https://sputnik-georgia.com/20230323/ra-elodeba-respublikur-saavadmyofos-276040920.html
რა ელოდება თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს - მინისტრის მოადგილის პასუხი
რა ელოდება თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს - მინისტრის მოადგილის პასუხი
Sputnik საქართველო
უფრო ადრე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად არსებული ვითარება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. 23.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-23T13:48+0400
2023-03-23T13:48+0400
2023-03-23T17:04+0400
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24791/54/247915424_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_c1cfed2865f3e9c8de96b9ab9c902231.jpg
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების დეტალურ გეგმას ამზადებს, მისი კომერციალიზაციის საკითხი გამორიცხულია, განაცხადა მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. სახელმწიფო კლინიკების მართვის სრულყოფისთვის 2020 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის" შექმნის შესახებ განაცხადა. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო დაფინანსებაში მყოფი კლინიკები და სამედიცინო ცენტრები, მათ შორის, რესპუბლიკური საავადმყოფო. კლინიკის გადაიარაღების მოსამზადებელი პროექტი ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებასა და აღჭურვას. ჯანდაცვის უწყება კლინიკის თანამშრომლებს კონცეფციის დეტალურ პრეზენტაციას უახლოეს მომავალში წარუდგენს, განაცხადა გაბუნიამ. ამასთან, განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რესპუბლიკური საავადმყოფო ტერიტორიულად იქვე დარჩება, სადაც ახლაა, აღნიშნა გაბუნიამ. საქართველოში ჯანდაცვის სექტორისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სერიოზული მომავალი უნდა ჰქონდეს, გარდა ამისა, მას ძალიან სერიოზული როლის შესრულება შეუძლია რეგიონში ყველაზე მაღალი დონის მომსახურების მიწოდებაში, მიიჩნევს მინისტრის მოადგილე. გაბუნიამ განაცხადა, რომ იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი, როდესაც ჩატარდება სამშენებლო სამუშაოები, მოწყობა, აღჭურვა, თუმცა ამ პერიოდში სრულად იქნება დაცული მედპერსონალის უფლებები როგორც ხელფასის, ისე დასაქმების მხრივ. „რესპუბლიკური საავამდმყოფო არის და იქნება სახელმწიფოსთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი, ამდენად, მუშაობა მიმდინარეობს სწორედ ამ მიმართულებით", – განაცხადა გაბუნიამ. რა გეგმები აქვს მთავრობას რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით>>უფრო ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ამჟამად მრავალი პრობლემაა, რამდენიმე წელიწადში მაღალტექნოლოგიურ, მრავალფუნქციურ საავადმყოფოდ გადაიქცევა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება. საავადმყოფოში საქართველოში პირველი ბავშვთა ონკოლოგიის ცენტრი უნდა გაიხსნას. გადაწყდა, რომ პროცესში ჩაერთვება მსოფლიო კლასის წამყვანი მარავლპროფილური სამედიცინო ცენტრი – იხილოვის კლინიკა ისრაელში. რესპუბლიკური საავადმყოფო 1973 წლიდან ფუნქციონირებს. სამედიცინო ჰოლდინგში, რესპუბლიკური საავადმყოფოს გარდა, ასევე შედიან: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო", „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი" (ონკოლოგიური საავადმყოფო), „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი", „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი", „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი", „ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო". ჰოლდინგის მიზანია ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა სახელმწიფო კლინიკებსა და კერძო სექტორს შორის. ჰოლდინგის გეგმებშია მისი მართვის ქვეშ მყოფი ყველა კლინიკის გარემონტება და ტექნიკით აღჭურვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24791/54/247915424_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_853254283cd0820ce73743243ccf7256.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
რა ელოდება თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს - მინისტრის მოადგილის პასუხი
13:48 23.03.2023 (განახლებულია: 17:04 23.03.2023) უფრო ადრე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად არსებული ვითარება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების დეტალურ გეგმას ამზადებს, მისი კომერციალიზაციის საკითხი გამორიცხულია, განაცხადა მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
სახელმწიფო კლინიკების მართვის სრულყოფისთვის 2020 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის" შექმნის შესახებ განაცხადა. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო დაფინანსებაში მყოფი კლინიკები და სამედიცინო ცენტრები, მათ შორის, რესპუბლიკური საავადმყოფო.
კლინიკის გადაიარაღების მოსამზადებელი პროექტი ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებასა და აღჭურვას. ჯანდაცვის უწყება კლინიკის თანამშრომლებს კონცეფციის დეტალურ პრეზენტაციას უახლოეს მომავალში წარუდგენს, განაცხადა გაბუნიამ.
„ვფიქრობ, მათთვისაც და საზოგადოებისთვისაც ამოიწურება ყველა შეკითხვა, თუ დღეს რაიმე ისმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამომავლო როლთან და ბედთან დაკავშირებით. კომერციალიზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის სრულიად გამორიცხული", – განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რესპუბლიკური საავადმყოფო ტერიტორიულად იქვე დარჩება, სადაც ახლაა, აღნიშნა გაბუნიამ.
საქართველოში ჯანდაცვის სექტორისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სერიოზული მომავალი უნდა ჰქონდეს, გარდა ამისა, მას ძალიან სერიოზული როლის შესრულება შეუძლია რეგიონში ყველაზე მაღალი დონის მომსახურების მიწოდებაში, მიიჩნევს მინისტრის მოადგილე.
გაბუნიამ განაცხადა, რომ იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი, როდესაც ჩატარდება სამშენებლო სამუშაოები, მოწყობა, აღჭურვა, თუმცა ამ პერიოდში სრულად იქნება დაცული მედპერსონალის უფლებები როგორც ხელფასის, ისე დასაქმების მხრივ.
„რესპუბლიკური საავამდმყოფო არის და იქნება სახელმწიფოსთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი, ამდენად, მუშაობა მიმდინარეობს სწორედ ამ მიმართულებით", – განაცხადა გაბუნიამ.
უფრო ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ამჟამად მრავალი პრობლემაა, რამდენიმე წელიწადში მაღალტექნოლოგიურ, მრავალფუნქციურ საავადმყოფოდ გადაიქცევა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება. საავადმყოფოში საქართველოში პირველი ბავშვთა ონკოლოგიის ცენტრი უნდა გაიხსნას.
გადაწყდა, რომ პროცესში ჩაერთვება მსოფლიო კლასის წამყვანი მარავლპროფილური სამედიცინო ცენტრი – იხილოვის კლინიკა ისრაელში.
რესპუბლიკური საავადმყოფო 1973 წლიდან ფუნქციონირებს.
სამედიცინო ჰოლდინგში, რესპუბლიკური საავადმყოფოს გარდა, ასევე შედიან: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო", „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი" (ონკოლოგიური საავადმყოფო), „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი", „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი", „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი", „ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო".
ჰოლდინგის მიზანია ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა სახელმწიფო კლინიკებსა და კერძო სექტორს შორის.
ჰოლდინგის გეგმებშია მისი მართვის ქვეშ მყოფი ყველა კლინიკის გარემონტება და ტექნიკით აღჭურვა.