https://sputnik-georgia.com/20230324/fasebi-sawyis-dones-daubrunda-psp-m-onkopreparatebis-gazvirebis-mizezi-ganmarta-276066060.html
ფასები საწყის დონეს დაუბრუნდა: PSP-მ ონკოპრეპარატების გაძვირების მიზეზი განმარტა
ფასები საწყის დონეს დაუბრუნდა: PSP-მ ონკოპრეპარატების გაძვირების მიზეზი განმარტა
Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრომ ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანია ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ფასების ხელოვნურ გაზრდაში დაადანაშაულა. 24.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-24T11:00+0400
2023-03-24T11:00+0400
2023-08-17T10:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვა საქართველოში
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24172/10/241721029_0:6:2000:1131_1920x0_80_0_0_ccacdac5f8ccf5d3f925d320aedcc942.jpg
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. მოქმედების ვადის გამო გაიაფების შემდეგ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები საწყის ღირებულებას დაუბრუნდა, ნათქვამია ფარმაცევტული კომპანია PSP-ს განცხადებაში.ჯანდაცვის სამინისტრომ ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანია ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ფასების ხელოვნურ გაზრდაში დაადანაშაულა.ამასთან კომპანია აღნიშნავს, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე საოპერაციო ხარჯებისთვის განსაზღვრული პოლიტიკით მინიმალური დარიცხვები 2-დან 25%-მდე არის განსაზღვრული, ხოლო თითოეული ამ მედიკამენტის შესასყიდი ფასები, ანუ თვითღირებულება ჯანდაცვის სამინისტროსთვის ცნობილია.ფასები ონკოდაავადებულების წამლებზე უსაფუძვლოდ გაზარდეს - ჯანდაცვის სამინისტრო >>კომპანია აღნიშნავს, რომ სამინისტროს პორტალზე განახლდა ონკოლოგიური მედიკამენტების ფასები, საიდანაც 40-ზე მეტ, მათ შორის, თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტზე მოხდა ფასების შემცირება, ხოლო 7 მედიკამენტზე მოხდა 2022 წლის ბოლო კვარტლის ღირებულებაზე დაბრუნება.მსგავსი ფაქტები თებერვალშიც დაფიქსირდა. მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლებზე ფასების ხელოვნურ ზრდას „ჰოლდინგების შეთქმულება" უწოდა და პირობა დადო, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მკაცრი იქნება.რეფერენტული ფასებისახელმწიფომ მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან რიგ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა, რაც ნიშნავს, რომ განისაზღვრა წამლის ფასის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთ წამლის გაყიდვა არ შეიძლება.მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ხელისუფლებამ ფასების შესამცირებლად შარშან თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გაამარტივა, მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან კი ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა. სია მოგვიანებით გაფართოვდება.რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.ჯანდაცვის უწყება ზოგიერთ კომპანიას წამლებზე ფასების ხელოვნურად მომატებაში ადანაშაულებს>>ჯანდაცვის სამინისტრომ საპილოტო რეჟიმში აამოქმედა მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.ამ სისტემაში გროვდება ინფორმაცია წამლების ბრუნვის, მარაგის, საცალო და საბითუმო ფასების შესახებ, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენენ კომპანიები, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობენ.ახალი წესების დამრღვევი 15 მარტამდე გაფრთხილებას იღებდა, ახლა კი მას 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.ამ ეტაპზე ზღვრული ფასები 1,1 ათასზე მეტ წამალზე უკვე ამოქმედდა. ეს სია თანდათანობით ივსება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24172/10/241721029_212:0:1989:1333_1920x0_80_0_0_135d5cf728884c723677de5ac487e9cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, ექიმის რჩევები
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, ექიმის რჩევები
ფასები საწყის დონეს დაუბრუნდა: PSP-მ ონკოპრეპარატების გაძვირების მიზეზი განმარტა
11:00 24.03.2023 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) ჯანდაცვის სამინისტრომ ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანია ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ფასების ხელოვნურ გაზრდაში დაადანაშაულა.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. მოქმედების ვადის გამო გაიაფების შემდეგ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები საწყის ღირებულებას დაუბრუნდა, ნათქვამია ფარმაცევტული კომპანია PSP-ს განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტრომ ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანია ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ფასების ხელოვნურ გაზრდაში დაადანაშაულა.
„სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პოზიციები ვარგისიანობის მოკლე ვადის (04/2023) გამო გაიცემოდა საბაზროსთან შედარებით 4–5-ჯერ უფრო დაბალ ფასად. კომპანიაში არსებული ხარისხის სისტემის თანახმად, ხდება იმ პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღება, რომელთა მოქმედების ვადაც 1 თვეზე ნაკლებია. სწორედ ამიტომ აღნიშნულ პოზიციებზე 2023 წლის მარტიდან მოხდა ონკოლოგიური მედიკამენტების საწყის ფასებზე დაბრუნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან კომპანია აღნიშნავს, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე საოპერაციო ხარჯებისთვის განსაზღვრული პოლიტიკით მინიმალური დარიცხვები 2-დან 25%-მდე არის განსაზღვრული, ხოლო თითოეული ამ მედიკამენტის შესასყიდი ფასები, ანუ თვითღირებულება ჯანდაცვის სამინისტროსთვის ცნობილია.
კომპანია აღნიშნავს, რომ სამინისტროს პორტალზე განახლდა ონკოლოგიური მედიკამენტების ფასები, საიდანაც 40-ზე მეტ, მათ შორის, თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტზე მოხდა ფასების შემცირება, ხოლო 7 მედიკამენტზე მოხდა 2022 წლის ბოლო კვარტლის ღირებულებაზე დაბრუნება.
მსგავსი ფაქტები თებერვალშიც დაფიქსირდა. მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლებზე ფასების ხელოვნურ ზრდას „ჰოლდინგების შეთქმულება" უწოდა და პირობა დადო, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მკაცრი იქნება.
სახელმწიფომ მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან რიგ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა, რაც ნიშნავს, რომ განისაზღვრა წამლის ფასის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთ წამლის გაყიდვა არ შეიძლება.
მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ხელისუფლებამ ფასების შესამცირებლად შარშან თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გაამარტივა, მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან კი ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა. სია მოგვიანებით გაფართოვდება.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
ჯანდაცვის სამინისტრომ საპილოტო რეჟიმში აამოქმედა მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.
ამ სისტემაში გროვდება ინფორმაცია წამლების ბრუნვის, მარაგის, საცალო და საბითუმო ფასების შესახებ, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენენ კომპანიები, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობენ.
ახალი წესების დამრღვევი 15 მარტამდე გაფრთხილებას იღებდა, ახლა კი მას 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.
ამ ეტაპზე ზღვრული ფასები 1,1 ათასზე მეტ წამალზე უკვე ამოქმედდა. ეს სია თანდათანობით ივსება.