https://sputnik-georgia.com/20230323/darciasvili-borels-sexvda-276040299.html
როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის 12 პირობას? დარჩიაშვილმა ბორელს დეტალები გააცნო
როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის 12 პირობას? დარჩიაშვილმა ბორელს დეტალები გააცნო
Sputnik საქართველო
ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში საქართველოს უკვე ექნება შესაძლებლობა თქვას, რომ 12 პუნქტი შესრულებულია. 23.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-23T13:26+0400
2023-03-23T13:26+0400
2023-03-23T16:45+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/17/276038641_0:46:1280:767_1920x0_80_0_0_9d50cef475fb18f0e79b832ee8be692b.jpg
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს გააცნო ის ნაბიჯები, რასაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად დგამს. შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ვიზიტის მსვლელობისას დარჩიაშვილმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა, მათ შორის, ევროკომისართან სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეისთან, ასევე ევროპარლამენტის უცხოურ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ დევიდ მაკკალისტერთან. მისი თქმით, სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მიიღო, რომელიც პარლამენტში პოლიტიკური განხილვების ახალი ფაზა გახდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მმართველი გუნდი ახლაც, ისევე, როგორც უწინ, შეეცდება, რომ პროცესი ინკლუზიურად წარმართოს. „დარწმუნებული ვართ, უახლოეს თვეებში საქართველოს უკვე ექნება შესაძლებლობა თქვას, რომ 12 პუნქტი შესრულებულია და 12 პუნქტთან მიმართებაში საქართველომ თავისი ვალდებულებები შეასრულა", – განაცხადა დარჩიაშვილმა. ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის დეპუტატები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა>>მინისტრის თქმით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. „ბატონი ბორელისთვის საქართველოში მიმდინარე პროცესები საინტერესოა. როგორც იცით, საქართველო, როგორც მომავალი წევრი, და ქვეყანა, რომელიც ელოდება კანდიდატის სტატუსს, ყველა განზომილებაში, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანია", – აღნიშნა დარჩიაშვილმა. მინისტრი დარწმუნებულია, რომ საუბარი მომავალში მხოლოდ დადებით პროცესებზე წარიმართება. „განწყობა პოზიტიურია, ამ განწყობას ზურგს უმაგრებს ის ბოლო ანალიტიკური დასკვნა, რომელიც ევროკომისიისგან მივიღეთ. ამ დასკვნის დადებითი ეფექტი იგრძნობა ყველა შეხვედრაზე, ევროკავშირის ყველა ოფიციალურ პირთან", – განაცხადა დარჩიაშვილმა. რას აკეთებს ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად: პრემიერი ელჩებს შეხვდა>>ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის ოფიციალურ დასკვნას ელოდება, რომელიც საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულების საკითხზე შემოდგომაზე იქნება მზად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/17/276038641_123:46:1188:845_1920x0_80_0_0_9cd56f8f42f32a248f9fcbbe6db62849.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის 12 პირობას? დარჩიაშვილმა ბორელს დეტალები გააცნო
13:26 23.03.2023 (განახლებულია: 16:45 23.03.2023) ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში საქართველოს უკვე ექნება შესაძლებლობა თქვას, რომ 12 პუნქტი შესრულებულია.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს გააცნო ის ნაბიჯები, რასაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად დგამს.
შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ვიზიტის მსვლელობისას დარჩიაშვილმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა, მათ შორის, ევროკომისართან სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეისთან, ასევე ევროპარლამენტის უცხოურ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ დევიდ მაკკალისტერთან.
„ბატონ ბორელთან შეხვედრისას ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის იმ საკითხებზე, რომლებიც დღეს განხილვის საგანია. ეს არის 12 პუნქტი. მქონდა შესაძლებლობა, ბორელისთვის გამეზიარებინა ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა", – განუცხადა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მიიღო, რომელიც პარლამენტში პოლიტიკური განხილვების ახალი ფაზა გახდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მმართველი გუნდი ახლაც, ისევე, როგორც უწინ, შეეცდება, რომ პროცესი ინკლუზიურად წარმართოს.
„დარწმუნებული ვართ, უახლოეს თვეებში საქართველოს უკვე ექნება შესაძლებლობა თქვას, რომ 12 პუნქტი შესრულებულია და 12 პუნქტთან მიმართებაში საქართველომ თავისი ვალდებულებები შეასრულა", – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მინისტრის თქმით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.
„ბატონი ბორელისთვის საქართველოში მიმდინარე პროცესები საინტერესოა. როგორც იცით, საქართველო, როგორც მომავალი წევრი, და ქვეყანა, რომელიც ელოდება კანდიდატის სტატუსს, ყველა განზომილებაში, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანია", – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ საუბარი მომავალში მხოლოდ დადებით პროცესებზე წარიმართება.
„განწყობა პოზიტიურია, ამ განწყობას ზურგს უმაგრებს ის ბოლო ანალიტიკური დასკვნა, რომელიც ევროკომისიისგან მივიღეთ. ამ დასკვნის დადებითი ეფექტი იგრძნობა ყველა შეხვედრაზე, ევროკავშირის ყველა ოფიციალურ პირთან", – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის ოფიციალურ დასკვნას ელოდება, რომელიც საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულების საკითხზე შემოდგომაზე იქნება მზად.