https://sputnik-georgia.com/20230307/germania-dainteresebulia-saqartvelodan-evropasi-energetikuli-xidis-proeqtit-275543711.html
გერმანია დაინტერესებულია საქართველოდან ევროპაში ენერგეტიკული ხიდის პროექტით
გერმანია დაინტერესებულია საქართველოდან ევროპაში ენერგეტიკული ხიდის პროექტით
Sputnik საქართველო
საქართველოსა და გერმანიის მინისტრებმა ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ენერგეტიკის სფეროებში რეგიონული მნიშვნელობის პროექტები განიხილეს. 07.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-07T19:50+0400
2023-03-07T19:50+0400
2023-03-07T22:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275541791_0:0:871:489_1920x0_80_0_0_b878578f10e4f4d12aa6162e71cc683c.jpg
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანის ისტორიული პროექტი და საქართველოზე გამავალი შუა სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მნიშვნელობა განიხილეს ბერლინში საქართველოსა და გერმანიის ეკონომიკის მინისტრებმა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.ეს და სხვა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სექტორებში, რომლებიც მიმართულია ევროკავშირში საქართველოს მეტი ეკონომიკური ინტეგრაციისკენ.პროექტები შავ ზღვაზე და ევროინტეგრაცია - რა განიხილეს ღარიბაშვილმა და ფონ დერ ლაიენმა >>შეხვედრა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. სამთავრობო დელეგაციამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB BERLIN 2023-ის ოფიციალურ გახსნაში.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები, ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და მათი შემდგომი განვითარების გზები დასახეს.აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი და ქვეყნის მსხვილი ინვესტორია.საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 13 აპრილს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურის, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ 50-ზე მეტი შეთანხმება მოქმედებს.ისტორიული მნიშვნელობის პროექტიაზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მწვანე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას შავი ზღვის ფსკერზე.პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.შეთანხმების ფარგლებში ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას.მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275541791_14:0:667:490_1920x0_80_0_0_0bedbf331beb5a170c3cdec7d3bfc934.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
გერმანია დაინტერესებულია საქართველოდან ევროპაში ენერგეტიკული ხიდის პროექტით
19:50 07.03.2023 (განახლებულია: 22:47 07.03.2023) საქართველოსა და გერმანიის მინისტრებმა ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ენერგეტიკის სფეროებში რეგიონული მნიშვნელობის პროექტები განიხილეს.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანის ისტორიული პროექტი და საქართველოზე გამავალი შუა სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მნიშვნელობა განიხილეს ბერლინში საქართველოსა და გერმანიის ეკონომიკის მინისტრებმა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ეს და სხვა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სექტორებში, რომლებიც მიმართულია ევროკავშირში საქართველოს მეტი ეკონომიკური ინტეგრაციისკენ.
შეხვედრა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. სამთავრობო დელეგაციამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB BERLIN 2023-ის ოფიციალურ გახსნაში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები, ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და მათი შემდგომი განვითარების გზები დასახეს.
აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი და ქვეყნის მსხვილი ინვესტორია.
საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 13 აპრილს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურის, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ 50-ზე მეტი შეთანხმება მოქმედებს.
ისტორიული მნიშვნელობის პროექტი
აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მწვანე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას შავი ზღვის ფსკერზე.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
შეთანხმების ფარგლებში ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას.
მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.