აღმასრულებელ დირექტორს ბენჯამინ ჩარჩს შეხვდა, მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალი, მათ შორის, განახლებადი ენერგეტიკული რესურსების მიმართულებით, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
მთავრობა გეგმავს დარგის დაჩქარებულ განვითარებას, რისთვისაც უახლოეს 2-3 წელიწადში 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იქნება მოზიდული. ამასთან დაკავშირებით შემუშავებულია განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც მომავალი სამი წლის განმავლობაში ჯამში 1,5 ათასი მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მოწინავე პოზიციებს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში და აღინიშნა, რომ საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის სანდო და სტაბილური ბიზნეს-პარტნიორია.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში არსებული სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო.
APR Energy არის მსოფლიო ლიდერი სპეციალიზებული ენერგეტიკული გადაწყვეტილებების სფეროში. 2004 წლიდან კომპანიას აქვს დადასტურებული გამოცდილება 35-ზე მეტ ქვეყანაში მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტების წარმატებით განხორციელების, ფლობისა და მართვის სფეროში ენერგეტიკული ტექნოლოგიების ფართო სპექტრში.
2020 წლიდან კომპანია არის Atlas Corporation-ის ნაწილი, რომელიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა რეგისტრირებული.
კომპანია ფლობს მობილური გაზის ტურბინების ერთ-ერთ უდიდეს პარკს მსოფლიოში. მოკლევადიანი 30-მეგავატიანი პროექტებიდან გრძელვადიან 300-მეგავატიან ელექტროსადგურებამდე, APR-ის გუნდებს აქვთ სხვადასხვა ადგილებში ელექტროსადგურების მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უპრეცედენტო გამოცდილება.
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების ფონზე ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა ამ სექტორის განვითარების აუცილებლობაზე.
ექსპერტები თვლიან, რომ 2030 წლისთვის ის გაიზრდება თითქმის 70%-ით და 22 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 14,8 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 3,8%-ით მეტი იყო.
საკუთარმა გამომუშავებამ 14,2 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 12,7%-ით მეტია.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.